დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 აგვისტო

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ჩვეული სამუშაოს შესრულებაც კი გაგიჭირდებათ. ხშირად მოგიწევთ ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, სხვისი შეცდომების გამოსწორება, სხვების დახმარება. ამასთან, ყურადღებას მოითხოვს საოჯახო საქმეები. ყოფითი საკითხების გადასაჭრელად მოსალოდნელია ხარჯები. დღის მეორე ნახევარში მოიმატებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა. შესაძლებელია მომგებიანი გარიგების დადება. გამოავლენთ კომერციულ ნიჭს.

არწივი მთებში - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 5–11 აგვისტოს პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დაძაბული დღეა. ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით. ჩანაფიქრის განხორციელებაში ხშირად რაღაც გაუგებრობები გიშლით ხელს. ცდილობთ თავის გაკონტროლებას, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით. გაცხარებულმა, შესაძლოა, რამე ისეთი თქვათ, რომ შემდეგ ინანოთ. საქმიან შეხვედრაზე, ეცადეთ, არ დააგვიანოთ. არასასურველია მგზავრობა, რადგან დაბრკოლებებია მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. უკან არ იხევთ, თუ გზაზე დაბრკოლებები გაჩნდა. სიმტკიცე დასახულის მიღწევაში გეხმარებათ. ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან შეიძლება დაიძაბოს, მაგრამ სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილებას მოახერხებთ. მოსალოდნელია ოჯახური პრობლემები, რომლებსაც დღის ბოლოსთვის გადაჭრით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

მრავალფეროვანი და ნაყოფიერი დღეა. გაქვთ ბევრი მიზნის მიღწევის შანსი, თუმცა, ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით, თუ ვინმეს დახმარების იმედი გაქვთ. მოსალოდნელია, რომ გამოცდილმა მოკავშირეებმაც კი დაგაღალატონ და რთულ ვითარებაში ჩაგაგდონ. გამოგადგებათ ძველი გამოცდილება. დღეს მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევები, სასიამოვნო შეხვედრები და რომანტიკული სიურპრიზები.

სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში სიყვარულში გაუმართლებს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

არცთუ მარტივი დღეა, მაგრამ გზაზე გაჩენილი ბარიერები ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. შეიძლება, რომ რთულ საქმეებსაც შეეჭიდოთ. სწრაფად ერკვევით ვითარებაში და არავის აძლევთ უფლებას, გზიდან გადაგახვევინონ. არ არის გამორიცხული რამე უჩვეულო შემთხვევა, უცნაური თანხვედრა, რაც თქვენთვის კარგი გაკვეთილი გახდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ბევრი საქმე იმაზე რთულად გამოგდით, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. გამარჯვებები იოლად არ მოვა. ხშირად ჩნდება უთანხმოებები კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან. ეცადეთ, სერიოზული კონფლიქტები თავიდან აირიდოთ. ხშირად წარმატებულია არასტანდარტული გადაწყვეტილებები, ამიტომ არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის დასაწყისი სხვადასხვა, მათ შორის რთული და ახალი საქმეებისთვის იქნება შესაფერისი. ადვილად ახდენთ ყურადღების კონცენტრაციას. სჯობს, მნიშვნელოვანი საქმეები არ გადადოთ, რადგან თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება. რთული იქნება თქვენი გაგება – ხან არასწორად ესმით თქვენი, ხან ფიქრობენ, რომ ადამიანებით მანიპულირებას ცდილობთ, იტყუებით.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღის პირველი ნახევარი ნერვული და დაძაბული იქნება. ხანდახან მოულოდნელი რამ ხდება, გიწევთ გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება. მოგაკლდებათ გარშემომყოფების დახმარება, თქვენი საქციელი ხშირად გაოცებას იწვევს და ახსნა–განმარტებები გიწევთ, მოგვიანებით უფრო მარტივი და ნაყოფიერი პერიოდი დადგება. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები, სასიამოვნო მოვლენები ოჯახში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, სავარაუდოდ, რთული და დაძაბული იქნება, მაგრამ პრობლემები მალევე გადაწყდება. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც შემდეგ რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზრდება. საღამოს მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან შეხვედრები. კარგი დროა ახლობლებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დილა დღის ყველაზე ხელსაყრელი დრო იქნება. შესაძლებელია ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის დაწყება. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესუსტდება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემები გაჩნდეს, ამის გამო კი გეგმებზე უარის თქმა მოგიწიოთ. არასასურველია შორს მგზავრობა, განსაკუთრებით – მარტო თუ წახვალთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღის დასაწყისში, დიდი ალბათობით, თავს ვერ აარიდებთ გაუგებრობებს, უსიამოვნებებს. ამის გამო მოგიწევთ გეგმების შეცვლა, ზოგიერთი საქმის გადადება. თანდათანობით გაიზრდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს უფრო მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, გაჩნდება შანსები, რომ მიაღწიოთ ადრინდელ ჩანაფიქრს. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

დღე კარგად დაიწყება. მალე პოულობთ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრის გზებს, აგვარებთ პრობლემებს. ამაში ინტუიცია გეხმარებათ. მოსალოდნელია, რომ გაგიმართლოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია დასვენებისა და სასიამოვნო ურთიერთობებისთვის, ხოლო აქტიური საქმიანობა არასასურველია. ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0