კაკალი

გაღივებული კაკლის უნიკალური თვისებები

1214
(განახლებულია 19:34 19.01.2017)
ცოტამ თუ იცის გაღივებული კაკლის უნიკალური რეცეპტის შესახებ, რომლის სასიცოცხლო ძალა ორ კვირაში 1000-ჯერ იმატებს.

წყალში გაღივებით ხორბლის სასიცოცხლო ძალა ერთ დღე-ღამეში 100-ჯერ იმატებს. მაგრამ ცოტამ თუ იცის გაღივებული კაკლის უნიკალური რეცეპტის შესახებ, რომლის სასიცოცხლო ძალა ორ კვირაში 1000-ჯერ იმატებს.

1 კილოგრამ ნაჭუჭიან კაკალს დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ კაკალი დაიფაროს. გავაჩეროთ ფანჯრის რაფაზე ორი კვირა. წყალი გამოვუცვალოთ დღეგამოშვებით, ხოლო მოვურიოთ 24 საათში ორჯერ.

ორი კვირის შემდეგ კაკალი მზად არის. ის მაცივარში, ქვედა თაროზე იმავე წყალში უნდა შევინახოთ. დღიური ნორმაა სამ-სამი ნაჭუჭგაცლილი კაკალი დილითა და საღამოს.

გაღივებული კაკალი თქვენს ორგანიზმს გააახალგაზრდავებს უჯრედულ დონეზე, აღადგენს იმუნურ და ნერვულ სისტემას, გაწმენდს სისხლძარღვებს, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს, კვებავს ორგანიზმის ძვლოვან ქსოვილებს.

ეს საშუალება ფრთხილად უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებსაც კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირება აქვთ დარღვეული.

1214
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 19 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

83
(განახლებულია 11:05 18.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

19 სექტემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

ღამით მთვარე მორიელის ნიშანში გადავა (22:34 საათზე).

ვენერა ხელოვნებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საქმიანობას უწყობს ხელს, ასევე რომანტიკულ ურთიერთობებს, დასვენებას და კონტაქტებს.

იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, როდესაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იუპიტერი რეტროგრადულ სვლას წყვეტს: ზოდიაქოს ხუთ ნიშანს დიდი წარმატებები ელოდება>>

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

რეკომენდებულია სიმტკიცის გამოჩენა, შეიძლება გარისკვა, აქტიურობა, კარგი დღეა მგზავრობისთვის.

არარეკომენდებულია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან მოსალოდნელია დანაკარგები.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება, ერთ და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.

83
პეპელა

19 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

33
(განახლებულია 11:28 16.09.2020)
გაეცანით 19 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

19 სექტემბერს დაბადებულები

19 სექტემბერს დაუმორჩილებელი, მაგრამ გულითადი ადამიანები იბადებიან. არიან ჭკვიანი, ორგანიზებული, ასევე ძალზე ამბიციური. შეუძლიათ, კარიერას ოჯახიცა და მეგობრებიც შესწირონ. არ უყვართ, როდესაც ვინმე მათი გეგმების განხორციელებაში უშლის ხელს. ცხოვრობენ დევიზით „მიზანი ამართლებს საშუალებას“.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

გარეგნულად თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა, ეს თავდაჯერებულობა უფრო დემონსტრაციული ხასიათისაა, მაგრამ იმას, რომ საკუთარ თავში, სხვა ადამიანებივით, ხშირად ეპარებათ ეჭვი, ძნელად თუ აღიარებენ.

19 სექტემბერს დაბადებულები არასტაბილური ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის. თვითონაც ხშირად ოცნებობენ ჰარმონიაზე. არიან არათანამიმდევრული. აქვთ კეთილშობილური მიზნები, დიდი გეგმები, მაგრამ მათი განხორციელების გადადება უყვართ. აქვთ სხვადასხვა კომპლექსი.

ამ დღეს დაბადებულებს სამსახურში უბრალო სპეციალისტებს ვერ უწოდებ. მათ აქვთ უნიკალური უნარი, გარშემო მკაფიოდ მოქმედი სისტემა ჩამოაყალიბონ; მათ გარშემო ყველაფერი თავის ადგილზეა, ყოველთვის და ყველაფერი მუშაობს, სისტემის ყველა ჭანჭიკი მოქმედებაშია.

როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>

სამუშაო სფეროში არიან პედანტური, რაც საქმეზე კარგად აისახება. მათთვის ყველანაირი საქმის ნდობა შეიძლება – შედეგი უზადო იქნება.

ჯანმრთელობა

19 სექტემბერს დაბადებულები დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას. ბევრ დროსა და ძალას ხარჯავენ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე. მაგრამ მეტად აინტერესებთ გარეგნობა, ვიდრე შინაგანი მდგომარეობა. ჯანმრთელობის პრობლემები კი ასაკთან ერთად უჩნდებათ, ეს მათ გარეგნობაშიც ვლინდება, რაც ამ დღეს დაბადებულების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება.

რჩევა:

ცხოვრების განმავლობაში იცვლება ხასიათიცა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც. არ გადააბიჯოთ ზღვარს, რომლის შემდეგ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ. არ უნდა დაკარგოთ თქვენი ძირითადი მახასიათებლები და თვისებები, ნუ გახდებით მატერიალურ ვითარებებზე დამოკიდებული. არ დაივიწყოთ თქვენი სულიერი ფასეულობანი. იყავით მეტად ლიოალური და ესპანსიური.

33
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 13 ადამიანი შეემატა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ასევე გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში