დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი

© Pixabay / samvsmithარწივი მთებში
არწივი მთებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ბევრი საქმე გაქვთ და ყველაფერი სწრაფად და კარგად არ გამოვა. მაგრამ თუ მომთმენი და შეუპოვარი იქნებით, ყველა სირთულეს დაძლევთ. დაგჭირდებათ დიპლომატიის ნიჭი - მოგიწევთ ადამიანების შერიგება. დღის მეორე ნახევარი ბევრად უფრო ხელსაყრელად ჩაივლის. კარგ შედეგებს მოიტანს საქმიანი მოლაპარაკებები. ხანმოკლე მგზავრობა განწყობას აგიმაღლებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

არ იჩქაროთ და არც სხვები ააჩქაროთ. დღევანდელი მოვლენები ნელა ვითარდება, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. სხვისი სისუსტეების მიმართ ლმობიერი იყავით, ამისთვის გარშემომყოფები მადლიერი დაგრჩებიან. არ გააკრიტიკოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები - შესაძლოა, ისინი ამით განაწყენდნენ. არცთუ ხელსაყრელი დღეა ფინანსების თვალსაზრისით, რადგან რამდენადმე ქარაფშუტულად ხარჯავთ ფულს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა იმ ტყუპებისთვის, რომლებიც მზად არიან, ჩვეულ ჩარჩოებს გასცდნენ. ექსპერიმენტები ამართლებს, ამასთან, შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც დროთა განმავლობაში თქვენი საიმედო მეგობრები გახდებიან. სამუშაოსთან დაკავშირებით ენდეთ ინტუიციას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს, ასევე, კარგი იქნება, თუ დაისვენებ და ძალებს აღიდგენთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

წარმატებების მიღწევა ადვილი არ იქნება. საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება დეტალებისადმი. ეცადეთ, თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალოთ. პოზიტიური განწყობის შენარჩუნება გიჭირთ, გეძალებათ მელანქოლია, გაღელვებთ წარსულის არასასიამოვნო მოგონებები. ადამიანების გარჩევა უნდა შეძლოთ - ეცადეთ, შორს დაიჭიროთ თავი მათგან, ვინც ყველაფერს მუქ ფერებში უყურებს. ასეთ ადამიანებს თქვენი გეგმები არ გაუზიაროთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია. ეცადეთ, ამ პერიოდში რაც შეიძლება მეტი საქმე მოასწროთ. შეგიძლიათ მოაწესრიგოთ ფინანსური მხარე, დადოთ გარიგებები. დღის მეორე ნახევარში საქმიანი აქტიურობა შეანელეთ. მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში, ჭირს ბევრი პროფესიული საკითხის განხილვა, არ არის გამორიცხული კონფლიქტები კოლეგებთან. უფრო ჰარმონიული ახლობლებთან ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ვარსკვლავები მხარს გიჭერენ. ეს უნდა გამოიყენოთ მიზნების მისაღწევად. გექნებათ შანსი, რომ განახორციელოთ იდეა, რომელსაც ადრე სერიოზულად არ განიხილავდით. შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას. ხანდახან თქვენი მოქმედება გარშემომყოფებისთვის გაუგებარია, ამიტომ ახლობლებს აუხსენით ამის მიზეზი. შესაძლოა, შესამჩნევად გაუმჯობესდეს ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

მიუხედავად სირთულეებისა, დასახულ მიზნებს მიაღწევთ. ამისთვის ფრთხილად მოქმედებაა საჭირო, თითოეული ნაბიჯის კარგად მოფიქრება. ზოგიერთ სასწორს ასე მოქმედება, შესაძლოა, მოწყინდეს, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს - ამას, გაითვალისწინეთ, რომ შეცდომა შეცდომაზე მოჰყვება. მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ პირად ურთიერთობებში. იღბლიანი იქნება ექსპერიმენტები იმიჯთან დაკავშირებით.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ხელსაყრელი დღეა. თუ სერიოზულად განეწყობით, წარმატებებს მიაღწევთ. რაც უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებით საქმეებს, მით უკეთეს შედეგებს მიაღწევთ. გაჩნდება კარგი იდეები. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის. შესაძლებელია მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა, რომლებიც თავის დროზე გაუგებრობების გამო შეწყდა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღე წარმატებულად ეწყობა. ის დიდ წარმატებებს ჰპირდება მათ, ვისაც არ ეშინია სირთულეების და მუხლჩაუხრელად იშრომებს. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, მაგრამ მხედველობიდან არაფერი გამოგეპარებათ. გექნებათ ადრე დაწყებული პროექტების დასრულების შანსი. არ არის გამორიცხული მომგებიანი გარიგების დადება. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

ურთიერთობების მხრივ საკმაოდ რთული დღეა. გარშემომყოფები ხშირად არასწორად გიგებენ, თქვენი ნათქვამი სხვანაირად ესმით და მასში რამე ფარულ აზრს ეძებენ. დაძაბული მომენტები იქმნება სამსახურშიცა და სახლშიც, მაგრამ გეყოფათ მოთმინება, რომ ყველას ყველაფერი მშვიდად აუხსნათ. გაჭირდება ადრე დასახული გეგმის დაცვა, რადგან ხანდახან შეიქმნება დაბრკოლება, მცირე უსიამოვნებები, რაც ხელს უშლის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები. ამის წყალობით შესაძლებელი გახდება წარმატებები საქმეებში, რომლებიც ადრე ძალზე რთულად გეჩვენებოდათ. შეგიძლიათ შეეჭიდოთ სარისკო პროექტებს - მათ მშვენივრად გაუმკლავდებით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვან წარმატებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ საიმედო მოკავშირეებს შეარჩევთ. არ გადაიღალოთ, არასასურველია სერიოზული ფიზიკური დატვირთვა. იფრთხილეთ ფულთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

წარმატებული იქნება ახალი წამოწყებები. გაჩნდება ახალი კარგი იდეები. ერთადერთი, რასაც უნდა უფრთხილდეთ, ეს ხანგრძლივი საუბრებია, რომლებიც გართმევთ დროს და თან განწყობას გიფუჭებთ. ყველა შეთანხმება, რომელსაც მიაღწევთ, ქაღალდზე დააფიქსირეთ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც ისე დინამიკურად არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. სჯობს, მოითმინოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0