სელფი მირორის ინოვაციური მოწყობილობა

ვისაც „სელფების" გადაღება უყვარს ახალი მოწყობილობა ქართულ ბაზარზე

749
(განახლებულია 18:58 30.01.2018)
მერი ბლიაძე
ყველა ადამიანს უყვარს გართობა, მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გატარება. შემდეგ ნებისმიერი დღესასწაული ტკბილად გვახსენდება. ეს მოგონებები რომ უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნოდ გასახსენებელი იყოს, საჭიროა მათი ფირზე ასახვა, კადრებად ქცევა.

ქართულ ბაზარზე ინოვაციური მოწყობილობა გამოჩნდა — „სელფი მირორი“ არის პროექტი, რომელიც საქართველოში ორმა მეგობარმა ანა ლაშაურმა და ინა ვლასოვამ განახორციელეს. „Sputnik–საქართველო“ „სელფი მირორის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ანა ლაშაურს ესაუბრა.

ანა ლაშაური და ინა ვლასოვა
ანა ლაშაური და ინა ვლასოვა

 

– რა არის „სელფი მირორი“?

— „სელფი მირორი“ ეს არის ინოვაციური მოწყობილობა, სარკის ფორმით, რომელსაც გააჩნია ინტერაქტიული „თაჩ სქრინი“ და იძლევა საშუალებას გადავიღოთ ადამიანის სრული ზომის სურათები და ანიმაციური „გიფები“.

„სელფი მირორს“ შეუძლია მაღალი ხარისხის ფოტოების ბეჭდვა მომენტალურად ან ელექტრონული ფოტოების და გიფ–ანიმაციების გადაგზავნა Facebook-ზე და ელ-ფოსტაზე, მყისიერად, ღონისძიების მიმდინარეობის მომენტში.

– საიდან გაჩნდა ამ პროექტის შემოტანის იდეა საქართველოში?

— „სელფი მირორის" პროექტის დამფუძნებელი საქართველოში არის ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება როგორც ივენთ ინდუსტრიაში, ასევე ამ პროდუქტის მიმართულებითაც.

პირველად ეს პროდუქტი გავიცანით, როდესაც ვიყავით ორგანიზატორები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქორწილის კორსიკაში. სწორედ ამ ქორწილის დაგეგმვისას პირველად აღმოვაჩინეთ „სელფი მირორი“ და მაშინვე ჩვენი მოწონება დაიმსახურა.

სელფი მირორის ინოვაციური მოწყობილობა
სელფი მირორის ინოვაციური მოწყობილობა
სელფი მირორის ინოვაციური მოწყობილობა
სელფი მირორის ინოვაციური მოწყობილობა

– რა ღონისძიებისათვის შეიძლება მისი გამოყენება?

— „სელფი მირორის“ გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სახის ღონისძიებაზე, რომელიც გვსურს, რომ გახდეს დასამახსოვრებელი. ეს შეიძლება იყოს ქორწილი, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, პროდუქტის ან კომპანიის პრეზენტაცია, მაღაზიის გახსნა და სხვა მრავალი.

– რა შესაძლებლობა გააჩნია „სელფი მირორს“?

— „სელფი მირორით“ შესაძლებელია ადამიანის სრული ზომის ფოტოების გადაღება. დიდი ჩაშენებული, სენსორული ეკრანი იძლევა ინტერაქტიული პროცესის შესაძლებლობას (სტუმრები თვითონ მართავენ მოწყობილობას, აძლევენ შესაბამის ბრძანებებს). GIF ანიმაცია — გადაღებული ფოტოები, სურვილისამებრ შეგიძლიათ გადააქციოთ GIF-ებად. ასევე სინქრონიზაცია სოციალურ ქსელებზე. როგორც გითხარით, „სელფი მირორი“ აგზავნის GIF-ებს და ფოტოებს Facebook-ზე და ელ-ფოსტაზე. სტუმრებს თავად შეუძლიათ სასურველი ხელმოწერები გააკეთონ სურათებზე სენსორული ეკრანის მეშვეობით. „სელფი მირორი“ ბეჭდავს ფოტოებს მომენტალურად, გადაღებიდან რამდენიმე წამში.

– ყველა ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას პორტრეტი?

— „სელფი მირორის“ ინტერფეისი გამოსაყენებლად არის ძალიან მარტივი და მოსახერხებელი. ნებისმიერ ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია გამოიყენოს „სელფი მირორი“, გადაიღოს, დაბეჭდოს ფოტოები ან დააგზავნოს საჭიროებისამებრ. თუ ვინმეს რაიმე გაუგებრობა შეექმნება, ღონისძიებაზე ყოველთვის ესწრება ადმინისტრატორი, რომელიც სტუმრებს ნებისმიერ დროს გაუწევს დახმარებას.

– რაც შეეხება ფასს?

— ჩვენი პროდუქტის ფასთა პოლიტიკა ძალიან მოქნილი და ინდივიდუალურია, ყველა ღონისძიებისთვის ვთავაზობთ მომხმარებელს მისთვის ყველაზე მისაღებ და მორგებულ პაკეტს.

– რა გზით შეგვიძლია შევუკვეთოთ?

— უნდა ეწვიოთ ჩვენ ფეისბუქ–გვერდს Selfie Mirror სელფი მირორი, ან ჩვენ საიტს www.selfiemirror.ge

– საქართველოში არსებობს თუ არა ამ პროექტის ანალოგი?

— ჩვენი კომპანიის დაარსების მომენტში და ვერც ამჟამად ქართულ ბაზარზე ვერ ვიპოვეთ ვერაფერი მსგავსი, სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი საყვარელი ქალაქისთვის გაგვეზიარებინა ეს უნიკალური ტექნოლოგია.

– რამდენად რთული იყო ქართულ ბაზარზე დამკვიდრება?

— საქართველო ძალიან მხიარული და მეგობრული ქვეყანაა. ტრადიციულად, ხალხს აქ ძალიან უყვარს გართობა და დღესასწაულები, სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქტი ძალიან დიდი ინტერესით მიიღო ხალხმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს!

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ჩვენი სამომავლო გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ და მოგვეცეს საშუალება, რაც შეიძლება ბევრი ღონისძიება გავხადოთ დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი!

 

749