დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ივლისი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

იმედის მომცემი დღეა. არის შანსი, რომ მრავალ რთულ საქმეს გაუმკლავდეთ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ამაში დაგეხმარებათ შეუპოვრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ მოსაზრებებს იცავთ.  არ არის გამორიცხული უჩვეული, საინტერესო შეხვედრები, ასევე რომანტიკული გატაცება.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ადვილად პოულობთ საერთო ენას ახლობლებთან, ყველა უთანხმოება და კამათი წარსულში რჩება. დღის მეორე ნახევარში ჯარნმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.ამ დროისთვის არ დაგეგმოთ მძიმე სამუშაო, ასევე, არ დაიტვირთოთ თავი ფიზიკურად, რადგან არის ტრავმების მიღების საშიშროება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ვინმესთან საკუთარ თავზე ილაპარაკოთ. შეგიძლიათ იტრაბახოთ, ან იწუწუნოთ – საუბარი მაინც სასარგებლო აღმოჩნდება, შეძლებთ საკუთარ ურთიერთდაპირისპირებულ გრძნობებში გარკვევას, ჰარმონის მოპოვებას. ასევე კარგი დღეა იმ საქმეების შესასრულებლად, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რაც მალე მნიშველოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებები საქმეებში მოკრძალებული იქნება, მაგრამ ეს არ გაშფოთებთ. რაც განერვიულებთ, ეს ფინანსური საკითხებია. ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.

გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო
სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დილა შეესაბამება შეხვედრებს იმ ადამიანებთან, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. მათთან შესაძლებელია სამომავლო გეგმების განხილვა. არ არის გამორიცხული, რომ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები შემდეგ სასიყვარულო კავშირად გადაიქცეს. დღის მეორე ნახევარში სასიცოცხლო პოტენციალი შემცირდება, გესაჭიროებათ დასვენება. ფრთხილად იყავით ადამიანებთან დამოკიდებულებაში – თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ერთ ადგილზე ვერ ისვენებთ. გარემოს გამოცვლა წაგადგებათ. განსაკუთრებით კარგად ჩაივლის საქმიანი მივლინება. ერთი მხრივ, გელოდებათ სასარგებლო ნაცნობობა, მეორე მხრივ – დროის სასიამოვნოდ გატარება, ახალი ადგილების დათვალიერება. არის შანსი, წარმატებით გადაჭრათ ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები. კარგი დღეა დოკუმენტების შესასწავლად.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

კარგი დღეა. გაქვთ შესაძლებლობა, იპოვოთ ახალი მოკავშირეები, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას, ბევრს მოსწონხართ, შესაძლოა, ვინმეს თავბრუც დაახვიოთ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. მოსალოდნელია თანხის მიღება, სიურპრიზები, ასევე, ახალ სამსახურთან დაკავშირებით საინტერესო წინადადება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ირგვლივ ადამიანები ლაპარაკობენ, შესაძლოა, მათ თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ. არასასურველია გეგმების განხილვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და განსაკუთრებით, იმ იდეების გაზიარება, რომლებიც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ ურთიერთობებს. მოსალოდნელია მცირე ფინანსური დანაკარგები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დღევანდელი პრობლემების გადაჭრა იმაზე იოლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მოსალოდნელია წინადადება, რომელიც ცხოვრების კარდინალურად შეცვლის შანსს მოგცემთ. გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესთან, სწავლასთან, სამუშაოსთან თუ შემოქმედებასთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღე მრავალ სასიამოვნო სიურპრიზსა და უამრავ პოზიტიურ ემოციას მოიტანს. მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები ცხოვრებაში. ის, შესაძლოა, თქვენი ინიციატივით მოხდეს, ან ვითარებების დამთხვევამ გამოიწვიოს. სანერვიულო არ გექნებათ – დღევანდელი მოვლენების წყალობით დიდი ხნის ნანატრ ოცნებას აიხდენთ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობებისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მოსალოდნელია თანხისა და ძვირფასი საჩუქრების მიღება. ზოგიერთი ფინანსური საკითხი თქვენთვის ხელსაყრელად გადაწყდება. მაგრამ ფრთხილად იყავით – მთელი თანხის დახარჯვა არ ღირს, მალე ფულის უფრო იღბლიანად გამოყენებას შეძლებთ. ზოგიერთ თქვენგანს ექნება შანსი, რომ წარმატებით დაასრულონ საქმეები, რომლებზედ დიდი ენერგია დახარჯეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დიდი შეცდომა იქნება, თუ დღეს რამე გრანდიოზულს დაგეგმავთ. იღლებით ჩვეულებრივზე მალე, ამიტომ ბევრ საქმეს ვერ გააკეთებთ. ამაზე ნერვიულობა არ ღირს – გექნებათ მათი ბოლომდე მიყვანის დრო. შესაძლებელია პირად ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდეს. გესაჭიროებათ ახლობლების მხარდაჭერა. არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. აჯობებს, თუ დღეს დაისვენებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

ყველა ახალი ამბავი
0