ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში სიყვარულში გაუმართლებს

გამოწერა
ივლისში სიყვარულის პლანეტა ვენერა კირჩხიბის ნიშანში იყო, რომელიც ადამიანებს სენტიმენტალობისკენ უბიძგებდა. აგვისტოში კი, როდესაც ვენერა თეატრალურ და დრამატულ ლომის ნიშანში გადავა, ყველაფერი შეიცვლება.

ყველა სასიყვარულო ურთიერთობას, რომელიც აგვისტოში დაიწყება, ცეცხლოვანი ელფერი და ბობოქარი განვითარება ექნება. აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ყველაზე კარგად თავს კაშკაშა და შემოქმედებითი ნატურები იგრძნობენ.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

თევზები

ძალზე ნიჭიერი თევზებისთვის ვენერას ლომის ნიშანში ყოფნის პერიოდი იღბლიანია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უნდა იმგვარი სასიყვარულო ისტორიის შექმნა, როგორზეც მელოდრამებში გვიყვებიან. ეს იქნება მოლოდინებითა და მგზნებარებით აღსავსე რომანი, რომელსაც ყველაზე რთული დრო ზამთრის დასაწყისში დაუდგება - ეს იქნება პარტნიორების გამოცდა რუტინულ ცხოვრებაზე.

ტყუპი

ტყუპები, რომლებიც დიდი მონდომებით ეძებდნენ მეგობარს ივლისში, სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცნენ, რადგან აგვისტო მათი თვეა - გაიზრდება მომხიბვლელობა, ფლირტის სურვილი. თამამად შეუძლიათ პაემნებზე სიარული და უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ რომელიმე ფსონი აუცილებლად გაუმართლებს. იყავით მეტად კრეატიული და ყველაფერი გამოვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ

ლომი

ლომები აგვისტოში ნამდვილად იბრწყინებენ. მათთვის სიყვარულის პოვნა ნამდვილად არ იქნება ძნელი. ფაქტობრივად, თაყვანისმცემლები მათ ირგვლივ ცეცხლს მიტანებული პეპლებივით იფარფატებენ. ამიტომ საკმარისია, საკუთარი თავის სიყვარულიდან გადართვა და სხვა ადამიანების აღფრთოვანებული მზერით დაინტერესება.

თხის რქა

თხის რქებო, ეს თვე ბოლო შანსია წელს. რომ თბილი რომანტიკული ურთიერთობები გააბათ, რომელიც ასე გაკლიათ. დაივიწყეთ დროებით სამუშაო ვალდებულებები და საკუთარ თავს დაუთმეთ დრო. ამ თვეში ისე, როგორც არასდროს, ამუშავდება თქვენი უნარი, გემოვნებით ჩაიცვათ, კლასიკურად იარშიყოთ და დაიცვათ სიყვარულის თამაშის წესები.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი>>

ვერძი

რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, გადადეთ საქმეები და პირად ცხოვრებას მიხედეთ. განსაკუთრებული შესაძლებლობები გექნებათ თვის შუა რიცხვებში, როდესაც ლომის ნიშანში ვენერასა და მზის შერწყმა მოხდება. ეს იქნება ზღაპრული, ჯადოსნური დრო, როდესაც ყველაფერი სიყვარულზე ილაპარაკებს - არ გაუშვათ უნიკალური შანსი ხელიდან!

ყველა ახალი ამბავი
0