მზის ჩასვლა მთების ფონზე

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

4227
(განახლებულია 11:19 10.07.2019)
შეხედეთ ზოდიაქოს ნიშნებს განსხვავებული რაკურსით: ხუმრობანარევი დახასიათება

დარწმუნებული იყავით, იმისდა მიუხედავად, გჯერათ თუ არა ჰოროსკოპების, ამ ნახევრად ხუმრობით დახასიათებაში ნამდვილად აღმოაჩენთ თქვენი და თქვენი ახლობლების ნიშან-თვისებებს

გჯერათ თუ არა ჰოროსკოპებისა და ასტროლოგების, ეს თქვენი პირადი საქმეა. უცვლელია მხოლოდ ერთი - ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დახასიათება, რომელთა სიზუსტის ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად რთულია.

გთავაზობთ ჰოროსკოპს, რომელშიც ნამდვილად ამოიცნობთ საკუთარ თავსა და თუ ახლობლებს. ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება მისი დევიზის, საყვარელი წიგნის, საყვარელი საქმიანობის, იდეალური სამუშაოსა და საკვანძო გამონათქვამის მეშვეობით.

მოგეხსენებათ, ერთი ასეთი ანდაზაა „ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც სიმართლის მარცვალი არ ურევიაო". ჰოდა, წაიკითხეთ ჩვენი ხუმრობა-სიმართლენარევი ჰოროსკოპი.

4227
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი

ამწვავებს ამინდის ცვალებადობა: ექიმმა დაასახელა დაავადებები

59
(განახლებულია 17:34 27.01.2021)
ირკვევა, რომ ამინდის ცვლილებაზე ფაქტობრივად ყველა ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს, თუმცა გარკვეული დაავადებების მქონეებს გართულებები ეწყებათ

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. არსებობს გარკვეული დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადამიანებმა ამინდის ტემპერატურული ცვლილების დროს შესაძლოა თავი ცუდად იგრძნონ, აცხადებს თერაპევტი ლუდმილა ლაპა.

„რისკ-ჯგუფებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, ინფარქტ– და ასევე ინსულტ–გადატანილები, ბრონქული ასთმით, ქრონიკული ბრონქიტით, ტონზილიტით, რინიტით დაავადებულები. ყველა ეს დაავადება მწვავდება სწორედ მაშინ, როცა ამინდი იცვლება“, — თქვა ლაპამ.

მისი განმარტებით, ასეთი რამ — რეაქცია ამინდის ცვლილებაზე — ფაქტობრივად ყველა ადამიანში ხდება, თუმცა ჯანმრთელებში ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს სხვადასხვა გართულებები უვითარდებათ.

როგორც ლუდმილა ლაპა აცხადებს, დაავადებები ადამიანის სიხლძარღვთა სისტემის ტემპერატურის ცვალებადობაზე რეაქციის გამო მწვავდება. ასეთ დროს აუცილებელია, მიმართოთ ექიმს, რათა დანიშნულება მიიღოთ და გარკვეული თერაპიული კურსი ჩაიტაროთ. 

 

59
თემები:
ექიმი გირჩევთ
ტესტი სისხლში შაქრის შემცველობაზე

მეორე ტიპის დიაბეტის დამარცხება თავადაც შეგიძლიათ: ექიმები მარტივ გზას ასახელებენ

55
(განახლებულია 16:41 27.01.2021)
კვლევამ, რომელშიც ათასზე მეტი კაცი მონაწილოებდა, დაადგინა, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს უკვე ექვსი თვის შემდეგ შეუძლიათ, მესამედით გაზარდონ რემისიის შანსი

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რომლებიც თორმეტი კვირის განმავლობაში იცავენ დაბალნახშირწყლოვან დიეტას, თითქმის მესამედით ზრდიან რემისიის ალბათობას, წერს Diabetes.co.uk ტეხასის A&M უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევაში 1357-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ უმეტესობას, 47-დან 67 წლამდე ასაკში, ჭარბი წონა ან გაცხიმოვნება აწუხებდა. კვლევის მონაწილეებმა დაბალნახშირწყლოვანი დიეტა 12 კვირის განმავლობაში დაიცვეს. პაციენტებმა უარი თქვეს სახამებლის ნახშირწყლებზე, რომლებიც მაკარონსა და კარტოფილში შედის.

ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე სპეციალისტებმა მათი მდგომარეობა ხელახლა შეაფასეს და დაადგინეს, რომ სხვა დიეტების მიმდევრებთან შედარებით, მათ, ვინც დაბალნახშირწყლოვან დიეტას იცავს, ექვსი თვის შემდეგ დაავადების სიმპტომების შემსუბუქების ბევრად მეტი შანსი აქვთ.  

სამეცნიერო ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მომავალში კვლავ ჩაატარებენ არაერთ კველვას, რათა დიაბეტის რემისიაზე დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დადებითი გავლენაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.

დაბალნახშირწლოვანი დიეტის შვიდი დღის მენიუს ერთ-ერთი ვარიანტი ასე გამოიყურება:

პირველი დღე

საუზმე: ომლეტი ორი კვერცხითა და რძით, ჩაი უშაქროდ;

სადილი: საქონლის ან ხბოს ხორცის ნაჭერი, ჩაშუშული ბადრიჯანი ქინძით;

სამხარი: ჭიქა უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე, სალათის ფოთოლი;

ვახშამი: მთელმარცვლოვანი ფქვილისგან მომზადებული სპაგეტი ოდნავ მოუხარშავი ქათმის მკერდით.

მეორე დღე

საუზმე: მწვანე ფანტია წიწიბურა ყველით;

სადილი: ორთქლზე მომზადებული თეთრი თევზი, კიტრის, ხახვის, ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის სალათი;

სამხარი: უცხიმო კეფირი, მუჭა არაქისი მარილისა და გლაზურის გარეშე;

ვახშამი: უცხიმო ხაჭო, ფორთოხალი.

მესამე დღე

საუზმე: ხაჭოს ორცხობილა, ყავა;

სადილი: ყავისფერი ბრინჯი ქათმის მკერდით;

სამხარი: ჭიქა უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე;

ვახშამი: მოთუშული მწვანე ლობიო, მოხარშული კვერცხი.

მეოთხე დღე

საუზმე: წიწიბურა რძით, ჩაი;

სადილი: ქათმის ბულიონი მწვანილითა და ხორცის ნაჭრით;

სამხარი: მუჭა გარგრის ჩირი;

ვახშამი: ყველთან ერთად გამომცხვარი ბადრიჯანი.

მეხუთე დღე

საუზმე: ხაჭოს ორცხობილა, ყავა;

სადილი: ძროხის ბულიონი, გამომცხვარი ბროკოლი, საქონლის ხორცის ნაჭერი;

სამხარი: პომიდვრის წვენი, ყველის ნაჭერი;

ვახშამი: ფორთოხალი, პეკინური ლობიოსა და მწვანილის სალათი.

მეექვსე დღე

საუზმე: მწვანე წიწიბურა რძით;

სადილი: ქათმის ბულიონი მწვანილითა და ხორცის ნაჭრით;

სამხარი: გამომცხვარი ბადრიჯანი;

ვახშამი: ჩაშუშული კომბოსტო პომიდვრით.

მეშვიდე დღე

საუზმე: ომლეტი ორი კვერცხითა და რძით, ჩაი უშაქროდ;

სადილი: მოხარშული წითელი თევზი ან თევზის ბულიონი, კიტრისა და პომიდვრის სალათი;

სამხარი: გრეიფრუტი, 3 ცალი შავი ქლიავის ჩირი;

ვახშამი: უცხიმო კეფირი, ვაშლი.

55
დოლარები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს ვალუტა უკვე მეორედ გაყიდა

0
იანვარში ორ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით უკვე 80 მილიონი დოლარი გაყიდა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს მეორე სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,2964 GEL/$1.

რეგულატორმა გასაყიდად გაიტანა 40 მილიონი დოლარი.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, 2021 წელს - ორი. გასულ წელს რეგულატორმა მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი უკვე 80 მილიონი.

 

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეროვნულმა ბანკმა 28 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3,2969 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ინტერვენციებისთვის ასევე გამოიყენებს ვალუტას რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღო კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის შედეგების დასაძლევად.

0