ვარსკვლავიანი ცა

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა

9603
(განახლებულია 16:01 06.03.2018)
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თავისებურად ბრაზდება, ნაწყენდება და, რა თქმა უნდა, შურსაც თავისი ნიშნის შესაფერისად იძიებს, თუ საერთოდ გადაწყვიტა შურისძიება.
9603
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
აყვავებული რტო

ზოდიაქოს ხუთი რჩეული ნიშანი ვის გაუმართლებს ამ გაზაფხულზე

22
(განახლებულია 13:28 28.02.2021)
2021 წლის გაზაფხული ძალზე მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იქნება. გაუმართლებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, მაგრამ განსაკუთრებით ვერძებს, ტყუპებსა და კიდევ სამ ნიშანს

მარტი და აპრილი 2021 წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეებია იმის წყალობით, რომ 27 აპრილამდე არც ერთი პლანეტა არ იქნება რეტროგრადული. იდეალური დროა მოქმედებებისთვის. მთავარია, სამყაროსთვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ>>

ვერძი

ვერძები – ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზედაპირზე ხართ, მოქმედებთ მაშინაც, როდესაც სხვები ფარ–ხმალს ყრიან. თქვენი გაასმაგებული ენერგია და ნებისყოფა საოცარ შედეგებს მოიტანს. ესაა არა მხოლოდ იღბლიანობის დრო, არამედ ტოტალური ცვლილებების დროც. მთავარია, განზე არ გადგეთ და იმოქმედოთ, ეადოთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ესაა შესანიშნავი პერიოდი ცხოვრების ყველა სფეროში – თქვენთვის ყველა კარი გახსნილია.

ტყუპი

ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. მარტსა და აპრილში ნამდვილად იქნებით წარმატებული ადამიანები, რადგან ჩარჩოებში ვერავინ და ვერაფერი მოგაქცევთ. ირგვლივ ყველა იგრძნობს თქვენი ხასიათის ძალასა მეგობრულ დამოკიდებულებას. ყველაზე მეტი იღბალი სასიყვარულო სფეროში გელოდებათ. თუმცა, გამონაკლისი არც სამუშაო და ფინანსებია. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – ნებისმიერი ყინულის გალღობა სიკეთეს შეუძლია.

ლომი

გაზაფხულის იღბლიან ნიშანთა შორის თქვენც ხართ. ნამდვილი ტრიუმფი გელოდებათ. ეს პერიოდი ბედნიერებისა და იღბლის მომტანია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს შორის ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ახლა გელოდებათ. რაც მთავარია, ამისთვის რამის მსხვერპლად გაღება არ დაგჭირდებათ. გელოდებათ საპასუხო სიყვარული, მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა, კარიერული წინსვლა და სხვ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ>>

ქალწული

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის თქვენ ყველაზე იღბლიანი იქნებით ამ გაზაფხულზე. თქვენს ცხოვრებაში ახალი გზა იხსნება. დიდი ალბათობით, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს სამსახურთან დაკავშირებით. უარის თქმა ზოგიერთზე გაგიჭირდებათ, მაგრამ საჭიროა, რომ ობიექტურობა შეი8ნარჩუნოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ძალზე ხელსაყრელი დროა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. ასტროლოგები გირჩევენ, დაფიქრებით გაანაწილოთ თქვენი ფინანსები. ზოგადად, კარგი თვეა შრომისმოყვარე ქალწულებისთვის, ხოლო ავანტიურა და რისკი კარგს არაფერს მოიტანს.

მერწყული

ამ გზაფხულზე ვარსკვლავები და პლანეტები არაჩვეულებრივი ინტუიციით დაგასაჩუქრებენ, რაც ყველაზე მწვავე პრობლემებისა და გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტი და აპრილი დიდი გამარჯვებების თვეები იქნება როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ ასპარეზზე. შეძლებთ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ახალი მოტივაციის შეძენას, ცნობიერების „გადატვირთვას“. უსიამოვნებები მალე გაივლის და თქვენს სულში კვალს არ დატოვებს. შესაძლოაშეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თვალს აგიხელენ ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

22
კაკლის ხე ყვავილობისას

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 მარტი

21
(განახლებულია 11:44 28.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 მარტია, ორშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს „გლობალური წესრიგის“ დღეა და ამისგან გარიდება რთული იქნება. თუ მიჩვეული ხართ, რომ თქვენი ნივთები აქეთ–იქითაა მიმოფანტული, მაშინ თქვენი დღე არ ყოფილა. ესაა ორგანიზებულობის დღე ყველაფერში – ჩვეულებრივი საშინაო საქმეებიდან დაწყებული რომანტიკული ურთიერთობებით დამთავრებული. თუ გსურთ, რომ იღბლიანი დღე იყოს, მაშინ ეცადეთ, რომ ყველაფერი მოაწესრიგოთ. ეს ძალან არც გაგიჭირდებათ, რადგან თვითორგანიზებულობა დღეს სათანადო დონეზე იქნება და სიზარმაცეს ადვილად დაძლევთ.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

ვერძი: დღეს ყველაზე მეტად სამართლიანობის საკითხები შეგაწუხებთ – როგორც პირადი, ისე გლობალური. წყენა, თუ როგორ მოგექცნენ, საკუთარი სიმართლის შეგრძნება და ამ სიმართლის დამტკიცების სურვილი – ასეთი ფიქრები დღეს თქვენს ნერვებზე იმოქმედებს. მიუხედავად საბრძოლო განწყობისა, ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, არ ჩაებათ არანაირ კამათში იმის შესახებ, თუ ვინაა მართალი და ვინ – მტყუანი. ეს თემა დღეს ძალზე მტკივნეული იქნება და დიდი ალბათობით, საპირისპირო შედეგს მოიტანს.

კურო: დღეს გარშემომყოფები თავიანთი პრობლემებისა და საზრუნავის უმეტენს ნაწილს თქვენს მხრებზე გადმოიტანენ. მზად ხართ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, შეგიძლიათ, საკუთარი საქმეებიც განზე გაწიოთ. მაგრამ ვინც დახმარებას გთხოვთ, შეიძლება ინანონ კიდეც, იმდენად ჩაუღრმავდებით მათ პრობლემებს და ძირფესვიანად გააანალიზებთ, ამასთან არ დაინდობთ მათ გრძნობებს. თქვენი სიტყვები ლოგიკური, მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი იქნება.

ტყუპი: დღეს თქვენში ნამდვილი ორგანიზატორი გაიღვიძებს და ეს ნიჭი უმაღლეს დონეს მიაღწევს. თქვენი „ნარინჯისფერი მაისური“ შორიდანაც კი შესამჩნევი იქნება და გარშემომყოფებს აიძულებს, უკან გამოგყვნენ. რამის ორგანიზება შეიძლება ირგვლივ მყოფებმა გთხოვონ, ან თვითონ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხართ ენერგიული, მკაფიოდ ხედავთ მიზანს და თან, უარს არა ხართ, რომ ბრძანებები გასცეთ.

კირჩხიბი: დღეს ყურადღებას სახლის სხვადასხვა საზრუნავი მიიქცევს და თან არა მხოლოდ იმ წამს გასაკეთებელი, არამედ ისეთებიც, რომლებიც უკვე დაგროვდა და დიდი ხანია, მოსაგვარებელია. ამასთან, თქვენი ყურადღება და დახმარება შეიძლება ახლობლებსაც დასჭირდეთ. და რადგანაც ათასად ვერ გაიხლიჩებით, პრიორიტეტების გადანაწილება მოგიწევთ გზადაგზა – რომელია უფრო მნიშვნელოვანი საქმე და რომელ ახლობელს უფრო მეტად სჭირდება თქვენი დახმარება.

ლომი: დღეს სხვების დარწმუნების საოცარი უნარი გექნებათ და ამის მიზეზი თქვენი თანამიმდევრულობა და ლოგიკურობაა. შეგიძლიათ ნაბიჯ–ნაბიჯ ნებისმიერი დაარწმუნოთ რაშიც გინდათ: მგელი იმაში, რომ კომბოსტო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, დონ ჟუანი, რომ ერთგულება სასარგებლოა და ხელმძღვანელობა, რომ ვალდებულია, ხელფასი მოგიმატოთ. ახლობლების წრეში კი კი თქვენი ჯანსაღი აზროვნება, შესაძლებელია, მომაბეზრებელ აზრებად აღიქვან ხუმრობის სამიზნე გახდეთ.

ქალწული: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ ფინანსებს მიხედოთ. მოულოდნელად თქვენში შეიძლება დიდმა მუღალტერმა გაიღვიძოს და დეტალურად დაიანგარიშოთ ყველა ხარჯი და შემოსავალი. თუნდაც აღმოაჩინოთ, რომ თქვენს საბანკო ანგარიშზე რაღაც წესრიგში არაა, სიტუაციას ისე გამოაწორებთ, რომ ყველაფერს სასარგებლოდ შემოაბრუნებთ. და თუ ყველაფერი წესრიგშია, ფულს მაინც არ შეამცირებთ – დღეს ეკონომიურობა თქვენი მახასიათებელია.

სასწორი: მზად უნდათ იმისთვის, რომ თქენი ნებისმიერი გადაწყვეტილების, იდეისა და პროექტის საფუძვლიანი დასაბუთება მოგიწევთ. გარშემომყოფები სიტყვაზე არ გენდობიან და თქვენი „გადამდები“ ემოციები და ორატორული ოსტატობა სასურველ ეფექტს ვერ გამოიღებს. დღევანდელი წარმატების რეცეპტი – ეს ლოგიკაა და მხოლოდ ლოგიკა. მოგიწევთ ერთგვარი პრეზენტაციის მოწყობა, სადაც ნაბიჯ–ნაბიჯ განმარტავთ საკუთარ მოსაზრებებს და დაარწმუნებთ ირგვლივ მყოფებს თქვენი სიტყვების სიმართლეში.

მორიელი: თქვენი დაკვირვების უნარი და გამჭრიახობა ისეთ სიმაღლეებს მიაღწევს, რაზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ. ინტუიციაცა და ლოგიკაც ერთნაირად მაღალ დონეზე იქნება, რაც მოგცემთ საშუალებას, ჩაწვდეთ საქმის არსს და სწორი დასკვნები გამოიტანოთ ცარიელ ადგილზე (როგორც შერლოკ ჰოლმსი). შედეგად გარშემომყოფებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ტელეპათი ხართ და მათ ფიქრებს კითხულობთ. ასეთი თვისებების წყალობით შეიძლება შეიტყოთ რამდენიმე ფაქტი გარშემომყოფებზე, რომლებსაც ისინი გულმოდგინედ მალავენ.

მშვილდოსანი: გარშემომყოფებთან ურთიერთობები დღეს უკიდურესად ჩახლართული შეიძლება იყოს. და ყველაფერი იმის გამო, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ინტუიცია გეუბნებათ ერთს, ხოლო ფაქტები – სრულიად საპირისპიროს. სულ რომ არ დაკარგოთ ორიენტირები, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირველ რიგში, საკუთარ გულს მოუსმინოთ. ის გიკარნახებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი ვინ – მხოლოდ გაჩვენებთ თავ მეგობრად.

თხის რქა: დღეს საქმიანი საკითხები შეგაშფოთებთ იქამდეც კი, რომ თუ რამე თქვენი კონტროლიდან გავა, ეს, შეიძლება, პირად შეურაცხყოფად აღიქვათ. ზოგადად, ემოციურობა და ზედმეტად მწვავე რეაქცია პრაქტიკულ ამოცანებზე შესაძლოა, თქვენი ამ დღის „სავიზიტო ბარათი“ გახდეს. განსაკუთრებით, თუ მოგეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები ზარმაცობენ და არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს – ვერავის მისცემთ უფლებას, თქვენი პროგრესი დაამუხრუჭოს.

მერწყული: დღეს გაქვთ შანსი, რომ ადამიანების „მიზიდულობის ცენტრი“ გახდეთ. გარშემომყოფები მოგაკითხავენ თავიანთი პრობლემებით, სიხარულით, საზრუნავით. ბევრ შემთხვევაში შეგიძლიათ მათი რეალური დახმარება უშუალო მონაწილეობითა თუ მხარდაჭერით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ მოერიდოთ ადამიანების საქმეებში ჩარევას, თუ, რა თქმა უნდა, გთხოვენ ამის შესახებ. თქვენი ალტრუიზმი დაჯილდოებული იქნება – შესაძლოა, სიკეთის კეთებისას მონათესავე სულსაც შეხვდეთ.

თევზები: დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაებათ კონფლიქტში, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ უკავშირდება ძალაუფლებისთვის ბრძოლას. საერთოდ არ ღირს არანაირ კონფლიქტში ჩაბმა. თუნდაც გაიმარჯვოთ, ეს საბოლოოდ ცრუ გამარჯვება აღმოჩნდება და დამარცხებული შეძლებს რევანშის აღებას. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გუნდთან ერთად ითამაშოთ და არა მის წინააღმდეგ და განსაკუთრებით კარგად გამოგივათ დაცვის და არა თავდასხმის ხაზზე თამაში.

21