რა ხდებოდა 19-26 მარტს გასულ საუკუნეებში?!

საათი ციხე–სიმაგრეზე
საათი ციხე–სიმაგრეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადავავლოთ თვალი მარტის მესამე კვირაში მომხდარ მოვლენებს და ვნახავთ, რომ ამ დროს (სხვადასხვა საუკუნეებში) მომხდარი ამბები მარტის თვესავით დაუდეგარი და შეუცნობელია.

1556 წლის 21 მარტს კოცონზე დაწვეს ინგლისური რეფორმაციის იდეოლოგი, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი თომას კრანმერი. საეკლესიო რეფორმა ინგლისში 1534 წელს წამოიწყო მეფე ჰენრიხ VIII-მ. მისი ბრძანებით ინგლისელები რომის პაპს აღარ ემორჩილებოდნენ, ახალი, ანგლიკანური ეკლესიის სათავეში თავად მეფე მოექცა, ხოლო სასამართლო ინსტანცია კენტერბერიის არქიეპისკოპოსის პრეროგატივად იქცა. სწორედ თომას კრანმერი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც მეფეს ნება დართო გაყროდა ანნა ბოლეინსა და შემდეგ კიდევ სამ ოფიციალურ მეუღლეს. კრანმერი აქტიურად ეხმარებოდა მონარქს კათოლიკური მონასტრების ქონების ნაციონალიზაციაში და როგორც ამბობდნენ, თავადაც გვარიანი წილი მიიღო. 1553 წელს ტახტზე ავიდა მარია ტიუდორი, თავგადაკლული კათოლიკე, რომელმაც არ დააყოვნა პროტესტანტების დევნა-დასჯა. ხალში მას შეარქვეს "სისხლიანი მერი" (სწორედ აქედან იღებს სათავეს დღეს ცნობილი სასმელი). მისი პირველი მსხვერპლი, რა თქმა უნდა, შეიქნა თომას კრანმერი. სამი წელი ციხეში წამების შემდეგ, 21 მარტს იგი კოცონზე დაწვეს.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ქართველი ქალი, რომლის სილამაზისა და გონიერების წინაშე თვით ნაპოლეონი უძლური აღმოჩნდა

1804 წლის 21 მარტს ვენსანში სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით დახვრიტეს ჰერცოგი ლუი ანტუან დე ბურბონ-კონდე, სამეფო ოჯახის პრინცი. პრინცს ბრალად ედებოდა ჟორჟ კადუდალის შეთქმულებაში მონაწილეობა, როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტეზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის აბსურდულობა ეჭვს არ იწვევდა, ტრიბუნალმა, გენერალ გიულენის ხელმძღვანელობით, ჰერცოგს დახვრეტა მიუსაჯა. გაოგნებულმა პრინცმა წერილობით მიმართა ნაპოლეონს და სთხოვა საქმის არსით დაინტერესებულიყო. ბონაპარტემ გამოიძახა დიპლომატი რეალი დაავალა ვენსანში ჩასულიყო და ყველაფერში ზედმიწევნით გარკვეულიყო. 21 მარტის დილას, გასამგზავრებლად გამზადებული ეტლი დიდხანს ელოდა დიპლომატს, რომელსაც თურმე ჩასძინებოდა და მხოლოდ შუადღისას მოხერხდა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა, თუმცა საბრალო ჰერცოგი უკვე დახვრეტილი დახვდათ. ზოგი ისტორიკოსის აზრით რეალმა შეგნებულად დააგვიანა, უფრო მეტიც, ზოგი ვერსიით ეს ნაპოლეონის მოთხოვნით გააკეთა…

სტამბოლი, თურქეთი - Sputnik საქართველო
სტამბულის ბაზარზე გაყიდული ქართველი ბიჭების ეგვიპტური ოდისეა

1976 წლის 24 მარტს არგენტინაში უსისხლო რევოლუციის შედეგად, გადააყენეს ქვეყნის პრეზიდენტი იზაბელ პერონი. ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ გენერალ ხორხე ვიდელას მეთაურობით, რომელმაც თავი პრეზიდენტად დაინიშნა და "ეროვნული აღორძინების" ეპოქის დაწყება დააანონსა. თუმცა მალე ყველამ დაინახა, რომ სინამდვილეში, ქვეყანაში ქაოსისა და განუკითხაობის ხანა დადგა. ვინც ხუნტის მოსაზრებებს არ იზიარებდა, პერდაპირ იტაცებდნენ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე სამხედრო ნაწილებში აწამებდნენ, შემდეგ ვერტმფრენებიდან ცოცხლებს ყრიდნენ და სახელდახელო სასაფლაოებს ბეტონს ასხამდნენ. 1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულების ხელში ვერჩაგდების შემდეგ ვიდელა იძულებული გახადეს გადამდგარიყო. ხელისუფლებაში სამოქალაქო პირები დაბრუნდნენ. 1985 წელს ვიდელა გაასამართლეს, სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს, თუმცა… ხუთი წლის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0