ვიეტნამური სუპი ფო

ვიეტნამური სუპი ფო: განსხვავებული და პოპულარული - დეტალური რეცეპტი

462
(განახლებულია 17:27 11.06.2019)

ვიეტნამური სუპი ფო, რომელიც თავდაპირველად ძროხის ხორცით კეთდებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „დაიბადა“ XX საუკუნის დასაწყისში.

ამბობენ, რომ მის გაჩენას ფრანგულმა კოლონიალურმა მთავრობამ შეუწყო ხელი. მანამდე ვიეტნამელები ძროხას მუშა-პირუტყვად მიიჩნევდნენ და საკვებად არ იყენებდნენ.

სუპი ფო ვიეტნამური სამზარეულოს კლასიკაა მეტად არომატული და აღმოსავლურად ნოყიერი. დღეს მას საქონლის ხორცისგანაც ამზადებენ, ქათმის ხორცისგანაც და შემწვარი თევზის ნაჭრებისგანაც. 

ქვემოთ ფოს რეცეპტს გთავაზობთ, ოღონდ არა კლასიკურს, არამედ, ასე ვთქვათ, ქართულ ბაზართან მცირედ ადაპტირებულს, რათა ყველა ინგრედიენტის მოძიება შეძლოთ.

Sputnik-საქართველოს სხვა უგემრიელესი და უნიკალური რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

462
თემები:
გემრიელი სამზარეულო (93)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

78
(განახლებულია 10:25 06.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

თევზების დღეები ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისთვის განაწყობს. ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, ინტუიცია, მგრძნობელობა. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ქველმოქმედებისთვის, იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. შეიძლება სესხის აღება.

კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისთვის. ამ დროს გამძაფრებულია ინტუიცია, რაც ადამიანის ამოცნობას ხელს უწყობს.

რეკომენდებულია მშვიდად მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, ირგვლივ მყოფების მოსმენა, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში კონფლიქტების თავიდან არიდება, ადამიანებთან ურთიერთობებში მოქნილობა, ნიუანსებისადმი ყურადღება, ინდივიდუალური მუშაობა და არა გუნდური.

არარეკომენდებულია რთული პროექტების დაწყება, მოლაპარაკებების გამართვა, ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და ადამიანების წინადადებებზე დათანხმება, ზედმეტი აქტიურობა, დინების წინააღმდეგ წასვლა.

არასასურველია ამ დღეს მგზავრობა.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა როგორც შეჭრის, ისე შეღებვისთვის. შეიძლება თმა დაზიანდეს, გაჩნდეს ქერტლი, გაიყოს თმის ბოლოები.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: ხელსყრელი დღეა ბაღში მუშაობისთვის, კერძოდ, შეიძლება ნიახურის, ბოლქვიანების დათესვა, ხეებისა და კენკროვანების შეწამვლა, მორწყვა, სასუქის მიცემა, ოთახის მცენარეების დათესვა–დარგვა. არასასურველი დღეა მავნებლებთან ბრძოლისთვის, გასხვლისთვის.

78
თბილისი

6 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

40
(განახლებულია 10:10 06.08.2020)
გაეცანით 6 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

6 აგვისტოს დაბადებულები

6 აგვისტოს დაბადებულები ნიჭიერი ადამიანები არიან, რომელთაც თავის წარმოჩენა შეუძლიათ თეატრალურ სფეროში, ლიტერატურასა და სპორტშიც კი. არიან პატივმოყვარე, თამამი და ამტანი ადამიანები. თვითონ მოსიყვარულენი გარშემომყოფებისგან ითხოვენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, პატივისცემას, თუ გარშემომყოფებში საპასუხო გრძნობები ვერ მიიღეს, შეიძლება განცალკევდნენ და საკუთარ თავში ჩაიკეტონ.

6 აგვისტოს დაბადებულები ექსპერიმენტატორები არიან, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე დაუჯერებელ და ექსტრაორდინარულ სიტუაციებში, აუცილებლად ეჯახებიან საოცარ და წარმოუდგენელ, აუხსნელ, უჩვეულო მოვლენებს. ისინი ან თავად არიან ასეთი ვითარებების ინიციატორები, ან შემთხვევითი მოწმეები. ასეა თუ ისე, ამოუცნობი, საოცარი ამ ადამიანებს ძალიან იზიდავს. ერთფეროვნება, ჩვეულებრივი, რუტინული საქმიანობა მალე სწყინდებათ. როდესაც სამსახურში ან ოჯახში ასეთ ერთფეროვნებას აწყდებიან, თანდათან მათი მდგომარეობა მძიმდება და ისინი, უბრალოდ, ფანტაზიების სამყაროში გაქცევით შველიან თავს.

ხანდახან არასტაბილურობა დიდი ხნის განმავლობაში მათ ცვლილებებისკენ უბიძგებს, რომ დაადგნენ ახალი აღმოჩენების, გამარჯვებების გზას. ხანდახან ამას ისინი მიჰყავს საკუთარი დანიშნულების გააზრებასთან.

 

6 აგვისტოს დაბადებულებს არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, უჩვეულო ჩვეულებრივ ვითარებებში აღმოაჩინონ და ამ დროს საოცარ ინტუიციასა და გამჭრიახობას ამჟღავნებენ.

ამ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან მობილური ჭკუა-გონებით, რომელიც მათ ცვლილებთან მორგების, მათში ორიენტირების საშუალებას აძლევს. სურთ სიყვარული და საკუთარი გრძნობების ღიად გამოხატვა. პარტნიორთან არასათანადო მჭიდრო კავშირის უქონლობა ან წარუმატებლობა ცხოვრების მეგზურის ძებნისას მათში დიდ ტკივილსა და იმედგაცრუებას იწვევს. 6 აგვისტოს დაბადებულები უმაღლესი კლასის მეგობრები, მზრუნველი მშობლები არიან.

ჯანმრთელობა

6 აგვისტოს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, მყარი ჯანმრთელობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უყვართ საშიში და დაუჯერებელი ექსპერიმენტები, უსიამოვნებებისა და ტრავმების მიღების თავიდან აცილების საოცარი უნარი გააჩნიათ. ისინი აღმერთებენ გემრიელ საჭმელს, რეგულარულ კვებას, მასაჟსა და კარგს სექსს. ასევე უყვართ ფიზიკური ვარჯიშები, სიარული, ცურვა.

რჩევა:

გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა. ამას ცხოვრება მაინც გაიძულებთ, რადგან უდიდესი მოთხოვნილება გაქვთ, იყოთ საყვარელი ადამიანი. ასევე, ისწავლეთ სხვის მდგომარეობაში თავის წარმოდგენა და სიტუაციის სხვა პოზიციიდან შეხედვა.

 

40
აბანოთუბანი

ონლაინ–ექსკურსია საქართველოში: რუსეთში ქართველებისთვის სპეცპროექტი დაიწყო

0
(განახლებულია 09:37 06.08.2020)
საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  რუსეთში ქართული დიასპორისთვის უფასო ონლაინ–გასეირნების პროექტი ჩაეშვა, რომლის ინიციატორიც ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდია. 

საინტერესოა, რომ ფორმატი ითვალისწინებს არა მარტო ვირტუალურ მოგზაურობას, არამედ გიდისთვის კითხვების დასმასაც. ექსკურსიას უხელმძღვანელებს საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თანადამფუძნებელი და წევრი, 2018 წლის პრემია „საუკეთესო გიდის“ ლაურეატი მარიკა სილაგაძე.

 „ჩვენი კულტურულ–საგანმანათლებლო პროექტი  შესაძლებლობას იძლევა პროფესიონალ გიდთან ერთად საქართველოში მოხვდეთ, ერთად გაისეირნოთ სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, გაიგოთ ბევრი რამ ქვეყნის ისტორიის, არქიტექტურისა და კულტურის შესახებ, მოხვდეთ ჩვენი ისტორიული სამშობლოს აქამდე უცნობ ადგილებში. ჯერჯერობით აღნიშნული პროექტი მხოლოდ დიასპორებზეა გათვლილი, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში მასში ჩაერთვება ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველოს გაცნობა სურს“, – განაცხადა ქართუ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.

საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

ონლაინ–ექსკურსიაზე უფასოდ ჩაწერა შესაძლებელია აქ.

0