ნატალური ჰოროსკოპი: რომელ რიცხვში დაიბადეთ

CC BY-SA 2.0 / Bridget Coila / Numbers Everywhereაირჩიეთ თქვენი საყვარელი რიცხვი
აირჩიეთ თქვენი საყვარელი რიცხვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიცხვი, რომელ დღესაც დაიბადეთ, იმაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ამ რიცხვზეა პირდაპირ დამოკიდებული ადამიანის ენერგეტიკა, შესაძლებლობები, ხასიათი და ტემპერამენტი.

დაბადების თარიღის მიხედვით შესაძლებელია ბედის წინასწარმეტყველება, მაგრამ ეს უფრო მეცნიერებასთან არის ახლოს. ნატალური ჰოროსკოპი (ლათ.natio — დაბადება, ანუ დაბადების ჰოროსკოპი) მიმართულია კონკრეტული დღის ანალიზზე, რომელ დღესაც ადამიანი ამ ქვეყანას მოევლინა.

Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1, 10, 19 ან 28 რიცხვში დაბადებულები

თქვენი ენერგეტიკა ძლიერი და მდგრადია, თუმცა ზედმეტად "გაუმტარი". ეს ნიშნავს, რომ შეიძლება გქონდეთ სწავლასთან, ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემები. ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სერიოზულ ცვლილებებთან ძნელად ადაპტირებთ. ქორწინებაში, მეგობრობასა და პარტნიორობაში საიმედონი ხართ. თქვენი აზროვნების განსაკუთრებულობა ბევრ ადამიანს აიძულებს, პატივი გცეთ, ზოგს — მოგერიდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას უყვარხართ და ვიღაცას — არა. თქვენ თქვენთვის ხართ, მაგრამ იქამდე, სანამ ღირსეულ ადამიანს არ იპოვით მეგობრობის ან სიყვარულისთვის.

2, 11, 20 და 29-ში დაბადებულები

თუ ამ რომელიმე დღეს დაიბადეთ, ღირს დაფიქრება, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ ბავშვობიდან მოგდევთ პრიორიტეტების სწორი განლაგების პრობლემა, ამიტომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. თქვენ ძლიერი ხართ გუნდურ მუშაობაში. ხანდახან გიჭირთ ერთ ადგილზე გაჩერება და ცოტა "თავქარიანიც" ხართ, მაგრამ, სამაგიეროდ, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება შეგიძლიათ. თქვენი სუსტი წერტილია წინდაუხედაობა; ძლიერი — მოქნილობა და დიპლომატიურობა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები

3, 12, 21 და 30-ში დაბადებულები

ამ რიცხვებში დაბადებულები შეიძლება გახდნენ უდიდესი მუსიკოსები, მწერლები, მსახიობები, ვიდრე რაიმე სხვა პროფესიის ადამიანები. მხოლოდ უნდა უთხრათ საკუთარ თავს, რომ შეგიძლიათ ამის გაკეთება და მიიღოთ იმის მხარდაჭერა, ვისაც თქვენი სჯერა. ამ დღეებში დაბადებული თითოეული ადამიანის უკან კიდევ ვიღაც იმალება. სხვა პიროვნების დახმარების გარეშე წარმატების შანსები ბევრად კლებულობს. თქვენ ხართ მგრძნობიარე, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ზვავსა და ქარიშხალს დაემსგავსოთ.

4, 13, 22 და 31-ში დაბადებულები

თქვენი ბედი ოჯახია. იყავით მათ გვერდით, ვინც თქვენთან სისხლით არის დაკავშირებული. თქვენ ძლიერი ხართ ანალიტიკაში, მათემატიკასა და უცხოური ენების შესწავლაში. ხართ შეუდარებელი ლიდერი, ფსიქოლოგიის ოსტატი და უბრალოდ — ძლიერი პიროვნება. თქვენი ენერგეტიკა ყოველთვის სტაბილური არ არის, მაგრამ მას იმდენი ძლიერი მხარე აქვს, რომ არანაირი წუთიერი სისუსტე მას ვერ გადაკეტავს. ამის საიდუმლო პოზიტიურ აზროვნებაში იმალება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა

5, 14 და 23-ში დაბადებულები

თუ რომელიმე ამ რიცხვში დაიბადეთ, ნამდვილად უნივერსალური ადამიანი ბრძანდებით. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ისიც, რაც სხვებს არა აქვთ. საუბარია თანაგრძნობაზე. დაბადებით მშვენიერი ფსიქოლოგები ხართ, აზრი არა აქვს, ეს მეცნიერება შეისწავლოთ იმისთვის, რომ თანამოსაუბრეს გაუგოთ. თქვენგან კარგი მასწავლებელი დადგება, მაგრამ არა ზუსტი მეცნიერებების, რადგან ციფრებთან შეიძლება პრობლემები გქონდეთ.

6, 15 და 24-ში დაბადებულები

თქვენ ლიდერი ბრძანდებით, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ყველაფერი გაგივათ. სხვებთან შედარებით უფრო ხშირად იქცევით წინდაუხედავად და ხანდახან ამას თავადაც ვერ ხვდებით. პედანტური ხართ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას პასუხისმგებლობით ეკიდებით, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის აუცილებელი სულ ცოტაოდენი მგრძნობიარობა არ გყოფნით. ზედმეტად გულდახურული ხართ; ასევე, კარგი ანალიტიკოსი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში

7, 16 და 25-ში დაბადებულები

გიზიდავთ სამყაროს ამოუცნობი მხარეები. ბევრი გამოცდილი ფსიქოლოგი სწორედ ამ რიცხვებშია დაბადებული. ნატალურ ჰოროსკოპში ასეთი ადამიანები დახასიათებული არიან, როგორც მაღალი სულიერებით გამორჩეული, შინაგანად განვითარებული ადამიანები. შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის გაგება და ნებისმიერ სიტუაციაში გარკვევა. რაც შეეხება ენერგეტიკას, ის სტაბილური და საკმაოდ მაღალი გაქვთ.

8, 17 და 26-ში დაბადებულები

უჩვეულო, ორმაგი ბუნების ადამიანები ხართ. ერთი მხრივ, ხშირად გაწუხებთ ფილოსოფიური ხასიათის საკითხები, მეორე მხრივ, თავს მატერიალურ პიროვნებათა რიგს მიაკუთვნებთ. თქვენთვის სამყარო მხოლოდ კეთილისა და ბოროტისგან შედგება და ამიტომ არ გერიდებათ, რომ გარშემო მყოფი ადამიანები მხოლოდ კარგებად და ცუდებად დაყოთ.

9, 18 და 27-ში დაბადებულები

მძლავრი ინტუიცია და მისი განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალი გაგაჩნიათ. მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგიძლიათ შეიცვალოთ თქვენი ინტერესები, წესები, დებულებები, თან — კარდინალურად. "თავქარიანი" და დინამიკური ბრძანდებით, ამიტომ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებით. თქვენგან შესანიშნავი მოგზაური, მეცნიერი დადგება. ხართ ერუდირებული და გაქვთ შესანიშნავი მეხსიერება.

 

ყველა ახალი ამბავი
0