ქალი

ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს

7680
(განახლებულია 14:56 22.03.2018)
ჭრილობების მოშუშება თუ თავად ადამიანს არ უნდა, მას ვერავინ დაეხმარება. როგორ უმკლავდებიან ტკივილს ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები - გაეცანით მათ მეთოდებს.
7680
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
ნინო სამხარაძე

როცა შვილს ექიმის სახელს არქმევენ - მადლიანი ხელების სიკეთე

161
(განახლებულია 05:42 12.06.2021)
„წარმოუდგენელია, მოვეფერო ჩემს პაწაწინას და არ გამახსენდეს, რომ ღვთის წყალობასთან ერთად შენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა ის, რომ დედის სტატუსს ვატარებ.“

„მაკვირვებს, თითქოს ასაკისთვის შეუფერებელი შენი პროფესიული ცოდნა, ადამიანური სიბრძნე, თავშეკავება და თავმდაბლობა, რომელიც მთავარი შტრიხია შენი ხასიათის.“

„ვიცი, ყველას უყვარხარ შენი უშუალობის, სიკეთის, მშვენიერებისა და ჰუმანურობისთვის. ეს ის თვისებებია, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოწოდებით და მით უფრო, შენი სპეციალობის ექიმს. უფალმა დალოცოს შენი მადლიანი ხელები და ბუნების სიხალასე.“

ამ წერილების ადრესატის სადღეგრძელო დღეს ბევრ ოჯახში ტრადიციად დამკვიდრდა, მისი სახელი ნანატს შვილს, უკვე ბევრმა დაარქვა. საუბარია „იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგ ნინო სამხარაძეზე, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრია. ამ მასალის დაწერა პირველ რიგში, მისი პაციენტების ინიციატივა და ექიმის მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატულებაა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ქალბატონო ნინო, თავად ჯერ არ ხართ დედა, მაგრამ კარგად იცით როგორ ცვლის ქალს დედობა...

- მე დაოჯახებული არ ვარ, შვილი არ მყავს, მაგრამ იმდენჯერ ვარ დედა-შვილის პირველი შეხვედრის მომსწრე, რომ ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაა. დედობა სრულიად ცვლის ქალს, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად.  იცვლება ადამიანის მიზნები და მისწაფებებიც. დედობის მერე ქალი გრძნობს, რომ შვილისთვის შეუძლებელსაც შეძლებს.

ნინო სამხარაძე იმედის კლინიკის კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე "იმედის კლინიკის" კოლეგებთან ერთად

- ექიმობაზე ოცნება თქვენი იდეა-ფიქსიც იყო?

- ექიმობა ბავშვობის ოცნება იყო, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში იყო პოსტდიპლომური, ხუთ წლიანი პრაქტიკული სწავლების პერიოდი, რასაც რეზიდენტურა ჰქვია. ექიმობა სიცოცხლის სამსახურია, მეან-გინეკოლოგობა კი ერთდროულად ორ ან მეტ სიცოცხლეს ემსახურება. ამაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს. დღეს მეან-გინეკოლოგი ვარ, ვამშობიარებ, საკეისრო და გინეკოლიგიურ ოპერაციებს ვაკეთებ. ასევე ამბულატორიულად მყავს ორსულები და გინეკოლიგიური პაციენტები.

ნინო სამხარაძე  კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე კოლეგებთან ერთად

- თქვენ კარგად იცნობთ მედიცინის ამ სფეროს, თუ შეგიძლიათ იმის თქმა, ხშირ შემთხვევაში რა ხდება საქართველოში უნაყოფობის მიზეზი?

- მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უნაყოფობის წილი 10-15% -ია. მცდარია შეხედულება, როდესაც უშვილობას მხოლოდ ქალის პრობლემად განიხილავენ, ეს წყვილის პრობლემაა. უნაყოფობა შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციური, იმუნური, გენეტიკური ან უცნობი გენეზისის. დედობას ყველა ქალი იმსახურებს და დამხმარე რეპროდუქტიულმა საშუალებებმა შვილის ყოლის ბედნიერება ბევრ წყვილს მიანიჭა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ფსიქოლოგიურ განწყობას თუ აქვს მნიშვნელობა?

- არც თუ იშვიათია ფსიქოგენური უნაყოფობა. როდესაც ქალის ფიქრები მხოლოდ ორსულობაზე კონცენტრირდება და არ დგება ის ეტაპი, რომელიც ყველაზე სასურველია. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევრის როლი უმნიშვნელოვანესია.

ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად
ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად

- ვიცი, რომ ბევრი პაციენტი გემადლიერებათ...

- ექიმისთვის მადლიერების გამოხატველი სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია, გავიწყებს დაღლას და გაძლევს იმის ენერგიას, რომ მუშაობა შემართებით გავაგრძელოთ. როცა ქალი მისთვის ძვირფასს არსებას ექიმის სახელს არქმევს, ეს პატივისცემის ყველაზე დიდი გამოვლენაა. ჩემს შემთხვევაში, ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო და იმის გარანტია, რომ ყოველთვის ემახსოვრება ექიმის წვლილი მის ბედნიერებაში.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- საქართველოში დღესაც ბიჭს უფრო თვლიან სასურველ შვილად თუ შეიცვალა ამ თემისადმი დამოკიდებულება?

- ჩვენში მართლა იყო პერიოდი, როდესაც ვაჟის დაბადებას მეტი სიხარულით ხვდებოდა ოჯახი, განსაკუთრებით თუ ის პირველი შვილი იყო. საბედნიეროდ ეს დამოკიდებულება დღეისთვის შეცვლილია. წყვილების უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ასეც უნდა იყოს... დედობა უმთავრესი სტატუსია, რასაც ქალი ატარებს, დედობრივი სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა. როდესაც ქალისთვის ამ სტატუსის მინიჭებაში წვლილი შეგაქვს, ეს სიამაყის და სახარულის საოცარი განცდაა. ამ დროს მისი ბედნიერების თანაზიარი ხდები და სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება მეტი ქალი გააბედნიერო...

 

 

161
ზღვასთან

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 ივნისი

147
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 13 ივნისია, კვირა. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

მრავალფეროვანი დღეა. ბევრი შეძლებს საკუთარ გრძნობებში გარკვევას, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების პოვნას. წარსულს ჩაბარდება ეჭვები, შფოთვა. გაჩნდება ახალი საინტერესო საქმეები. აჯობებს თანამიმდევრული მოქმედება გაუგებრობებისა და გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად. საღამო კარგი დროა შეხვედრებისთვის.

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ>>

ვერძი: კარგი დღეა თანამოაზრეების მოსაძებნად. ადვილად ეკონტაქტებით ადამიანებს და მათთან საერთო ენას პოულობთ. ბევრი დაგეხმარებათ თამამი იდეების რეალიზებაში. ზოგიერთი თქვენგანი მომგებიან გარიგებას დადებს ან შემოსავლების ახალ წყაროს იპოვის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის. მხედველობიდან არაფერი გეპარებათ – სულ უმნიშვნელო დეტალიც კი.

კურო: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი, შესაძლოა, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, უთანხმოებები ახლობლებთან. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, სიტუაცია მეტად პროგნოზირებადი გახდება. განსაზღვრავთ გეგმებსა და პრიორიტეტებს და ყურადღებას სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილებთ, მიაღწევთ წარმატებას. საღამოს სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.

ტყუპი: დღის დასაწყისი საკმაოდ საინტერესო და ხელსაყრელი იქნება. გაჩნდება უამრავი ახალი შესაძლებლობა. შესაძლებელია შეხვედრები არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანებთან, რომლებიც გაგიზიარებენ ცოდნას და საუკეთესო რჩევებს მოგცემენ. კარგად ჩაივლის დღის მეორე ნახევარიც, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიულად – საქმეებზე მეტად ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრები და გართობა გაინტერესებთ.

კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ რამე ახალი საქმე წამოიწყოთ. განსაკუთრებით გამოგივათ ის საქმე, რომელიც ფანტაზიასა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შესაძლოა, რამე ისეთი ფარული ნიჭი გამოამჟღავნოთ, რომელზეც წარმოდგენა არავის ჰქონდა და მათ შორის, არც თქვენ. მოსალოდნელია თანხის მიღება. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, მაგრამ მოერიდეთ ფულის გართობაზე დახარჯვას – ეს შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ.

ლომი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გეგმები დააწყოთ და გადაწყვეტილებები მიიღოთ. ბევრი დრო არ დაგჭირდებათ არაერთმნიშვნელოვან ვითარებებში გასარკვევად, თქვენი საქციელის შედეგების შესაფასებლად. ბევრ თქვენგანს მნიშვნელოვან მიზნამდე გზის მოძებნაში ინტუიცია დაეხმარება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული ხანგრძლივი თანამშრომლობის დაწყება.

ქალწული: დღის პირველ ნახევარში შეიძლება ნერვიულობა მოგიწიოთ, რამე გეგმის მიხედვით არ წავიდეს და გაგიჭირდეთ ახალ ვითარებებში ორიენტირება. შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილებები ვერ მიიღოთ, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე შეამჩნევთ შეცდომებს და სწრაფადვე გამოასწორებთ. სრულიად განსხვავებული იქნება დღის მეორე ნახევარი – ხელსაყრელი და მსუბუქი. ვარსკვლავები თქვენს ახალ წამოწყებებს დაუჭერენ მხარს. შეგიძლიათ რთულ საქმესაც შეეჭიდოთ. საჭირო შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

სასწორი: წვრილმანების გამო ნუ ინერვიულებთ. ეს დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ – ყველაფერი მნიშვნელოვანი გგონიათ, ხოლო თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, ძალიან განიცდით. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ეტაპობრივად ძლიერდება და მეტი საფუძველი გიჩნდებათ, რომ მომავალს ოპტიმისტურად შეხედოთ. შესაძლოა, წინადადება მიიღოთ, რომელზეც უარის თქმა არ მოგი ნდებათ.

მორიელი: დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი დაგეხმარებათ, რომ დაეხმაროთ რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ახლობლებს, კოლეგებს. ასევე შეძლებთ მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, სამართლიანობის აღდგენას. დღის მეორე ნახევარში ადრე დაწყებული საქმის დასრულების შესაძლებლობა გექნებათ. ხართ მიზანსწრაფული, რაც ბარიერების გადალახვაში დაგეხმარებათ. კარგად აეწყობა პირადი ურთიერთობები. გაგიმართლებთ სიყვარულში.

მშვილდოსანი: ეცადეთ, ირგვლივ მყოფების მიმართ ყურადღებიანი იყოთ. შესაძლოა, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, თქვენ კი – მათი რჩევები. საკითხების განხილვისას მოთმინება და თვითკონტროლი გმართებთ. მნიშვნელოვანია, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს. ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ იუმორის გრძნობა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სწავლის, ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობისთვის. გამძაფრებული იქნება ინტუიციაც.

თხის რქა: მარტივი დღე არ გელოდებათ. წარმატების მიღწევა უფრო იოლი იქნება მათთვის, ვინც მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნობა. გარშემომყოფების დიდი იმედი ნუ გექნებათ. სამწუხაროდ, შეიძლება დაგაღალატონ უკვე გამოცდილმა მოკავშირეებმაც. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. შეძლებთ სიტუაციის უკეთესობისკენ შემობრუნებას. გექნებათ შანსი, რომ რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ახლობელს დაეხმაროთ ან რამეოჯახური პრობლემა გადაწყვიტოთ.

მერწყული: დღე იღბლიანად იწყება. დღის პირველ ნახევარში სრულიად განსხვავებული საქმეები შეგიძლიათ გააკეთოთ – მარტივი და ჩვეული და სრულიად ახალი და რთული. მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, არ აჰყვებით პროვოკაციებს. ხშირად პოულობთ უმოკლეს გზას მიზნისკენ. დღის მეორე ნახევარში გარკვეული დაბრკოლებებია მოსალოდნელი საქმეებში, გაუგებრობები, მაგრამ სერიოზული პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა. მცირე სირთულეებს კი აუცილებლად გაუმკლავდებით.

თევზები: შესანიშნავი დღეა მოკავშირეებისა და თანამოაზრეების მოსაძებნად. ცხადად გამოვა წინა პლანზე თქვენი ლიდერის თვისებები. ბევრზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ თქვენი იდეებით. შესაძლებელია იღბლიანი გადაწყვეტა საკითხების, რომლებიც ბოლო დროს გაღელვებდათ. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა არაფორმალურ გარემოში აჯობებს. ცოტა ტრადიციებისგან გადახვევაც არ გაწყენთ – ეს ირგვლივ მყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს.

147
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

„ჰარი უბრალოდ აღმერთებს მას...“ - მეგან მარკლის დედა წყვილს ახალშობილის მოვლაში ეხმარება

0
(განახლებულია 14:55 11.06.2021)
სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. დედა-შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობენ

ახალბედა მშობლებს ხშირად სჭირდებათ დახმარება და იმედოვნებენ ბებიების მხარდაჭერას, გამონაკლისი არც ცნობილი წყვილია. 36 წლის პრინცი ჰარი და 39 წლის მეგან მარკლი იმ ბედნიერ მშობლებს შორის არიან, ვისაც სანდრო ადამიანი ჰყავთ. ინსაიდერებმა Us Weekly- ს განუცხადეს, რომ მეგანის დედა, 64 წლის დორია რაგლანდი ახლა აქტიურად ეხმარება მათ ორი წლის ვაჟის არჩისა და ახალშობილი ქალიშვილის ლილის მოვლაში.

6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მერე შვილი, გოგონა სახელად ლილიბეტ დაიანა შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გოგონა ქვეყანას 4 ივნისს, დილის 04:00 საათზე მოევლინა და ის და მეგანი თავს კარგად გრძნობენ.

„მათ ბევრი საყვარელი საჩუქარი მიიღეს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, მათ შორის დორიასგან, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული, რაც მან გაიღო, მისი დროა. იგი ეხმარება სახლის საქმეებში და მისი ნამდვილი დახმარება მთავარი ბონუსია“, აცხადებს წყარო.

ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, წყვილი ძალიან კარგად ეწყობა დორიას და ისინი აღფრთოვანებულები არიან მისი საკუთარ სახლში ნახვით, მონტეციტოში, კალიფორნიაში. მეგანი ძალიან ბედნიერია, რომ შეუძლია დედის იმედი ჰქონდეს, ჰარი კი მას უბრალოდ აღმერთებს“, - ამბობს ინსაიდერი.

დორია აქტიურად დაეხმარა მეგანს, როდესაც არჩი დაიბადა 2019 წელს. ამ დროს მეგანი და პრინცი ჰარი კვლავ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ და დორია სპეციალურად გაფრინდა რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალიშვილის დასახმარებლად.

წყარომ ასევე დაარწმუნა ჟურნალისტები, რომ მეგანი და ჰარი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, უბრალოდ, მეშვიდე ცაზე იმყოფებიან.

„ისინი უბრალოდ გიჟდებიან მასზე. ის ძალიან ლამაზია, ჰარისაც ჰგავს და მეგანსაც“, - აცხადებს ინსაიდერი.

0
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები