უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი

პედიატრ კომაროვსკის პასუხი კითხვაზე, მავნებელია თუ არა კოკა-კოლა ბავშვებისთვის?

24739
(განახლებულია 16:39 10.01.2017)

კოკა-კოლას თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო სასმელი, ვინაიდან პლანეტის ყველა კონტინენტზე იცნობენ, უყვართ და მიირთმევენ აგერ უკვე 130 წელია — ასაკის, სქესისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.

არავინ იცის, რატომ (შესაძლოა სულაც იმიტომ, რომ კოკა-კოლის უმთავრესი ინგრედიენტი კოკას ფოთლები და ხეკოლის თხილია), მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, რაც ძალზე გავრცელდა მოსაზრება მისი მავნებლობის შესახებ, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.

საინტერესოა, რა აზრისაა ამის თაობაზე უმაღლესი კატეგორიის პედიატრი, დოქტორი კომაროვსკი, რომელსაც ერთ-ერთმა მშობელმა მიმართა კითხით, მავნებელია თუ არა კოკა-კოლა ბავშვებისთვის? 

აი, რას პასუხობს ის: 

უპირველესად გეტყვით, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, რაიმე დავწერო კოკა-კოლაზე. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის ხსენებას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ათასი კომენტარი. თუ რომელიმე ბრენდზე იტყვი, რომ ის კარგია — ესე იგი, ამ კომპანიამ გიყიდა, ხოლო თუ იტყვი, რომ არ ვარგა — ესე იგი, მისმა კონკურენტმა კომპანიამ გიყიდა…

და, მაინც, პირადად მე ვერაფერს ცუდს კოკა-კოლაში ვერ ვხედავ ერთის გარდა – უზარმაზარი რაოდენობის შაქარს. ბავშვი ამ გზით, ანუ კოკა-კოლაში შემავალი იოლად ათვისებადი ნახშირწყლების მეშვეობით იღებს კონცენტრირებულ ენერგიას, რომელიც აუცილებლად უნდა დახარჯოს.

შესაბამისად, იმისათვის, რომ კოკა-კოლის სმა უსაფრთხო იყოს (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტკბილი სასმლისა), ორი წინასწარი პირობა უნდა იყოს დაცული: ბავშვს არ უნდა აწუხებდეს ჭარბი წონა და უნდა გააჩნდეს „არენა“ ფიზიკური აქტიურობისთვის. 

ავადმყოფობის, გაუწყლოების, ხშირი პირღებინებისა თუ ცუდი კვების პირობებში ბავშვს სწორედაც რომ წაადგება იოლად ათვისებადი ნახშირწყლებით მიღებული კონცენტრირებული ენერგია.

რა თქმა უნდა, ამ დროს ბევრად უფრო ეფექტური და უსაფრთხო პერორალური რეჰიდრატაციის საშუალებებია (პოპულარულ ენაზე – პირღებინების შესაწყვეტი ფხვნილები — რედ.), მაგრამ თუ ბავშვი მათ დალევაზე უარს ამბობს, ხოლო კოკა-კოლას სიამოვნებით მიირთმევს, მაშინ, რატომაც არა?!

თანაც, უნდა იცოდეთ, რომ თუ ბავშვს ორგანიზმში აცეტონის დონე მაღალი აქვს, დროულად მიცემული ერთი ჭიქა კოკა-კოლა წამლადაც კი იქცევა და ამით საავადმყოფოებსა და წვეთოვნებსაც დააღწევთ თავს.

მაგრამ გახსოვდეთ: უკიდურესობაშიც ნუ გადავარდებით. შეუქმენით შვილებს პირობები აქტიური, ანუ სპორტული ცხოვრებისთვის და დაე, სვან ეს კოკა-კოლა. თქვენ კი, იმიტომაც ხართ მშობლები, რომ ბავშვური „მინდა“ საღი აზრით აკონტროლოთ!

24739