გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე

ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი

6546
(განახლებულია 18:52 24.04.2018)
როგორი იუმორის გრძნობა აქვთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს, ან როგორი რეაქცია აქვთ სხვის ხუმრობაზე, როგორი ადამიანები არიან ისინი - ოხუნჯი თუ სერიოზული და დაღვრემილი
6546
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 26 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

9
(განახლებულია 09:13 25.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 26 ნოემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ენერგიული დღეა. ნებისმიერი საქმის შესრულებისას დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო. რა საქმესაც დაიწყებთ, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.
როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ>>

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, დახმარების თხოვნა, ნებისყოფის, ამტანობის, სიმტკიცისა და პატიოსნების გამოვლენა სამუშაოზე, სადავო საკითხების გადაწყვეტის, კონფლიქტების მოგვარების უნარის გამოვლენა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, მაგრამ შემოსავლის ნაწილი, სჯობს, ქველმოქმედებას მოახმაროთ.

არარეკომენდებულია გადაჭარბებით სერიოზული საქმიანობა, ახალი წამოწყებები, აჩქარება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

9
მთების პეიზაჟი

26 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

3
(განახლებულია 11:05 24.11.2020)
გაეცანით 26 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

26 ნოემბერს დაბადებულები

26 ნოემბერს დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან. ისინი ყველაფერს თავისებურად აკეთებენ და ეს თვისება ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობა იჩენს ხოლმე თავს. თუ ბავშვის დამოუკიდებლობა მშობლების მხრიდან წახალისებულია, ისინი მოტივირებული, წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნებები იზრდებიან. მათთვის, პრაქტიკულად, უცხოა „ჯოგური“ ინსტინქტი და რაიმეს იძულება - სრულიად წარმოუდგენელი.

რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში>>

ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობიდან პრაქტიკული შედეგის მიღება. აქვთ ყველაზე უცნაური, წარმოუდგენელი პროექტების რეალიზების უნარი. აინტერესებთ ყველაფერი არაორდინარული.

26 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები დაუოკებელი ნატურები არიან. დაბადებით ენთუზიასტები, მკვლევარები, ნოვატორები. უყვართ თავგადასავლები, მოგზაურობა. დიდ ძალას ხარჯავენ კარიერული მიზნების მიღწევისთვის.

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ სწავლა, რაც შესანიშნავ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორც საქმის სპეციალისტები, საზოგადოებრივ აღიარებას იღებენ. მათთვის სტატუსი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ თავდადებითა და უზომოდ შრომა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინ კონკრეტულ მიზანს ხედავენ. ამ დღეს დაბადებულთაგან კარიერას ბევრი 35 წლამდე იკეთებს, მაგრამ შრომის ნაყოფის მომკას არ ჩქარობენ, ყოველთვის აქვთ სამოძრაო მიზანი. თუ პროფესიულად და პიროვნულად არ განვითარდნენ. მათთვის ცხოვრების აზრი იკარგება.

ჯანმრთელობა

26 ნოემბერს დაბადებულები დიდი ენერგიით გამოირჩევიან, მაგრამ ამ ენერგიის სწორად განკარგვა ბევრმა არ იცის. თუ ზედმეტი ენერგია დაუგროვდათ, ეს მათზე შხამივით მოქმედებს - ხდებიან გაღიზიანებული, ნერვული, ხშირად იცვლიან სურვილებს, განწყობას, რაც კარიერასა და ოჯახში ურთიერთობებს უშლის ხელს. ჰარმონიის მისაღწევად მათთვის რეკომენდებულია გონებრივად და ფიზიკურად მაქსიმალურად დაკავდნენ. მხოლოდ მუშაობა ასეთი აქტიური ადამიანებისთვის დიდი ვერაფერი შვებაა, ხოლო მუშაობას + ჰობი - პრაქტიკულად, იდეალური შერწყმაა.

რჩევა:

არ გიყვართ მარტოობა? ეცადეთ, საზოგადოებისგან დიდხანს იზოლაციას მოერიდოთ. საჭირო არაა საკუთარი ნერვების გამძლეობა შეამოწმოთ. პროდუქტიული, სასიამოვნო ურთიერთობები ნამდვილად ჯობია მარტოობის ნაღველს.

3
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში