დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ივლისი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

რთული დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით: ვერ ეწყობით ვერც გარშემომყოფებს და ვერც საკუთარ თავს. მოსალოდნელია კონფლიქტები წვრილმანების გამო, რომლებმაც, შესაძლოა, დიდხანს გაართულო ურთიერთობები. რასაც ამბობთ, შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. თქვენს დუმილსაც არასწორად აღიქვამენ. დღე მიესადაგება დამოუკიდებელ მუშაობას.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ახლობლებთან საერთო ენის გამოცვლა იმაზე რთული იქნება, ვიდრე ვარაუდობდით. შესაძლოა, თავი შეგახსენოთ ძველმა პრობლემებმა. მოგიწევთ სხვების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მარტოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჯერ ეს გაგანერვიულებთ, შემდეგ კი თავდაჯერებულობა დაგიბრუნდებათ. სხვისი სისუსტეების მიმართ მოთმინება გმართებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

წარმატებების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ შეუპოვრობა და სიჯიუტეც კი გჭირდებათ. ჩანაფიქრზე უარს არ ამბობთ და სწორადაც იქცევით. მაგრამ დასვენება ყველას სჭირდება. შეისვენეთ ხანდახან და შემდეგ მიუბრუნდით საქმეებს. დღის მეორე ნახევარი უფრო მარტივი იქნება. შეგიძლიათ დახმარებისთვის ან რჩევისთვის ვინმეს მიმართოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ჩნდება ახალი იდეები, ასე რომ არ გადადოთ და ჩანაფიქრის განხორციელებას დაუყოვნებლივ შეუდექით. შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სრულიად უანგაროდ თქვენს დახმარებას მოისურვებენ. დღეს დაწყებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა, შესაძლოა, რომანტიკული ხასიათი შეიძინოს. კარგი დღეა საყიდლებისთვის, ფინანსური საკითხების გადაჭრისთვს.

მზე - Sputnik საქართველო
რასაც მოისურვებთ: ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ივლისის მეორე ნახევარში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღე იღბლიანად იწყება. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მოიფიქროთ რამე ახალი და საინტერესო. გექნებათ შანსი, რომ გადაწყვიტოთ ბოლო დროს დაგროვებული პრობლემები. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, სირთულეები გაჩნდეს, უფრო ფინანსურ და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ძალზე წარმატებული დღეა. ურთიერთობები სასიამოვნო და სასარგებლო იქნება, ერთობლივი მუშაობა - ნაყოფიერი. გეხმარებათ ბუნებრივი მომხიბვლელობა, ამასთან კარგად უგებთ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მუშაობთ. ასეთ დღეს დიდი ალბათობაა იმისა, რომ პირად ცხოვრებაში უკეთესობისკენ ცვლილებები მოხდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

შესაფერისი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. დღეს შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. შეცდომების ალბათობა მინიმალურია. საქმიანი ალღო გამძაფრებული გაქვთ. ეს მომგებიანი გარიგებების დადებაში დაგეხმარებათ. კარგად ჩაივლის საქმიანი მივლინებები. მოსალოდნელია იღბლიანი შენაძენები და საჩუქრები.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ნებისმიერ ამოცანას, თუნდაც ჩვეულ საქმეებს, პასუხისმგებლობით, სერიოზულად უნდა მოეკიდოთ - ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ახლა უყურადღებობამ პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლებელია დაუგეგმავი საქმიანი შეხვედრები, წინადადებები თანამშრომლობის შესახებ. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის, ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხართ მგრძნობიარე, ემოციური. ეს დღეს, ერთი მხრივ, ართულებს, მეორე მხრივ კი, სწორედ ამ მგრძნობიარობის წყალობით სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან საერთო ენას პოულობთ, გესმით მათი. ხელსაყრელი დღეა ცხოვრების სტილში ცვლილებების შესატანად. არ გაგიჭირდებათ მავნე ჩვევებისგან, იმისგან გათავისუფლება, რაც წინსვლაში გიშლით ხელს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ნუ აჰყვებით საკუთარ სისუსტეებს. დღე მრავალი ცდუნებითაა სავსე, რომლებთან დაპირისპირებაც ძალზე რთულია. მაგრამ ბევრს დაკარგავთ, თუ ამ წამიერ სურვილებს აჰყვებით და დაგეგმილ საქმეებს ამას მსხვერპლად შესწირავთ. არის კიდევ ერთი საშიშროება - ილუზიები - შესაძლოა, მათ ტყვეობაში აღმოჩნდეთ. ყველაფერს რეალურად შეხედეთ. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, კარგად დაფიქრდით, ან რჩევა იკითხეთ.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღე ცვლილებებს მოიტანს. ეს ყოველთვის არ გახარებთ, მაგრამ, ასე თუ ისე, ამას სარგებელი მოაქვს. ამიტომ კი ნუ შეებრძოლებით ვითარებას, არამედ ეცადეთ, გეგმები ამ ვითარების შესაბამისობაში მოიყვანოთ. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები, შესაძლოა, რომანტიკულში გადაიზარდოს. ახალ ნაცნობებზე სწორი შთაბეჭდილება გექმნებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გმართებთ. ამ დროს, სჯობს, არ ილაპარაკოთ ზედმეტი, არ მისცეთ არავის ფუჭი დაპირება და არ შეეჭიდოთ რთულ საქმეებს. კონფლიქტები ადვილად მწიფდება და ნებისმიერ შეცდომას უსიამოვნებების ჯაჭვის წარმოქმნა შეუძლია. ხელსაყრელი და ნაყოფიერი იქნება დღის მეორე ნახევარი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0