ვარსკვლავიანი ცა

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა

9613
(განახლებულია 11:48 09.05.2018)
ყველამ ვიცით, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს – ძალა აქვს ლოცვასაცა და წყევლასაც, უბრალო სიტყვას, აზრს. ხანდახან ადამიანი, შესაძლოა, სრულიად გაუაზრებლად, სხვა ადამიანს ნეგატიურ ენერგიას უგზავნის
9613
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
სავსე მთვარე

სავსემთვარეობა 5 ივნისს: თვის გარდამტეხი მომენტი და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

26
(განახლებულია 09:27 04.06.2020)
ასტროლოგები 5 ივნისს ამ თვეში გარდამტეხ მომენტს უწოდებენ. ამ დღეს ორი ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება

სავსემთვარეობას ყოველთვის მოაქვს ცვლილებები და იმის განსაზღვრა, დადებითი იქნება ეს ცვლილებები თუ უარყოფითი, რთულია. ამასთან, 5 ივნისს გველოდება მთვარის დაბნელებაც. აქედან გამომდინარე, 5 ივნისს ასტროლოგები ივნისში გარდამტეხ მომენტს უწოდებენ.

ივნისის სავსემთვარეობა საკმაოდ უჩვეულო დღეა, რომელიც ცნობისმოყვარე მშვილდოსნის ეგიდით ჩაივლის. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ დღეს ბევრი აუხსნელი რამ მოხდება, ამიტომ, იმისთვის, რომ დღემ მხოლოდ დადებითი ემოციები მოიტანოს, აუცილებელია სავსე მთვარის ენერგიის სათავისოდ გამოყენება.

გაეცანით, როგორი იქნება ეს დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ივნისის სავსემთვარეობა ვერძებისთვის შანსია, რომ გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პირად ცხოვრებაში. საუბარია როგორც ახალი ურთიერთობების დაწყებაზე, ისე ძველის შეწყვეტაზე. მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ საკუთარი ინტერესები, სხვაგვარად მოსალოდნელია, რომ უსიამოვნო და მრავალრიცხოვანი პრობლემების პროვოცირება მოხდეს.

კურო

სავსემთვარეობა კუროებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამ დღეს შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენა, ან მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს მომავალ ბედს. ასტროლოგები გირჩევენ: იმოქმედეთ თამამად.

ტყუპი

ტყუპები სავსემთვარეობისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებთ. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება როგორც სასიყვარულო წამოწყებებში, ისე ყოველდღიურ საქმეებში. გამძაფრებული ინტუიცია გიკარნახებთ, რომელ საქმეებთან ღირს შეჭიდება და რომლის გადადება.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს სავსემთვარეობა იღბლიანი იქნება შინაგანი ჰარმონიის მოპოვებისა დაპირადი ცხოვრების მოგვარების კუთხით. შეგიძლიათ გქონდეთ ბედის ბედნიერი შემობრუნების იმედი, რომელიც დაგეხმარებათ უთანხმოებების მოგვარებასა და კეთილდღეობისკენ მიმავალი საკუთარი გზის პოვნაში.

ლომი

მშვილდოსანი ცეცხლის ნიშნების ენერგეტიკას გააძლიერებს, განამტკიცებს, რაც ნიშნავს წარმატებებს საქმეებში და პირად ცხოვრებაში. მაგრამ, ამასთან, ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია სტრესული ვითარებების გამწვავებასთან დაკავშირებული რისკები. გაუფრთხილდით თავს, საკუთარ ჯანმრთელობას.

ქალწული

ქალწულებმა, შესაძლოა, ძალის გამოცლა იგრძნოთ, რამაც, თავის მხრივ, აპათია ან ენერგეტიკული გამოფიტვა გამოიწვიოს. რისკების თავიდან ასაცილებლად ასტროლოგები გირჩევენ, დაისვენოთ და დროებით გადადოთ ისეთი საქმეები, რომლებიც დიდი ენერგიას მოითხოვს.

სასწორი

ნებისმიერი უმნიშვნელო კამათი 5 ივნისს, რომელშიც სასწორი იქნება ჩართული, შესაძლოა, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ასტროლოგები გირჩევენ, არ დაივიწყოთ ტაქტი, კეთილმოსურნეობა და მანერები. გახსოვდეთ, უფრო მარტივია კონსტრუქციული დიალოგი, ვიდრე შემდეგ უამრავი პრობლემის მოგვარება.

მორიელი

ასტროლოგები გირჩევენ, ცოტა მოთოკოთ თქვენი სიჯიუტე, ჟინი და ყოველ წვრილმანზე გამოდევნების ჩვევა, რათა სავსემთვარეობამ კარგად ჩაიაროს, მტკიცე საძირკველი შეიქმნას თქვენი კარიერისა და პირადი ცხოვრების ნაყოფიერად განვითარებისთვის. თუ ასე არ მოიქცევით მთელი თვე შინაგანი ჰარმონიისა და საკუთარი რეპუტაციის აღდგენას მოანდომებთ.

მშვილდოსანი

სავსემთვარეობის დღე გაატარეთ სასიამოვნო საქმეში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მოველენები, ფინანსური ოპერაციების გარდა, ყველა სფეროში ხელსაყრელად განვითარდება. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის – განამტკიცეთ არსებული კავშირები და გაიცანით ახალი ადამიანები.

თხის რქა

სავსე მთვარი თხის რქებისთვის კარგი საბაბი იქნება იმისთვისრომ გადახედოთ საკუთარ შესაძლებლობებს, პრიორიტეტებსა დასურვილებს. ღამის მანათობელი მინიშნებით დაგეხმარებათ გაიგოთ,კონკრეტულად რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის და როგორ მიაღწიოთ მას.

მერწყული

სავსემთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში მერწყულებს უამრავ ახალ მოვლენასა და ცვლილებას გპირდებათ. აქედან ზოგიერთი საბედისწეროც შეიძლება აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ თითოეული ნათქვამი სიტყვის, გადაწყვეტილებებისა და მომედებების მიმართ.სჯობს, არ გადაუხვიოთ გეგმას და მკაფიოდ მისდიოთ მას.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, პარასკევი რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ, ყურადღებით მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას. არ არის გამორიცხული, რომ მალე თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალოს, ამიტომ, სჯობს, ამისთვის წინასწარ მოემზადოთ.

26
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 4 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

35
(განახლებულია 15:45 03.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

4 ივნისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი და ინტელეტუალური მუშაობისთვის, რომლებიც ენთუზიაზმსა და დიდ ენერგიას მოითხოვს. არის შანსი, რომ გადაჭრათ პრობლემები, ამოხსნათ საიდუმლოებები, იპოვოთ დაკარგული ნივთები. ამ დღეს გამძაფრდება ინტუიცია.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

შეგიძლიათ, დაიწყოთ რემონტი, რამე შეაკეთოთ სახლში, მაგრამ ინსტრუმენტების გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყოთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელი თმისთვის საკმაოდ არასტაბილური ნიშანია. ამ დღეს თმის შეჭრამ, შესაძლოა, იმოქმედოს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებზე – როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. კარგი დღეა თმის კვების, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის. ასტროლოგების რეკომენდაციით, შესაძლებელია თმის მელირება ან კოლორირება ღია ფერების გამოყენებით.

მებაღეობა: ხელსაყრელი დღეა მებაღეობისთვის. მორიელის ნიშნის დროს დათესილი და დარგული მცენარე სწრაფად და მყარად იზრდება, იძლევა უხვ მოსავალს, საკმაოდ ამტანია და მდგრადია დაავადებების მიმართ, მაგრამ მოწყვლადია ინფექციების მიმართ. არასასურველია გადარგვა, ბოლქვიანი მცენარეების გამრავლება, გასხვლა. დაწვრილებით იხილეთ აქ.

35
ქარის ელექტროსადგური

რატომ შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიის დროს: მინისტრის განმარტება

0
(განახლებულია 08:57 04.06.2020)
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19–ის პანდემიამ გამოიწვია, სავარაუდოდ, მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო 2020 წელს საერთო მოხმარების 0,8%–ით შემცირებას პროგნოზირებს

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტიურობის შენელების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში და მსოფლიოში ამ დარგზეც აისახა.

„კორონავირუსის დროს გლობალურმა პანდემიამ და მათ შორის, საქართველოში ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნეს–პროცესების შენელებამ და გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებამ, რადგან საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებოდით, გარდაუვლად გამოიწვია ისიც, რომ ამ პერიოდში  ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მთავრობა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას დაეხმარა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რამაც მდგრადი გახადა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ამ რთულ პერიოდში და ირიბად დაეხმარა, მათ შორის, ენერგეტიკულ კომპანიებს...რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ>>

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით (ESCO), 2019 წელს საქართველოში მოხმარებულია 13,4 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია - 11,9 მილიარდი კილოვატ-საათი. გამომუშავებული ელეტროენერგიის დიდი წილი ჰიდროსადგურებზე მოდის – 8,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2,4 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქარს სადგურმა „ქართლი“ – 84,7 მლნ კვტ/სთ.

მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19–ის პანდემიამ გამოიწვია, 2020 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო წელს საერთო მოხმარების 0,8%–ით, ანუ 12,7 მლრდ კვტ/სთ–მდე შემცირებას პროგნოზირებს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში