ვარსკვლავიანი ცა

ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე

9058
(განახლებულია 13:42 19.06.2018)
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი, განმასხვავებელი სიბრძნე აქვს. ერთი ნიშანი კარგად ერკვევა ადამიანის სულის კუთხე-კუნჭულებში, მეორემ კარგად იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს, მესამეს სამართლიანობის ურყევი განცდა აქვს.

 

9058
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
კვერცხი პომიდვრით

კვერცხიანი პომიდვრის უჩვეულო რეცეპტი: დეტალური ვიდეოაღწერა

80
(განახლებულია 14:32 14.04.2021)
კვერცხისა და პომიდვრისგან არაერთი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ რეცეპტი, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, სრულიად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პომიდორი — სასურველი რაოდენობით,
  • კვერცხი — იმდენი, რამდენ პომიდორსაც შეარჩევთ;
  • ყველი — თითო პომიდორზე საშუალოდ 30 გრამის გათვლით.
  • მარილი, ორეგანო და სხვა სუნელები თქვენი გემოვნების მიხედვით;
  • ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი

აიღეთ პომიდვრები და მოაჭერით თავები, შემდეგ კი კოვზით ფაქიზად ამოუღეთ გულები. მოჭრილი თავები არ გადაყაროთ;

ჩაასხით სათითაოდ ყველა პომიდორში ცოტა ზეითუნის ზეთი და ჩაუშვით კვერცხი;

მოაყარეთ მარილი, შერჩეული სუნელები და ფრთხილად მოურიეთ კვერცხს კოვზით;

შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და პომიდვრებს  დაახურეთ მოჭრილი თავები. უკეთ დასამაგრებლად შეგიძლიათ კბილის ჩხირები გამოიყენოთ;

მოაფინეთ ჰაერღუმლის ტაფას ფოლგა და დაალაგეთ ზედ პომიდვრები. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

როცა კერძი მზად იქნება, ამას თვალით შეატყობთ.

გამოიღეთ ღუმლიდან და გემრიელად  მიირთვით!

სხვა უჩვეულო და გემრიელ რეცეპტებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ>> 

80
თემები:
გემრიელი სამზარეულო
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

28
(განახლებულია 14:24 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ–ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის ფავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, სჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

28
თემები:
ექიმი გირჩევთ
სახლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

ხობში 80 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

0
(განახლებულია 16:09 14.04.2021)
ამ დროისთვის დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ  შვილიშვილი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა ჯახუთის დასახლებაში დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება – 80 წლის მამაკაცსა და  24 წლის შვილიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა.

პოლიციამ  დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გარდა ამისა, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში