სტუმარ-მასპინძლობა ფრანგი ასტროლოგების ვერსიით

გამოწერა
4 აგვისტო სტუმრის საერთაშორისო დღეა, ჰოდა ფრანგმა ასტროლოგებმაც თავი გადადეს და გამოიკვლიეს რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ სტუმარს როგორ დავხვდეთ და როგორ ვუმასპინძლოთ.

სტუმრის ინსტიტუტი სავარაუდოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადამიანებმა ოჯახებად ცხოვრება დაიწყეს. ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა გარკვეული ტრადიციები და წეს- ჩვეულებები. ქართველებს ჩვენი მოგვწონს, ვიეტნამელს თავისი, აფრიკელ პიგმეებს სულაც არ ანაღვლებთ არც წესი და არც სტუმარი. არიან ისეთებიც, ვისაც ჩვენიც მოსწონს და ვიეტნამელებისაც, მოკლედ იმის თქმა მინდა, ყველა თავისებურად უდგება ამ საკითხს. 4 აგვისტო სტუმრის საერთაშორისო დღეა, ჰოდა  ფრანგმა ასტროლოგებმაც თავი გადადეს და  გამოიკვლიეს რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ სტუმარს როგორ დავხვდეთ და როგორ ვუმასპინძლოთ. არა მგონია ქართველ დიასახლისებს ეს მეცნიერული ნაშრომი დიდად გამოადგეთ, მაგრამ უეჭველად გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც მცირედით მაინც გაითვალისწინებს იმ რჩევებს, რომლებსაც ახლა მოგახსენებთ. 

თუ სტუმრად ვერძს ელით, შეეგუეთ, რომ ეს ვიზიტი კარგა ხანს გასტანს; ქეიფისა და ზოგადად თავშეყრის მოყვარულები მთელი კვირის მარაგს გაგინადგურებენ, თუმცა, არც მოგაწყენენ, მით უმეტეს, თუ იმავე სუფრაზე ტყუპებიც მოხვდებიან. ლომისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული სტუმრები ცოტა მოშორებით დასვით კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ქალწულებზე არ იდარდოთ, ისინი ძალიან მალე თავად წავლენ. ეცადეთ, რომ გვერდი-გვერდ არ მოხვდეს ორი ვერძი, თუ არ გინდათ რომ თქვენი სუფრა ორგიად გადაიქცეს. 

© FB/ Zodiac Signsვერძი
ვერძი - Sputnik საქართველო
ვერძი

კურო სასიამოვნო სტუმრის კატეგორიას განეკუთვნება, აუცილებლად შეაქებს თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს, სუფრის გაშლის თქვენეულ უნარს, მაგრამ სუფრის წაყვანის და საზოგადოების გართობის ნიჭი  მათ არ აქვთ. კუროსთვის იდეალური პარტნიორია კირჩხიბი, ეს წყვილი თხის რქისთვის  შესანიშნავი მსმენელია. აი, ლომები, ვერც კუროს ეგუებიან. ასეთ შემადგენლობას, დიდად, ვერც მორიელები ეწყობიან. 

© FB/ Zodiac Signsკურო
კურო - Sputnik საქართველო
კურო

ტყუპების სტუმრობა იოლია იმ კუთხით, რომ მათთვის სულერთია რას მიართმევთ. ჭამის პროცესი არ ხიბლავთ, უფრო იმიტომ, რომ გაუთავებლად საუბრობენ, თან ნებისმიერ თემაზე. შეეგუეთ  აზრს, რომ იმ დღეს სხვა საქმისთვის ვერ მოიცლით. თქვენ წარმოიდგინეთ ლომები სიამოვნებით ერთობიან მათ გარემოცვაში, ისევე როგორც მერწყულები. ეცადეთ ამ შემადგენლობას მოარიდოთ კირჩხიბი, ქალწული და თხის რქა. 

© FB/ Zodiac Signsტყუპები
ტყუპები - Sputnik საქართველო
ტყუპები

კირჩხიბი, თავადაც კარგი კულინარი, აუცილებლად შეგიქებთ ნახელავს, თუ რამე არ მოეწონა, ამას ხმამაღლა არ იტყვის, ის ყველაზე მორიდებული სტუმარია, სუფრის გაშლაშიც  წაგეშველებათ და ალაგებაშიც. ის თავს  ცუდად გრძნობს უცნობების გარემოცვაში, თუმცა,  ადვილად ეწყობა ლომსა და მორიელს. არასასურველ სტუმართა კატეგორიაში კი მოხვდნენ ტყუპები, სასწორი და მერწყული. 

© FB/ Zodiac Signsკირჩხიბი
კირჩხიბი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი

ლომებს უყვართ მდიდრულად გაწყობილი მაგიდა და განსაკუთრებული კერძები. საერთოდ სტუმრად სიარული მათი ჰობია, თან, არ გაგიკვირდეთ, რამდენიმე უცხო ადამიანიც  თუ მოიყოლა. სტუმართა შორის მისთვის მისაღები ადამიანების შემთხვევაში, მალე, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევა, წარმოიდგინეთ, რომ ტყუპებიც კი გაჩუმდებიან. სიამოვნებით გაატარებენ დროს კირჩხიბთან, სასწორთან და მშვილდოსანთან. 

© FB/ Zodiac Signsლომი
ლომი - Sputnik საქართველო
ლომი

ქალწული მზრუნველი და მოუსვენარი სტუმარია. აუცილებლად წინასწარ დაგირეკავთ და გაარკვევს ელით თუ არა. გულისყურით დაათვალიერებს ბინას, თუ რამე არ მოეწონა მაშინვე ეცდება გამოასწოროს. სუფრასთან ყურადღებას იჩენს განსაკუთრებით იმათ მიმართ, ვისაც თანაგრძნობა სჭირდება. იდეალური პარტნიორები მისთვის მორიელი და თხის რქაა. მოარიდეთ ტყუპები და მშვილდოსანი. 

© FB/ Zodiac Signsქალწული
ქალწული - Sputnik საქართველო
ქალწული

სასწორი ყველაზე უპრეტენზიო სტუმართა კატეგორიას მიეკუთვნება. შეუცდომლად  გრძნობს როდის უნდა დაგემშვიდობოთ, თავაზიანი და ბუნებით კონფორმისტი ვერ იტანს პოლიტიკურ დისკუსიებს, ამიტომ ვერ ეგუებიან კირჩხიბს, თხის რქას და განსაკუთრებით მორიელს, სამაგიეროდ,  მშვენივრად უგებს ლომს. 

© FB/ Zodiac Signsსასწორი
სასწორი - Sputnik საქართველო
სასწორი

მორიელი სტუმრად ცოტა უცნაურად იქცევა, დაათვალიერებს თქვენს ბინას და აუცილებლად გაგაცნობს საკუთარ დასკვნებს. ამას მორიდებულად და  თავაზიანად გააკეთებს. თუ ყურადღების ცენტრშია, სუფრაზე საზოგადოების გული და სულია, მაგრამ საკმარისია მისი იგნორირება, რომ ნამდვილ მორიელად იქცეს. ბუნებით პროვოკატორი აუცილებლად ჩაგაშხამებთ იმ დღეს. აჯობებს მასთან ერთად დაპატიჟოთ კურო, კირჩხიბი, ქალწული, თევზები. მოარიდეთ ვერძი, თხის რქა და განსაკუთრებით მასსავით აგრესიული მერწყული. 

© FB/ Zodiac Signsმორიელი
მორიელი - Sputnik საქართველო
მორიელი

მშვილდოსანი იდეალური სტუმარია, კარგად ერკვევა სასმელში, არ იშურებს კომპლიმენტებს, სასიამოვნო მოსაუბრეა და მის გვერდით მჯდომი ამას მალევე დააფასებს. მოთმინების საოცარი უნარი კი განუმეორებელ მსმენელად აქცევს. ერთადერთი, ვერაფრით ამყარებს კონტაქტს თხის რქასთან. 

© FB/ Zodiac Signsმშვილდოსანი
მშვილდოსანი - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი

თხის რქას ყველაფრის ცოდნის პრეტენზია აქვს, ამიტომ სასურველ სტუმართა კატეგორიაში ძნელად ხვდება. ბუნებით გულჩათხრობილი, ეჭვით უყურებს ყველას და სუფრაზე დაძაბულობა შემოაქვს. ვერაფრით გაიგებთ რა  მოეწონა და რა არა. სიამოვნებით ჩაერთვება სამეცნიერო აღმოჩენებზე საუბარში. შედარებით მშვიდია კუროსთან, ქალწულთან და თევზებთან ერთად, დანარჩენ ზოდიაქოებს ვერაფრით ეგუება და ამიტომ არასასურველ სტუმართა კატეგორიას განეკუთვნება. 

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
თხის რქა - Sputnik საქართველო
თხის რქა

მერწყული ხშირად  უხერხულ ვითარებაში აგდებს მასპინძელს. თუ ატმოსფერო მოსწონს, სუფრის მშვენებაა, მაგრამ საკმარისია რამე არ მოეწონოს და ზღარბივით იჩხვლიტება. მის გვერდით მშვიდად არიან ტყუპები, მისი ანტიპოდი ლომი, მშვილდოსანი და თევზები. ახლოს არ უნდა გააკაროთ კურო, კირჩხიბი, ქალწული და განსაკუთრებით მორიელი. 

© FB/ Zodiac Signsმერწყული
მერწყული - Sputnik საქართველო
მერწყული

თევზები სტუმრად თავს ისე გრძნობენ როგორც წყალში. ზომიერად თავშეკავებული და მხიარული, ცუდ ხასიათზე მყოფიც სასიამოვნო პარტნიორია. შეუძლია გაანეიტრალოს ნებისმიერი დაძაბულობა და მშვენივრად ეგუება ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს. ალბათ იმიტომ, რომ ძლიერი ენერგოვამპირების კატეგორიას მიეკუთვნებიან. 

© FB/ Zodiac Signsთევზები
თევზები - Sputnik საქართველო
თევზები

არ ვიცი ფრანგი ასტროლოგების ეს რჩევები რამდენად გამოგადგებათ, თუმცა, ვფიქრობ მსგავს ვერსიას არსებობის უფლება აქვს. შეგვიძლია გავითვალისწინოთ, შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე და მამაპაპურად დავპატიჟოთ 100-200 სტუმარი და თავად არკვიონ ვინ ვის გვერდით მიუსხდეს სუფრას.

 


ყველა ახალი ამბავი
0