დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივლისი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა ურთიერთობების, შესახვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. ხართ მომხიბლავი, რაც ოპონენტების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებაში გეხმარებათ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ბრწყინვალე შთაბეჭდილებას, რომელსაც დღეს ახდენთ გარშემომყოფებზე, მომავალშიც უნდა შეესატყვისებოდეთ. დღეს არ არის გამორიცხული, რომ ძველი ვალი დაგიბრუნონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე საიმედო მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ნებისმიერი საქმის დაწყებისას გახსოვდეთ, რომ მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ მათ შეუპოვრობის წყალობით გადალახავთ. არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და გზიდან არ გადაუხვიოთ. დღის მეორე ნახევარში გექნებათ შანსი, რომ იმაზე მეტს მიაღწიოთ, ვიდრე ელოდებოდით, მთავარია, არ დაიბნეთ. კარგად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. პირად ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობაა მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს მოთმინების უნარი გჭირდებათ. საქმეებში დაბრკოლებებია მოსალოდნელი. არ გარისკოთ. სიფრთხილე შეცდომებისგან დაგიცავთ. ეცადეთ, შეუმოწმებელი ინფორმაცია არავის გაანდოთ, ასევე არ ილაპარაკოთ საკუთარ გეგმებზე. ფინანსური სურათი ხელსაყრელია. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ საჩუქრები, თანხა. კარგად ჩაივლის მგზავრობაც, თუ სასიამოვნო კომპანიაში იქნებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ყველაფერი კარგად მიდის, შფოთვის საფუძველი არ გაქვთ. მოახერხებთ ყოფითი საკითხების გადაჭრას, საქმეების მოწესრიგებას. გარშემომყოფებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. არ არის გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები, რაც განწყობას აგიმაღლებთ. კარგი დღეა ნათესაური ურთიერთობების გამტკიცებისთვი. შეგიძლიათ იყიდოთ რამე მნიშვნელოვანი ნივთები, მაგალითად, ავეჯი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ყველაფერი კარგად იქნება. წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ, სჯობს, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებს მიაპყროთ. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება თქვენთვის საყურადღებო თემებზე. კარგი დღეა სწავლის, ახალი ტექნიკის ათვისებისთვის. საღამო კარგი იდეების დროა, ამიტომ ჩაინიშნეთ ეს იდეები, რომ არ დაგავიწყდეთ და მოგვიანებით ისინი ცხოვრებაში განახორციელოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

შესანიშნავი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისთვის, თანამოაზრეებთან საუბრებისა და საერთო გეგმებზე მსჯელობისთვის. მხოლოდ საუბრებით ნუ შემოიფარგლებით, შეგიძლიათ საქმეებსაც მიხედოთ. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. გაითვალისწინეთ სხვისი რჩევები. არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცება. პირად ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენა შეგიძლიათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

შესანიშნავი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის. შეგიძლიათ, ახალ საქმესაც შეეჭიდოთ. ადვილად იმახსოვრებთ ინფორმაციებს. წარმატებებს მიაღწევთ სწავლაში. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა. შესაძლოა, მათ შთაგაგონონ რამე ახალ შემოქმედებით და კომერციულ პროექტებზე. დღის მეორე ნახევარი კარგია უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობების, ნათესაური კავშირების გამტკიცებისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

რაც უფრო მეტი საქმე გექნებათ დღეს, მით უკეთესი. წარმატებული იქნება ახალი წამოწყებები, განსაკუთრებით, შემოქმედებითი. არის შანსი, იპოვოთ მოკავშირეები, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ საქმეებს. თქვენი ჩარევის წყალობით ბევრი საკითხი დროულად გადაწყდება. მოსალოდნელია მცირეოდენი ფინანსური დანაკარგები – შესაძლოა, მოულოდნელად რამის ყიდვა მოგიწიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღე კარგად ჩაივლის, თუ კონფლიქტების თავიდან არიდებას ეცდებით და არ დაიწყებთ ახლობლებთან კამათს. ახლა ურთიერთობების გამორკვევის, რთულ საკითხებზე მსჯელობის დრო არაა. ხელსაყრელი პეროდია სახლის მოწესრიგებისთვის, ძველმანების გადაყრისთვის. ეცადეთ, ფინანსური ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე. დღის მეორე ნახევარში სამუშაოზე იფიქრეთ. შესაძლოა, მიაგნოთ ამოცანების გადაჭრის ხერხებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, სხვისი პრობლემების გადაჭრას მოანდომოთ. კმაყოფილი იქნებით, რომ სხვებს დაეხმარეთ, მაგრამ გაგანაწყენებთ ის, რომ საკუთარი საქმეების გადადება მოგიწიათ. მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ პირად ცხოვრებაში. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან უფრო ჰარმონიული გახდება. მაგრამ სამომავლო ერთობლივი გეგმების განხილვა არ იჩქაროთ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გამოავლინოთ ლიდერის თვისებები, აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ არა მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება, არამედ ხელმძღვანელობაც. შესაძლოა, სხვების ნაცვლად მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ არ ინერვიულოთ – ამ ვითარებას გაუმკლავდებით. ასევე მოახერხებთ დასვენებასაც. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული შეხვედრებიც.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ნაყოფიერი დღეა. შესაძლებელია წარმატებების მიღწევა, შესანიშნავი შედეგების მიღება. განსაკუთრებით გაუმართლებს მათ, ვინც კვლევითი სამუშაოებით არის დაკავებული, კრებს და აანალიზებს ინფორმაციას, ან, უბრალოდ, ეძებს პასუხებს რთულ კითხვებზე. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ფინანსურ სფეროში. კარგად ჩაივლის მგზავრობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0