მშვიდად, საჭესთან ქალია – როგორი მძღოლია სალომე გოგიაშვილი

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე გოგიაშვილი 13 წლიდან მართავს მანქანას. ამბობს, რომ ძალიან კარგი და მოწესრიგებული მძღოლია. უყვარს სისწრაფე და ამ საკითხში მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა.

წლების განმავლობაში რა მარკის ავტომობილზე შეაჩერა არჩევანი და რატომ არის მისთვის ეს მარკა გამორჩეული, ამ საკითხზე სალომე „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგიაშვილი

— ძალიან დიდი ხნის წინ ავიღე მართვის მოწმობა, ტარება უკვე ვიცოდი. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა მანქანის ტარება. დაახლოებით 13 წლიდან უკვე დამოუკიდებლად ვიჯექი საჭესთან.

– ვინ გასწავლათ მანქანის მართვა?

— ხან ბაბუა, ხან მამა. როცა წამოვიზარდე, ჩემ მეგობარს ჰყავდა მანქანა. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო… მაკითხავდა ყოველდღე და მსვამდა საჭესთან. ჩემი ოცნება იყო, რომ გავიზრდებოდი, მეც მყოლოდა მანქანა.

– როდის აგიხდათ ოცნება და რა მარკის მანქანა გყავდათ პირველად?

— თუ ზუსად მახსოვს, 16 წლის ვიყავი. „ფოლკსვაგენის“ მარკის მანქანა იყო. მას შემდეგ ძალიან ბევრი მანქანა გამოვიცვალე. ხან ბებია ყიდულობდა ჩემთვის, ხან დედა. მერე უკვე, როცა გავთხოვდი, ქმარმა აიღო ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე და უკვე ქმარი მჩუქნის მანქანებს.

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგიაშვილი

– ახლა რა მარკის მანქანა გყავთ და რამდენად კმაყოფილი ხართ?

— ბოლოს არჩევანი „მერსედესის“ მარკის მანქანაზე შევაჩერე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის ნომერ პირველი ბრენდი ავტომობილებში, რომელიც საუკეთესო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.

– გაიხსენეთ დღე, როდესაც პირველად, დამოუკიდებლად გახვედით ქალაქში.

— მაგ დღეს მეგონა, რომ ყველაზე მაგარი ვიყავი. შესაბამისად, მეგონა, რომ ყველაზე მაგარი მანქანა მყავდა. ახლა თითქმის ყველას ჰყავს მანქანა. იმ დროს იშვიათი იყო ქალს მანქანა ჰყოლოდა. ამიტომ ორმაგად სანერვიულო და საამაყო იყო ეს ჩემთვის.

– სახიფათო სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ როდისმე?

— შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს და ცოტა ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან კარგი მძღოლი ვარ. ჩემი მიზეზით სახიფათო სიტუაციაში არ ჩავვარდნილვარ. საფრთხე ყოფილა სხვა მძღოლის მიზეზით, თუმცა სერიოზული არაფერი.

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგიაშვილი

– სისწრაფე გიყვართ?

— ძალიან მიყვარს სისწრაფე, მთავარია, მე ვიჯდე საჭესთან. მაქსიმალურად ვენდობი საკუთარ თავს.

– სხვას ვის ენდობით ისე, როგორც საკუთარ თავს?

— არავის.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ საპატრულო ეკიპაჟებთან, რამდენად ხშირად გაჯარიმებენ?

— რომ გითხრათ ხშირად მაჯარიმებენ-მეთქი, მოვიტყუები. რამდენჯერაც გამაჩერეს, იმდენჯერ დავმეგობრდით. მყავს გამორჩეულად საყვარელი პატრული, რომელიც ჩემ უბანში პატრულირებს. გავრცელებული აზრი, რომ ყველა პატრული „ბოროტია“ ამ ადამიანმა გამიქარწყლა. ადამიანურად და ჰუმანურად უდგება ყველა საკითხს.

– ტექნიკურ საკითხებში თუ ერკვევით, სადმე რომ მანქანა გაგიფუჭდეთ, რა ზომებს მიმართავთ?

— ახლა ისეთი მანქანა მყავს, რომ თავად გეუბნება ყველაფერს, წინასწარ. თუ რამეა, ან ჩემ მეგობარს ვურეკავ, რომელსაც ძალიან კარგად ესმის მანქანის, ან მიმყავს სახელოსნოში.

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგიაშვილი

– „საცობში“ ყოფნის დროს ალბათ ხშირად გცნობენ გვერდით მანქანებიდან, რა რეაქციას გამოხატავენ თქვენ მიმართ?

— ამ დროს სულ მაქვს მორიდების გრძნობა. სულ ვცდილობ თავი დავხარო და შესამჩნევი არ გავხდე. როცა მხედავენ, ძალიან უხარიათ და მესალმებიან მანქანებიდან, ხელს მიქნევენ.

– როგორ მუსიკას უსმენთ მგზავრობის დროს?

— ძალიან მომწონს 90-იანი წლების მუსიკა, როგორც ქართული, ისე უცხოური. ძალიან მიყვარს გიო ხუციშვილის მუსიკა და ხშირად მაქვს ჩართული მანქანაში მისი სიმღერები… და არა მარტო მისი, ბევრი ქართველი მომღერლის სიმღერა მომწონს. ძალიან მომწონს სოული და ასეთი დისკები მრავლად მაქვს მანქანაში.

© FB/Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგიაშვილი

– მუსიკის ტემპი მოქმედებს სიჩქარეზე?

— რა განწყობაც მაქვს, შესაბამისად, მუსიკასაც ისეთს ვუსმენ. როგორც ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც იგრძნობა მუსიკის გავლენა. თუ ტემპიანი და ენერგიულია მუსიკა, შესაბამისად, მეც სიჩქარეს ვუმატებ.

– მანქანის შეცვლას არ აპირებთ?

— სამი წელია უკვე ეს მანქანა მყავს, ერთგულად მემსახურება. ძალიან მიყვარს და ჯერჯერობით არ ვფიქრობ მის შეცვლას.

 

ყველა ახალი ამბავი
0