კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 22–28 ივლისის პერიოდში

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს კვირა ძალზე ხელსაყრელი გველოდება, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები სტაბილური და შემოქმედებითი იქნებიან ენერგეტიკის თვალსაზრისით. წინ გველის პოზიტიური ცვლილებები და დინამიკა.

იყავით აქტიური და არ დაივიწყოთ, რომ ცხოვრება – ეს მოძრაობაა. ივლისის ბოლო კვირა ხელსაყრელი დროა ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის. უერთგულეთ საკუთარ პრინციპებს და არ გაუშვათ ხელიდან უკეთესობისკენ შეცვლის შანსი.

გაეცანით კვირის ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

ვერძებს სამშაბათიდან იღბლიანი პერიოდი გეწყებათ. სწორედ ამ დღეს ვარსკვლავები და პლანეტები თქვენთვის ძალზე აღმშენებლობითი და ჰარმონიული გახდებიან. თითოეული დღე პოზიტიური ენერგიით იქნება სავსე. ასტროლოგები გირჩევენ, არ იფიქროთ წარსულზე, ცუდზე და ურთიერთობა მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებთან გქონდეთ.

ეს იდეალური დროა იმისთვის, რომ წინ იაროთ და არაფერს შეუშინდეთ, მაგრამ ფინანსების სფეროში გარკვეული სიფრთხილე საჭირო იქნება. სპეციალისტები გირჩევენ, გააკონტროლოთ, რომ ზედმეტად არ გაგიტაცოთ საყიდლებზე სიარულმა და ფული მხოლოდ აუცილებელზე დახარჯოთ. აი, სასიყვარულო სფეროში კი გარისკვის უნარი გამარჯვებას მოგიტანთ. იდეალური კვირაა რომანტიკისა და ფლირტისთვის.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

კურო

კარგი კვირაა კუროებისთვის. ყველაზე პოზიტიური დღეებია 25 და 26 ივლისი – ამ დღეებში უსაქმოდ ჯდომა არ ივარგებს. შეგიძლიათ ეძებოთ ახალი სამსახური, მეორე ნახევარი, ახალი ჰობი. მთლიანობაში, კარგი კვირაა საკუთარ თავზე მუშაობისთვის. წაგადგებათ ფიზიკური ვარჯიშებიც.

ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, გამოიცვალოთ გარემო, გაემგზავროთ სადმე, მაგალითად, ლაშქრობაში. უქმეები ოთხ კედელშუა არ დაჰყოთ, ამან, შესაძლოა, ცუდი განწყობის პროვოცირება და ძალების შესუსტება გამოიწვიოს.

ტყუპი

თქვენთვის მაქსიმალური აქტიურობის დღეები 24 და 25 ივლისი იქნება. ამ დღეებში ყველაზე რთულ ამოცანებთანაც კი შეძლებთ გამკლავებას. ამ კვირაში, შესაძლოა, დილემის წინაშე დადგეთ – მოგიწიოთ არჩევნის გაკეთება სიყვარულში, სამუშაოსა და ფინანსურ სფეროში. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ.

ინტუიციის გარდა, დაგეხმარებათ ასევე ახლობელი, სანდო ადამიანების რჩევები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გვერდიდან უყურებენ. ასევე, მოუსმინეთ გარშემომყოფთა კრიტიკას წარსულის საქციელისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო
როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კირჩხიბი

ამ კვირაში კირჩხიბებს ვარსკვლავების ბიძგით ახალი საქმეების წამოწყება, რისკზე წასვლა და ამბიციური მოქმედებები გელოდებათ. პრობლემების გაჩენის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ მაინც, სჯობს, პოზიტიურად განეწყოთ და ნეგატივსა და სტრესს თქვენზე გამარჯვების საშუალება არ მისცეთ. თითოეული ნაბიჯი კარგად აწონ–დაწონეთ და ისე იმოქმედეთ.

რთულ მომენტებში არ უნდა აღშფოთდეთ, პრობლემებმა უკან არ უნდა დაგხიოთ. ამას სხვა თვალსაზრისით შეხედეთ – თუ რომელიმე სფეროში გაუგებრობები გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ადგახართ. უქმეებზე პლანეტების პოზიტიური ენერგეტიკული ფონი შესუსტდება და ეს თქვენზეც აისახება.

ლომი

ლომები ამ კვირაში ბოროტ, ნერვულ ადამიანებს უნდა მოერიდოთ. მათ, შესაძლოა, თავიანთი ნეგატივი გადმოგცენ და თქვენი თავდაჯერებულობა შეარყიონ. ახლა პლანეტების განლაგება ძალზე ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ დაიწყოთ რამე ახალი, გაემგზავროთ სადმე, ეძებოთ ახალი სამუშაო, მეორე ნახევარი.

საშიში იქნება სხვების რჩევები და სკეპტიციზმი, ამიტომ ყურს ნურავის დაუგდებთ. თვითონ მოახერხებთ ყველა უსიამოვნების დაძლევას. ძალიან კარგი პერიოდია სხვადასხვა ამოცანასთან შეჭიდებისთვის, მაგრამ, გადაჭარბების გარეშე. ზოგიერთ ვითარებაში კარგი იქნება, თუ დამკვირვებლის ფუნქციას მოირგებთ და სასარგებლო ინფორმაციას შეაგროვებთ.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

ქალწული

თქვენთვის უსიამოვნებების კატალიზატორი აგრესია გახდება. უფრო მარტივად უნდა შეხედოთ გამაღიზიანებელ და ნეგატიურ ადამიანებს. სამუშაოზეც, ფინანსურ და სასიყვარულო სფეროშიც წინდახედულება გმართებთ. ვისაც პარტნიორი არ ჰყავს, სასიყვარულო საკითხებში მეტი დაკვირვება მართებს, რადგან ამ კვირაში ადამიანები, შესაძლოა, იმაზე უკეთესებად აღიქვათ, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან.

ადამიანებთან დამოკიდებულებაში გულწრფელი და გულკეთილი უნდა იყოთ. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, გაუწოდეთ მას ხელი. უნდა უფრთხილდეთ სტერეოტიპულ აზროვნებას, რომელმაც, შესაძლოა, მეგობრულ ან სასიყვარულო ურთიერთობებს ჯვარი დაუსვას. ასევე, არავის „მიაწებოთ“ იარლიყი.

სასწორი

სასწორები მეტად გულისხმიერი, გულითადი, მხიარული უნდა იყოთ, გადადგათ ადამიანებისკენ ნაბიჯები, დაეხმაროთ მათ. ეს, ბუნებრივ ქარიზმასა და მომხიბვლელობასთან ერთად, დადებით ეფექტს მოიტანს, დაგეხმარებათ მეორე ნახევრის პოვნაში, სამსახურსა და ბიზნესში პოზიციების გამტკიცებაში.

ამ კვირაში შეძლებთ ცხოვრების ცუდი პერიოდის გადალახვას, მოძრაობის დაწყებას ბედნიერებისა და წარმატებისკენ. შეგიძლიათ თავით გადაეშვათ საოჯახო საქმეებში, ახლობლებთან ურთიერთობებში, რაც შეეხება საქმეებს, აქ მეტად თანამიმდევრული უნდა იყოთ, ყველაფერს ერთად ნუ მოჰკიდებთ ხელს.

ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი

მორიელი

მორიელები ყველაფერს უნდა დააკვირდეთ, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. ამ კვირას თქვენი აწმყოსა და მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, ამიტომ ყველაფრის მიმართ ყურადღებით უნდა იყოთ.

ახლობლების მხრიდან, შესაძლოა, ეჭვიანობა იგრძნოთ, ხოლო კოლეგების მხრიდან – შური. სხვისი ნეგატიური ენერგიისგან თავი დადებითი განწყობითა და თავდაჯერებულობით უნდა დაიცვათ. ადამიანები შეიძლება შეეცადონ თქვენი რწმენის დანგრევას, იმედის გაცრუებას, მაგრამ კრიტიკასა და შენიშვნებს უფრო მარტივად უნდა შეხვდეთ და ამაზე არ ინერვიულოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს არცთუ მარტივი, მაგრამ პროდუქტიული პერიოდი გეწყებათ. უნდა მოერიდოთ ენერგეტიკულ ვამპირებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე აკეთებენ; ძირითადად საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ. გაგიმართლებთ უფრო მარტივ საქმეებში, სადაც არავის დახმარება არ გჭირდებათ. ამ კვირაში დამოუკიდებლობა საუკეთესო ხერხია იმისთვის, რომ საქმეები ექსცესების გარეშე გადაწყვტოთ.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ საგნებზე ახალი შეხედულება, ჩვეული ნივთები სხვა მხრიდან დაინახოთ. ეს სასარგებლო აღმოჩნდება შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

თხის რქა

თხის რქებისთვის დგება პერიოდი, როდესაც, შესაძლოა, ძალები არ გეყოთ რამე დაბრკოლებების დასაძლევად. რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმეთ ნეგატიურ ადამიანებს. ამ კვირაში მოსალოდნელია მტრებისა და არაკეთილმოსურნეების გააქტიურება. მათი მოქმედებები კონფლიქტებს გამოიწვევს, თუ მათ გამოხტომებზე რეაგირება გექნებათ.

ყველაზე მეტ სიამოვნებას მოკრძალებულ და კეთილ ადამიანებთან ურთიერთობები მოგიტანთ. მათთან ერთად გუნდში მუშაობა შეიძლება. დროა, გარშემომყოფებში მათი  ჭეშმარიტი ღირსებები შეამჩნიოთ და ყველას საკუთარი ძლიერი მხარეები აჩვენოთ. პლანეტების გავლენა სტაბილური და პოზიტიური იქნება, ამიტომ რთულ მომენტებში იღბალი დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ კვირაში თქვენ ირგვლივ მყოფთაგან ბევრმა შეიძლება შეგიქმნათ პრობლემები. ღია კონფრონტაცია კარგ არაფერს მოიტანს, პირიქით, უფრო დააზიანებს თქვენს რეპუტაციას.

დიდი დადებითი ცვლილებები ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ პოზიტივი ვარსკვლავებისგან მუდმივად იქნება. გექნებათ შანსი, წარმატებებს მიაღწიოთ საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. საკმარისია, მხოლოდ დაისახოთ სწორი მიზნები და რეალური ამოცანები. ასევე, კარგი იქნება, თუ მოაწესრიგებთ სახლს, სამუშაო ადგილს, რომ პოზიტიური ენერგიის ნაკადები შემოუშვათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

თევზები

ეს კვირა დატვირთული და მრავალფეროვანი გექნებათ, ამიტომ უმჯობესია, თუ მნიშვნელოვან საქმეებს წინასწარ დაგეგმავთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ მხედველობიდან. სასურველია, თუ არ იქნებით გულგრილი საქმის მიმართ და იმპულსურად არ მოიქცევით. უნდა დაიწყოთ ბრძოლა სიზარმაცის წინააღმდეგ.

პრობლემებთან და დეპრესიულ განწყობასთან ბრძოლაშ სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები დაგეხმარებათ. არ გაუშვათ ხელიდან ახალი ნაცნობობის შანსი და იღბლიანი შესაძლებლობები. პერსპექტივაში ეს ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0