დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ივლისი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა. შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც ჩვეული, ისე ახალი საქმეებით. კარგად უმკლავდებით ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ, ბევრ საკითხს უფრო ეფექტურად წყვეტთ, ვიდრე გარშემომყოფები. შესაძლებელია ხანგრძლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყება. პირად ურთიერთობებში არ არის გამორიცხული პრობლემები - გიჭირთ საერთო ენის გამონახვა საყვარელ ადამიანთან. დღეს ოჯახთან დაკავშირებით სერიოზულ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

პეიზაჟი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღეს ბევრი საქმე გექნებათ, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ სწორ ხაზს ყოველთვის ვერ ირჩევთ; ასევე, ყოველთვის სწორი რეაგირება არ გაქვთ მიმდინარე მოვლენებზე, ხანდახან შეცდომებსაც უშვებთ. არ გაწყენდათ ბრძენი და მცოდნე ადამიანების რჩევები. შეგიძლიათ სახლის მოწყობით დაკავდეთ - ახლა კომფორტი და სიმყუდროვე თქვენი სულიერი კომფორტისთვის აუცილებელია. კარგი დღეა ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა. ისარგებლეთ პოზიტიური ტენდენციების გავლენით, რათა დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი წინადადებები. კარგი დღეა ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის - გაქვთ კარგი იდეები, შთაგონება. დღეს ძალიან ადვილია შეყვარება და თავის დაკარგვა, მაგრამ ეს პრობლემებს არ გამოიწვევს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს სერიოზული საქმეების დაწყება არასასურველია. სჯობს, ჩვეულ საქმეებს მიხედოთ. სწორედ პატარა წარმატებები გახდება ის საფეხურები, რომლებიც დიდ გამარჯვებამდე მიგიყვანთ. ადამიანები, მათ შორის დღეს გაცნობილი, თქვენ მიმართ სიმპათიით არიან გამსჭვალული. თუ ვინმეს თქვენზე სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდა, ისიც მზადაა, რომ თავისი მოსაზრება შეიცვალოს.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, დღე წარმატებული იქნება. მოქმედებთ დამოუკიდებლად და სწორედ ეს ზრდის თქვენს შანსებს, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. ახლა არასასურველია საპასუხისმგებლო მოლაპარაკებების გამართვა, რამე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. განწყობას აგიმაღლებთ მეგობრებთან შეხვედრა, საოჯახო ღონისძიებები. საღამოს კარგი სიახლეებია მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებაში მოთმინება და ემოციების გაკონტროლების უნარი გეხმარებათ. ახალ ნაცნობებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ. სირთულეებს შესანიშნავად უმკლავდებით. ამას ის ადამიანები შეამჩნევენ, რომელთა მხარდაჭერა ნამდვილად არ გაწყენთ. ინტუიცია გამძაფრებული გაქვთ, ვერავინ შეძლებს თქვენს შეცდომაში შეყვანას. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია გარიგებების დადებისა და საყიდლებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო დღეა. იმაზე, თუ როგორ მოეკიდებით აღმოცენებულ პრობლემებს, დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები. თუ რამე გარიგების დადებას აპირებთ, კარგად შეისწავლეთ თითოეული წვრილმანი. ნივთების სპონტანური შეძენისგან თავი შეიკავეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღე კარგად ჩაივლის, თუ ემოციებს მოთოკავთ. გაღიზიანება და იმპულსურობა, რომელიც ახლა გახასიათებთ, შესაძლოა, პრობლემების, საქმიან და პირად ცხოვრებაში უთანხმოებების მიზეზი გახდეს. სასურველია მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება, სერიოზული საკითხების განხილვა. მგზავრობა ძალზე დამღლელი აღმოჩნდება. ავტომობილი, ყოფითი ტექნიკა და სხვა, შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დილიდან ყველაფერი სხვანაირად წავა, მაგრამ სანამ განწყობა საბოლოოდ გაგიფუჭდებათ, სიტუაცია უკეთესობისკენ დაიწყებს შეცვლას. თქვენი ამოცანაა, სრულად გამოიყენოთ გახსნილი შესაძლებლობები, თუნდაც ამის გაკეთება რთული იყოს. მნიშვნელოვანია მეგობრებისა და მოკავშირეების მხარდაჭერა. იყავით მათთან გულგახსნილი და მოუყევით ყველაფრის შესახებ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში გაუგებრობებია მოსალოდნელი. მაგრამ ცოტა ხანში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ამიტომ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შეხვედრების, საქმიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობის პირობების გაგებისთვის. არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

შესანიშნავი დღეა. განსაკუთრებით იღბლიანი იქნება ის მათთვის, ვინც დიდი ხანია, ოცნებობს, გარშემომყოფებმა დაინახოთ მათი შესაძლებლობები. გაუმკლავდებით საქმეებს, რომლებიც სხვებისთვის შეუძლებელი იყო. მართალია, გაჩნდებიან მტრები, მოშურნეები და არაკეთილმოსურნეები, მაგრამ ვერაფერს დაგაკლებენ. შეგიძლიათ ჩვეულ გრაფიკში ცვლილებები შეიტანოთ და ყოველდღიური ამოცანების გადაჭრის ახალი მეთოდები ეძებოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

სიურპრიზებით აღსავსე დღეა. მათი უმრავლესობა სასიამოვნოა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ხდება მოვლენები, რომლებსაც ვერ აკონტროლებთ, განერვიულებთ. სურვილი, რომ სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნოთ, შესაძლოა, შეცდომების საბაბი გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ ახლა სჯობს, დინებას მიჰყვეთ და არ ეცადოთ დინების საწინააღმდეგოდ წასვლა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0