სანაპირო

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

8108
(განახლებულია 11:15 17.07.2019)
გაეცანით ზოდიაქოს ყველაზე იღბლიან ხუთ ნიშანს - მათ ბედი თვითონ უმზადებს საჩუქარს, ხშირად იგებენ ლატარიაში, აქვთ ფინანსური ალღო და იციან, როდის, როგორ და სად მიიღონ თანხა

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი ნამდვილი ბედის ნებიერაა, იღბალი თვითონ უვარდება ხელში. ხშირად ხელის განძრევაც არ სჭირდებათ, ისე შოულობენ ფულს, მაგალითად, იგებენ ლატარიაში, იღებენ მემკვიდრეობას და ა. შ. გაეცანით ბედის ნებიერების ტოპ-ხუთეულს.

ტყუპი - ყველაზე იღბლიანი ნიშანი. ხანდახან მოჩანს, თითქოს ფული თვითონ პოულობს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ტყუპს მოულოდნელად მემკვიდრეობა ერგება ან ლატარიაში მოიგებს. თვითონ ბედისწერაა ტყუპების ქარიზმით მოხიბლული და მუდმივად იცავს მათ.

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საოცარი ალღო აქვთ. ისინი მუდამ საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე ჩნდებიან. თუ არ შეუძლიათ რთული ვითარების გადაწყვეტა, ის თავისთავად წყდება ხოლმე და როგორც აღმოჩნდება - მორიელის სასარგებლოდ. მორიელები ისედაც აზარტული არიან.

წაიკითხეთ აქ: საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

მშვილდოსანი - ისინი ძალიან ხშირად პოულობენ ფასეულ ნივთებს (ფულს, სამკაულებს) ქუჩაში. მაგრამ მხოლოდ ქუჩაში არა - ცხოვრებაშიც ისინი უფრო მეტს პოულობენ, ვიდრე კარგავენ. მათი სურვილი თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით სრულდება ხოლმე - ოღონდ როგორც კარგი, ისე ცუდი სურვილი.

კურო - მისი წარმატებები ციდან არ წყდება, არამედ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. კუროები ეგოისტი არიან, ცდილობენ, ვითარებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და ეს არავის გაუზიარონ. ვარსკვლავები კეთილგანწყობილი არიან ჯიუტი კუროების მიმართ ფინანსებში, ლატარიაში. ბედისწერა კი მათ რეგულარულად უგზავნის იღბლიან ნაცნობობას.

კირჩხიბი - კირჩხიბებს ფინანსურ ინვესტიციებში უმართლებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ. მათი ალღო მომგებიან გარიგებებზე გასაოცარია. მაგრამ ისინი ბევრად არიან დამოკიდებული სხვების, "უფრო ავტორიტეტული" ხალხის მოსაზრებებზე. ეს მათ ხელს უშლის საკუთარი პოტენციალის გახსნასა და მიზნების მიღწევაში. მოკლედ, მათ მეტი სითამამე და სიმტკიცე სჭირდებათ.

8108