დახატული ლექსები

გამოწერა
ტყუილად არ არის ნათქვამი, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს, მთავარია მოინდომო. მარი შილაკაძე თვითნასწავლი მხატვარია. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში საკუთარ თავში ხატვის ნიჭი ვერ აღმოაჩინა, ფარ-ხმალი არ დაუყრია. უკვე მოზარდობის ასაკში შეისწავლა ჯერ ხატვა, შემდეგ ხატწერა და ბოლოს კალიგრამი.

ულამაზესი ლექსები მარის ფურცელზე ნახატის სახით გადააქვს და არაჩვეულებრივ კომპოზიციებს ქმნის.

© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მარი შილაკაძის ნახატი

– მარი, როდის დაიწყეთ ხატვა?

— ყოველთვის მინდოდა ხატვა შემძლებოდა, თუმცა საკუთარ თავში ბავშვობისას ხატვის ნიჭი ვერ აღმოვაჩინე. სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე თუ დავხატავდი, მხოლოდ მეათე კლასში შევეცადე მესწავლა და ნატვრაც ამიხდა.

– პირველი ნახატი რა დახატეთ და როგორ შეგიფასეს?

— ჩემი დიდი სურვილი იყო ხატმწერი ვყოფილიყავი. უფალმა წყალობა მოიღო და ჩემი პირველი ნახატიც იესოს ხატი აღმოჩნდა, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა. დღემდე შენახული მაქვს. ჩემთვის მართლაც ძვირფასი და უმნიშვნელოვანესია ეს ნახატი.

© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მარი შილაკაძის ნახატი

– როდის გადაწყვიტეთ ასოებით დაგეხატათ ნახატები?

— ამ ფორმით ხატვის სურვილი დაახლოებით ერთი წლის წინ გამიჩნდა. ამ მიმდინარეობას კალიგრამი ჰქვია. ეს არის ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს არის ლექსი, რომელსაც აქვს გრაფიკული ფორმა და მთლიანად იქმნება კალიგრაფიული ასოებით.

– რატომ დაინტერესდით კალიგრამით, რამ განაპირობა თქვენი გატაცება?

— სიმართლე გითხრათ, ჩემი დაინტერესება განაპირობა ქართული კალიგრამების ნახვამ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით ვნახე. შემდეგ გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კალიგრაფიას და ის ჩემთვის ცხოვრების ნაწილი გახდა.

© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მარი შილაკაძის ნახატი

– ვფიქრობ, კალიგრაფია მხოლოდ ლამაზად გამოყვანილი ასოები არ არის, რას ნიშნავს იგი თქვენთვის?

— კალიგრაფია ჩემი სულის გამოძახილია, ჩემი ნაწილი, რომელიც მავსებს, მიზანს მისახავს და მომავალის იმედით მავსებს.

– რით განსხვავდება ასოებით ხატვა ჩვეულებრივი ხატვის სტილისგან?

— ვფიქრობ, ასოებით ხატვა ბევრად საპასუხისმგებლო საქმეა, ვიდრე ჩვეულებრივი ხატვა.

© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მარი შილაკაძის ნახატი

– რა ამბებს გვიყვებით ამ ნახატებით?

— ჩემი კალიგრამები გიყვებათ მწერლის შემოქმედებაზე, სამშობლოზე, სიყვარულზე, ბუნებაზე, ბედნიერებაზე, სევდაზე და ა.შ.

– ყველაზე რთული რა დაგიხატავთ?

— ყველაზე რთული ნახატი არ მახსენდება, თითოეული კალიგრამის დასრულების დროს მგონია, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, კარგ შედეგამდე ჯერ კიდევ შორია. იქამდე მისასვლელად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და დიდი გზაა გასავლელი.

© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მარი შილაკაძის ნახატი

– გამოფენებში იღებთ მონაწილეობას?

— დიახ, გასულ წელს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ამის შემდეგ უნივერსიტეტში მომიწყვეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. მერე მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ამასთანავე რამდენიმე კალიგრამი მქონდა წარდგენილი ათონის დარბაზში გამოფენაზე.

– თქვენი დაწერილი ლექსი ხომ არ დაგიხატავთ?

— სამწუხაროდ, არა.

– სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ, რა სურვილი და ოცნება გაქვთ ამ კუთხით?

— უახლოეს მომავალში ვაპირებ კალიგრამების შესრულებას სხვადასხვა მასალაზე, არა მხოლოდ, მხედრულ ანბანზე, არამედ ნუსხურით და ასომთავრულით, რაც საკმაოდ რთულია. თვითნასწავლი ვარ და ყოველივეს დიდი დრო დასჭირდება. მინდა ახალი შესაძლებლობები ვიპოვო საკუთარ თავში და შემდეგ ეს წარმოვაჩინო.  შევეცდები სხვადასხვა კუთხით დავანახო ქართული ასოების სილამაზე საზოგადოებას.

ყველა ახალი ამბავი
0