როგორ უყვარდათ საქართველოში

© საქართველოს ეროვნული არქივიაკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია
აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ამ რუბრიკაში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების სასიყვარულო ბარათებიდან ამონარიდებს გთავაზობთ.

პოეტმა, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი წერეთელმა თავისი მომავალი მეუღლე — რუსი მაგნატის პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი ნატალია ბაზილევსკაია ელიზბარ ერისთავის ოჯახში მაშინ გაიცნო, როცა აკაკი სულაც არ ფიქრობდა სიყვარულზე. ქალმა პირველი ნაბიჯის გადადგმა არ ითაკილა, კაცს თავის გრძნობები გაანდო. გულანთებულმა აკაკიმ კი არ დააყოვნა და მეორე დღესვე ხელი სთხოვა მოტრფიალე ქალს. აკაკისა და ნატალიას ერთი ვაჟი ალექსი (ლიოლია) შეეძინათ.

ნატალიას, რომელიც პეტერბურგის მაღალ საზოგადოებას და ფუფუნებას იყო ჩვეული, გაუჭირდა სოფლად — სხვიტორში ცხოვრება და მიუხედავად იმისა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება ბიძამ მიითვისა, ის შვილთან ერთად პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. ალექსის ქართული თითქმის დაავიწყდა…

აკაკის იშვიათად უწევდა ცოლ-შვილთან ერთად ყოფნა, რაზეც ყოველთვის ძალიან წუხდა, თუმცა მათ ურთიერთობა მიმოწერით სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ. 

აკაკი წერეთლის წერილი ნატალია ბაზილევსკაიას
აკაკი წერეთლის წერილი ნატალია ბაზილევსკაიას - Sputnik საქართველო
აკაკი წერეთლის წერილი ნატალია ბაზილევსკაიას

აკაკი პარიზში მოგზაურობისას და შემდეგ, როცა სამკურნალოდ იყო საფრანგეთში წასული, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა რამდენიმე თვე. ეს იყო მისთვის ბედნიერი პერიოდი.

აკაკი წერეთელი 1915 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ნატალია 1933 წელს გარდაიცვალა, ალექსი კი 1942 წელს. დედა-შვილი ერთმანეთის გვერდით პარიზში არიან დაკრძალული.

 

წყარო:  წიგნი „სიყვარული, სიყვარული…“, თბილისი, 1992

მოამზადა თამარ კაპანაძემ

 

ყველა ახალი ამბავი
0