სოფო ბარნოვის მორიგი წარმატება ნიუ-იორკის Fashion Week-ზე და ახალი ბრენდი BARNOVI

© FB/ Sopo Barnoviსოფო ბარნოვი
სოფო ბარნოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ მხატვარმა და დიზაინერმა სოფო ბარნოვმა ნიუ-იორკის Fashion Week-ზე შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.

ჩვენებაზე, რომელიც მანჰეტენზე, ჩელსიში არსებულ Holy Apostles Gallery-ში გაიმართა, ქართველმა დიზაინერმა მის მიერ შექმნილი სამკაულები და ქსოვილები გაიტანა.

ჩვენებაში უცხოეთში ცნობილმა მსოფლიო დონის დიზაინერებმა მიიღეს მონაწილეობა.

Showroom-ში პროფესიონალი არტისტები იყვნენ წარმოდგენილი.

Fashion Week-ის შემდეგ პოპ-არტის მამად წოდებული ენდი უორჰოლის (Andy wormhol) გამოფენა გაიმართა. სოფო ბარნოვს ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

© FB/ Sopo Barnoviსოფო ბარნოვი მოდის კვირეულზე
სოფო ბარნოვი მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
სოფო ბარნოვი მოდის კვირეულზე

– სოფო, გილოცავთ მორიგ წარმატებას, შევახსენოთ ჩვენს მკითხველებს, როგორ ჩაიარა ჩვენებამ?

— ცუდი ამინდის მიუხედავად ჩვენებამ ძალიან კარგად ჩაიარა. სიმართლე გითხრათ, დიდთოვლობის გამო არ ველოდი, რომ დამთვალიერებელი მოსვლას შეძლებდა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. მე საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულები და ქსოვილები (ბატიკა) მქონდა წარმოდგენილი. ჯერაც ემოციებით სავსე ვარ, ვფიქრობ, ეს ჩვენება ჩემი პროფესიული კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი აღმოჩნდება.

© FB/ Sopo Barnoviსოფო ბარნოვის ბრენდი "ბარნოვი"
სოფო ბარნოვის ბრენდი ბარნოვი - Sputnik საქართველო
სოფო ბარნოვის ბრენდი "ბარნოვი"

– ჩვენებაზე მოსულმა დიზაინერებმა თქვენთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს…

— ზოგადად საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მით უმეტეს, ქათინაურები არ მჩვევია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენებაზე უმნიშვნელოვანესი კონტაქტები დავამყარე და რამდენიმე დიზაინერმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ასევე ერთ-ერთი გალერისტისგან მაისის თვეში მათ საგამოფენო სივრცეში გამოფენის გამართვის შესახებ შემოთავაზებაც მივიღე.

© FB/ Sopo Barnoviსოფო ბარნოვის ნამუშევარი
სოფო ბარნოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
სოფო ბარნოვის ნამუშევარი

– თქვენ ნამუშევრებში ქართული ელემენტები ხშირადაა, ჩვენებაზე თუ გქონდათ მსგავსი ნამუშევრები გამოფენილი?

— დიახ, ქართული ორნამენტები ჩემი სამკაულებისა და ქსოვილების დიდი ნაწილისთვისაა დამახასიათებელი, რადგან სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ჩვენი კულტურის თაყვანისმცემლად ვრჩები, ის ინსპირაციის მთავარ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს.

© FB/ Sopo Barnoviსოფო ბარნოვის ნამუშევარი
სოფო ბარნოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
სოფო ბარნოვის ნამუშევარი

– სულ ახლახან საკუთარი ბრენდი BARNOVI ჩამოაყალიბეთ, გილოცავთ…

— დიახ, უკვე საკუთარი ბრენდი მაქვს, რაც ჩემთვის დამატებით სტიმულად იქცა. მოქმედებს საკუთარი გვერდი როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ინსტაგრამზეც, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვათავსებ. სამომავლოდ კიდევ ბევრი შემოქმედებითი იდეა მაქვს, რაზეც წინასწარ ჯერ არაფერს გეტყვით. მინდა, რომ ჩემი ყოველი წარმატების შესახებ საქართველოში იცოდნენ, რადგან, ვფიქრობ, ეს გარკვეულად უცხო ქვეყანაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაც არის.

ყველა ახალი ამბავი
0