მომავლის მოდა: მანათობელი წამწამები - f.lashes

CC BY 2.0 / Simon Powell / Eye Eye!წამწამები
წამწამები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას არ იგონებენ დიზაინერები, მხატვრები და სტილისტები იმისთვის რომ XXI საუკუნის მოდას აუწყონ ფეხი და მსოფლიო გააოცონ თავიანთი გამოგონებებით.

მკვეთრი და კაშკაშა მაკიაჟით დღეს ვერავის გააკვირვებ, ამიტომ ტეხასელმა დიზაინერმა ტიენ ფამმა გადაწყვიტა თავისი მოდელების თვალები „აენთო“. 

შუქდიოდიანმა ხელოვნურმა წამწამებმა დასახელება f.lashes მიიღეს («flash» —გაელვება და «lashes» — წამწამები). 

f.lashes ეს არის ძალიან თხელი შუქდიოდიანი ზოლები, რომელიც ქუთუთოებზე, წამწამების ზემოდან წებდება. დიოდები უწვრილესი სადენებით შეერთებულია მართვის ბლოკთან და ადამიანის კეფასთან თმის სარჭებით მაგრდება. ბრტყელი ელემენტის გარდა, რომელიც 4 საათს ჰყოფნის, ბლოკი მოძრაობისადმი მგრძნობიარე კონტროლიორსაც შეიცავს. მოწყობილობას 5 სხვადასხვა რეჟიმში შეუძლია მუშაობა და თავის მოძრაობით სხვადასხვა რეჟიმი ირთვება, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ცეკვის დროს. 

დიზაინერმა f.lashes პროტოტიპი მაისში შექმნა სპეციალურად მოდის ჩვენებისათვის კალიფორნიის ერთ-ერთ პოდიუმზე. იდეას იმდენად დიდი მოწონება ხვდა წილად, რომ კომპანიამ, რომელმაც წამწამების სერიული გამოშვება გადაწყვიტა, ორ კვირაში წარმოებისათვის საჭირო თანხაზე ორჯერ მეტი მოაგროვა. 

ასე რომ მსურველები მანათობელ წამწამებს 2018 წლის იანვარში უკვე მიიღებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0