ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018" გახდა

© Facebook / Nini Shermadiniნინი შერმადინი
ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2010 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ბერძნულ X Factor-ში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსის „მისის პლანეტა 2018" (Mrs Planet 2018) გამარჯვებული გახდა, ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსი „მისის პლანეტა" დაოჯახებული ან განათხოვარი ქალებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ტარდება.

ამჯერად კონკურსი ბულგარეთში ჩატარდა და ქართველი მომღერალი იქ 2 ნოემბერს გაემგზავრა.

ნინი შერმადინმა 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა". 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში "ახალ ტალღაში" მონაწილოების მისაღებად, სადაც რუსი პოპდივას ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო. 2007 წელს გახდა „იმედის ტალღის" წამყვანი. 2008 წელს ამავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ბერძნულ X Factor-ში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0