დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი

CC0 / Pixabay / სახლები გორაკზე
სახლები გორაკზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

საინტერესო ნაცნობობისა და სასიამოვნო დასვენების დღეა. სწორედ ახალ ადამიანებთან შეხვედრა გახსნის თქვენთვის პერსპექტივებს, მოგცემთ ახლის სწავლისა და მიზანთან მიახლოების საშუალებას. თუ დღეს სასარგებლო საქმეებს დაუთმობთ დროს, მომავალში ბევრ თავსატეხს აიცილებთ თავიდან. ეცადეთ ადრე მიცემული დაპირებები შეასრულოთ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ყველაზე მიუწვდომელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

წარმატებული დღეა, რომელიც ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის საშუალებას გაძლევთ. სწავლობთ სხვების შეცდომებზე, რაც საკუთარი შეცდომების დაშვებისგან თავის არიდებაში გეხმარებათ. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა, რაც სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ხელსაყრელია ფინანსური სურათიც. საღამოს, შესაძლოა, მოულოდნელად სტუმრები გეწვიონ, რაც გაგახარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ეცადეთ, რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ ადამიანებს დაეხმაროთ, გააკეთოთ კეთილი საქმეები. თქვენს ინტერესებზე ახლობლები იზრუნებენ. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა ინტელექტუალური სამუშაოსთვის, განათლების მიღებისთვის. გაინტერესებთ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება. მოვლენებზე დაკვირვება დაგეხმარებათ, რომ სერიოზული პრობლემები აიცილოთ თავიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

მშვიდი დღეა. შეგიძლიათ გააკეთოთ საქმეები, რომლებიც განსაკუთრებულ შთაგონებას არ საჭიროებს, მაგალითად, დოკუმენტებთან დაკავშირებული სამუშაო. ახალი იდეების რეალიზება არ იჩქაროთ, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ–დაწონეთ. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ, რადგან სხვების რჩევებმა და კრიტიკულმა შენიშვნებმა, შესაძლოა, თავგზა აგირიოთ. უმრავლესობას შესანიშნავი განწყობა გექნებათ. წაგადგებათ ფიზიკური აქტივობა.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან. დღეს მიღებულ ინფორაციას მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია. ბევრი მოგმართავთ რჩევისთვის, დახმარებისთვის. საქმეებში სიფრთხილე გმართებთ. ეცადეთ, დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ – ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არაკეთილმოსურნეების ხაფანგებს აარიდოთ თავი.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღეს საზრუნავი და სირთულეებია მოსალოდნელი, რომლებსაც მშვენივრად გაუმკლავდებით, მაგრამ საღამოს იგრძნობთ, რომ დასვენება გჭირდებათ. სჯობს, დღეისთვის ბევრი საქმე არ დაგეგმოთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით, თუ საქმე სხვის თანხას ეხება. მოსალოდნელია კამათი, უთანხმოებები, მაგრამ თქვენი სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით კონფლიქტების თავიდან არიდებას შეძლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

გამოიყენეთ პოზიტიური პერიოდი, რომ სამუშაო პრობლემები გადაჭრათ. თუ ახლა აქტიური არ იქნებით, კონკურენტები წინ წავლენ. ხელმძღვანელობა მზადაა, მხარი დაგიჭიროთ, თუ ინიციატივას გამოიჩენთ. კარგი დღეა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობებისთვის. შეძლებთ მათ დახმარებას, თბილი სიტყვების მოძებნას. მოსალოდნელია საჩუქრების მიღება.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღე კარგად ჩაივლის. სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები ნათელი და ცხადი გახდება, გაირკვევა სამომავლო გეგმები. შეგიძლიათ, ეძებოთ ახალი მოკავშირეები, საქმიანი პარტნიორები. გაგახარებთ მეგობრებთან შეხევდრა. გექნებათ შანსი, რომ რამე შთამბეჭდავ ადგილს ეწვიოთ. საკუთარ საქმეებს ცოტა ხნით თუ გაერიდებით, ეს წაგადგებათ და განწყობას აგიმაღლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. იღბალი თქვენ მხარესაა. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, ბევრის მიღწევას შეძლებთ. ზოგიერთი თქვენგანი, შესაძლოა, მოულოდნელ დაბრკოლებას გადააწყდეს, მაგრამ მათ სწრაფად დაძლევთ. შეგიძლიათ, საყიდლებზე წახვიდეთ. ასევე კარგი დღეა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტისთვის. მხედველობიდან არ გამოგეპარებათ არც ერთი დეტალი, შეძლებთ ყველას ინტერესების გათვალისწინებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

კარგი დღეა. ის ძალიან ნაყოფიერად არ ჩაივლის, მაგრამ ეს გაწყობთ. შეგიძლიათ, ზედმეტი ორომტრიალის გარეშე დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. არ არის გამორიცხული, სამსახურთან დაკავშირებთ საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. დღის მეორე ნახევარში გექნებათ შანსი, ესაუბროთ ადამიანებს, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან უთანხმოება მოგივიდეთ, მაგრამ კონფლიტს თავიდან აირიდებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. დღე მსუბუქი და წარმატებული იქნება. გაგიმართლებთ ბევრ წამოწყებაში. მიუხედავად ბევრი საქმისა, მოახერხებთ ახლობლებთან ურთიერთობებს. მოსალოდნელია კარგი სიაახლების გაგება, დაუეგმავი მგზავრობა. გაგახარებთ გარემოს გამოცვლის შანსი, ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ყურადღებით იყავით, არცთუ მარტივი დღე გელოდებათ. ეცადეთ, მხედველობიდან სულ უმნიშვნელო დეტალიც არ გამოგეპაროთ – მხოლოდ ასე შეძლებთ შეცდომების თავიდან არიდებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი – სხვისი რჩევები ახლა უფრო დაგაბნევთ, ვიდრე დაგეხმარებათ. სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებით. ემოციების გაკონტროლება გიჭირთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0