კოკო შანელი

მამაკაცსა და კაბებს შორის კაბები აირჩიე კოკო შანელის რჩევები ქალებს

147
(განახლებულია 11:32 09.03.2017)
კოკო შანელმა 87 წელი იცოცხლა და ამ დროის განმავლობაში მოდის სამყარო სამუდამოდ ელეგანტურად, მაგრამ უკომპრომისოდ შეცვალა. მისი შემოქმედების მთავარი პრინციპია „დიდებული უბრალოება“.

კოკო შანელი (Coco Chanel, გაბრიელ ბონიორ შანელი) — ფრანგი მოდელიერი, რომელმაც XX საუკუნის ევროპულ მოდაზე არსებითი გავლენა მოახდინა.

გთავაზობთ კოკო შანელის ფრაზებს ქალების შესახებ:

კოკო შანელის გამონათქვამი
კოკო შანელის გამონათქვამი

•    ქალისთვის მთავარი მუდმივი მუშაობაა. მხოლოდ სამუშაო იძლევა სულის მხნეობას, ხოლო სული, თავის მხრივ, სხეულის მონაწილეობაზე ზრუნავს.

•    ოცის წლის ქალს აქვს სახე, რომელიც მას ბუნებამ მიანიჭა, ოცდაათი წლისას — რომელიც თვითონ შეიქმნა, ორმოცისას — რომელსაც ის იმსახურებს.

•    უფრთხილდით ორიგინალურობას — ქალთა მოდაში ორიგინალურობას მასკარადამდე მიყვანა შეუძლია.

კოკო შანელის გამონათქვამი
კოკო შანელის გამონათქვამი

•    საკუთარი მოდის გამოგონების ფუფუნება მხოლოდ ახალგაზრდა ქალებს აქვთ. მოწიფული და ხანში შესული ქალები გაბატონებულ მოდას უნდა მისდევდნენ.

•    მამაკაცებს უყვართ ქალები, რომლებიც კარგად ჩაცმული არიან, მაგრამ არა თვალშისაცემად.

•    რაც არ უნდა თქვან, მამაკაცის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არსებობს, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილია.

კოკო შანელის გამონათქვამი
კოკო შანელის გამონათქვამი

•    20 წლისას სახეს ბუნება გაძლევთ, 30 წლისას — ცხოვრება ძერწავს, მაგრამ 50 წლისამ მასზე თავად უნდა იზრუნოთ… არაფერი ისე არ აბერებს, როგორც გაახალგაზრდავების მცდელობა. 50-ის შემდეგ არავინაა ახალგაზრდა. მაგრამ ვიცნობ 50 წლის ადამიანებს, რომლებიც უფრო მიმზიდველი არიან, ვიდრე მოუვლელი ახალგაზრდა ქალები.

•    ღია ფერებში ჩაცმულ ქალს განწყობას ძნელად თუ შეუცვლი.

•    მაქმანი ბუნების ფანტაზიის მშვენიერი იმიტაციაა. ხოლო მარგალიტი ყოველთვის მართალია.

კოკო შანელის გამონათქვამი
კოკო შანელის გამონათქვამი

•    ქალებს შეცვლა სურთ. ისინი მართალი არ არიან. ბედნიერება მუდმივობასა და იმაშია, რომ საკუთარი თავი არ შეცვალო.

•    ხელები გოგონას სავიზიტო ბარათია, კისერი — მისი პასპორტი, მკერდი — საზღვარგარეთის პასპორტი.

•    არის მუშაობის დრო და არის სიყვარულის დრო. არანაირი სხვა დრო არ რჩება.

•    ადამიანებს ფულის დახარჯვის მანერით ვაფასებ. არასდროს გაჰყვეთ ცოლად მამაკაცს, რომელსაც ხურდისთვის განკუთვნილი საფულე აქვს.

კოკო შანელის გამონათქვამი
კოკო შანელის გამონათქვამი

•    ქალებს შეუძლიათ თავს ნება მისცენ – სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. რა თქმა უნდა, ბევრ ქალზე არ ვსაუბრობ. სასაცილო მამაკაცის საქმე კი, თუ ის გენიოსი არ არის, გათავებულია.

•    თუ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, მოგიწევთ იმის გაკეთება, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.

•    თუ ქალი ღალატობს, აქ გონივრული მიზეზების ძებნა საჭირო არ არის: საქმე არა გონებაში, არამედ გრძნობებშია.

კოკო შანელის გამონათქვამი
კოკო შანელის გამონათქვამი

•    ამბობენ, რომ ქალები ქალების გამო იცვამენ, რომ მათ მეტოქეობის სურვილი ამოძრავებთ. ეს სიმართლეა. მაგრამ სამყაროში რომ არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩეს, ქალები საერთოდ უარს იტყოდნენ ჩაცმაზე.

•    როდესაც არჩევნის გაკეთება გიწევს მამაკაცსა და კაბებს შორის, კაბები აირჩიე.

•    თავს იკავებ, როდესაც გწყინს და სცენას არ აწყობ, როდესაც გტკივა — აი, რა არის იდეალური ქალი.

•    კეკლუცობა — ეს გრძნობებზე გონების გამარჯვებაა.

147