ქართველი ლამაზმანი ჩინეთს იპყრობს – ექსკლუზიური ინტერვიუ

© FB / Keti Shekelashviliქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველწლიური სილამაზის კონკურსი „მის მსოფლიო 2017“ 18 ნოემბერს ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე, ქალაქ სანიაში გაიმართება. კონკურსზე საქართველოს 23 წლის მოდელი, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის" მოცეკვავე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს.

ქეთი შეყელაშვილი 2016 წლის „ვიცე–მის საქართველოა". თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო Image Centre-თან. იგი უკვე 20 დღეა ჩინეთში იმყოფება და აქტიურად ემზადება კონკურსისთვის. „Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოდელთან, სადაც მან საკუთარ განცდებზე, შთაბეჭდილებებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

© FB / Keti Shekelashviliქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი შეყელაშვილი

— დავიბადე და გავიზარდე ქარელის რაიონში, სოფელ აბისში. წელს დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კულტურის კვლევების სპეციალობით. პატარაობიდან ვცეკვავ ქართულ ეროვნულ ცეკვებს. ასევე დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი, ვუკრავ ფორტეპიანოზე. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქტიურად ვვარჯიშობ და ყოველთვის დავდივარ სპორტულ დარბაზში. მიტაცებს ექსტრიმი და მომწონს აქტიური ცხოვრება.

© FB / Levan Khvedelidzeქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი შეყელაშვილი

– მოდის სფეროში როგორ მოხვდით?

— მოდელობა 20 წლიდან დავიწყე. ჩემი მშობლები ყოველ წელს მირჩევდნენ გავსულიყავი მის საქართველოს კონკურსზე. ერთ დღესაც, როგორც იქნა, გავბედე და გავედი. 2015 წელს გავხდი „ვიცე–მის საქართველო“ და მას შემდეგ ვთანამშრომლობ სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრთან“. ადვილი არ არის „მისის“, ან „ვიცე–მის საქართველოს“ ტიტულის მოპოვება. გარეგნობასთან ერთად ბევრი სხვა დადებითი თვისება უნდა გქონდეს. უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია განათლება, გამართული მეტყველება, პუნქტუალურობა, საჭიროა გქონდეს ცეკვის, სიმღერის ნიჭი. უამრავი პასუხისმგებლობა გეკისრება, როდესაც ხარ „მის" ან „ვიცე–მისი". შენ უნდა წარადგინო საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე. ახლა ჩინეთში ვარ. უკვე 20 დღეა ქალაქ სანიაში ვიმყოფები. სახელს მხოლოდ ჩემი „რუმმეითი“ მეძახის, დანარჩენი სხვა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი „ჯორჯიას“ მეძახის. წარმოგიდგენიათ, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ჩემთვის?!

© Courtesy of Korinteli Studioქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი შეყელაშვილი

– პერსპექტიულად მიგაჩნია საქართველოში მოდელის კარიერა?

— ვფიქრობ, რომ საშუალო დონეზე პერსპექტიულია. თუმცა ვინც მოინდომებს, ბევრს იშრომებს, მაღალ დონეზეც ავა. ზოგადად ეს გამართლებაზეცაა დამოკიდებული.

– როგორ ფიქრობთ თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი როდის იყო?

— ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ახლა დგას ჩემ ცხოვრებაში. ვცხოვრობ 119 მისთან ერთად და ვერ აღვწერ, როგორი კარგი სიტუაციაა აქ. არაჩვეულებრივი გუნდი, ძალიან ყურადღებიანი ხალხი, ერთი სიტყვით, ცივ ნიავს არ გვაკარებენ.

© FB / Ensemble Golden Shieldქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი შეყელაშვილი

,

– პარალელურად ცეკვავთ ანსამბლ „ერისიონში“. ეს ორი განსხვავებული საქმიანობა ერთმანეთს ხელს არ უშლის? დროს როგორ ანაწილებთ?

— დიახ, ვცეკვავ ანსამბლ „ერისიონში“. პირიქით, ხელს მიწყობს ორივე მხარე და ავსებს ერთმანეთს. ახლაც ცეკვა „აჭარული“ „ერისიონის“ ქორეოგრაფებმა  დამიდგეს მის მსოფლიოსთვის და კოსტიუმიც ანსამბლს  ეკუთვნის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის.

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მოდის სახლს „მარიონელა“. სწორედ მათი კაბით წარვდგები ფინალურ შოუზე 18 ნოემბერს.

© Courtesy of Levan Khvedelidzeქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი შეყელაშვილი

– ელოდით, რომ მის მსოფლიო 2017-ზე მოხვდებოდით? რამდენად საპასუხისმგებლოა ეს თქვენთვის?

— მის მსოფლიოზე წასვლა ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ვიცოდი, რომ რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ეს თუ „მის მსოფლიო“ იქნებოდა, არ მეგონა. ერთი თვე, სანამ ჩინეთში გავემგზავრებოდი, თითქმის არ მეძინა, იმდენი საქმე მქონდა. უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია ჩემი ქვეყნის წინაშე და მაქსიმალურად ვცდილობ ღირსეულად წარვადგინო საქართველო ამ კონკურსზე.

© FB / Keti Shekelashviliქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი  - Sputnik საქართველო
ქეთი შეყელაშვილი

– ამ ეტაპზე რა დატვირთვით ემზადებით კონკურსისთვის?

— მოსამზადებელი პერიოდი ნამდვილად არ არის ადვილი. 5-6 საათზე ვიღვიძებთ, ვსაუზმობთ და 7-8 საათზე უკვე გადაღება გვაქვს, ან ვვარჯიშობთ, ან მივფრინავთ სხვა ქალაქში. ექსკურსიები გვაქვს თითქმის ყოველდღე. ძალიან ვიღლებით, მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს დაღლა სასიამოვნოა. შეჯიბრი სპორტში უკვე იყო. „მის სპორტი“ დომინიკის რესპუბლიკის მისი გახდა, გუნდურ შეჯიბრში კი გავიმარჯვეთ ჩვენ, „წითელმა გუნდმა“. დანარჩენი ნომინაციები ჯერჯერობით უცნობია.

© FB / Miss Worldშეჯიბრი სპორტში
შეჯიბრი სპორტში - Sputnik საქართველო
შეჯიბრი სპორტში

– რას ეტყვით თქვენ გულშემატკივრებს, ქართველ ხალხს?

— ერთ-ერთი ნომინაცია ხალხის რჩეულის გამოვლენაა და ის ავტომატურად ხვდება საუკეთესო ოცეულში. საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ შევიდნენ საიტზე missworld.com, გაიარონ რეგისტრაცია და მომცენ ხმა, მოიწონონ ფეისბუქ-გვერდი Miss world georgia, გადმოიწერონ აპლიკაცია Mobstar და მოიწონონ ფოტოები. კონკურენცია დიდია, მაგრამ იმედი, რა თქმა უნდა, არსებობს. მადლობა ყველას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო!

 

ყველა ახალი ამბავი
0