დიაბეტიანთა მსვლელობა რილიტოს პარკში

დაავადებებთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით. დიაბეტი

17969
(განახლებულია 15:00 09.01.2017)
დიაბეტი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა იმ მხრივ, რომ ხშირად მისი განვითარება ფარულად მიმდინარეობს, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი და მხოლოდ შემდეგ გამოვლინდეს. დიაბეტი უნდა განვიხილოთ, როგორც სხვა დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორი.

სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს ძალზე ეფექტურია ხალხური მეთოდები, მცენარეული საშუალებები, რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. შევეცდებით, მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია, თუ როგორ მკურნალობდნენ უწინ დაავადებებს და კონკრეტული დაავადების დროს რა საშუალებებს იყენებდნენ.

ამჯერად დიაბეტისა და მისი მცენარეული საშუალებებით მკურნალობაზე გესაუბრებით.

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული ენდოკრინოლოგიური დაავადება, რომელსაც ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფა ახასიათებს. ინსულინის ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის ყველა უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაა, ამ ჰორმონის დეფიციტის შედეგად კი გლუკოზა ძირითადად სისხლში გროვდება და მისი დონე მატულობს, ასევე ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

არსებობს პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი. პირველი ტიპის დიაბეტის დროს კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინს ვერ ან ძალიან მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, ორგანიზმს ინსულინი ინექციის სახით მიეწოდოს, ხოლო მეორე ტიპის დიაბეტის დროს ინსულინი გამომუშავდება, მაგრამ მას უჭირს სისხლში შეღწევა, რადგან ძნელად ახდენს შაქრის ასიმილირებას სისხლში. ამ დროს საკმარისია შაქრის დონის დამწევი სპეციალური აბების მიღება.

დაფნა
დაფნა

უფრო გავრცელებულია მეორე ტიპის დიაბეტი, რომელიც უმეტესად 40–45 წლის ასაკში ვითარდება. ძირითადად ავადდებიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ზედმეტი ცხიმი (განსაკუთრებით მუცლის არეში) და ფიზიკურად აქტიური არ არიან.

დიაბეტი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა იმ მხრივ, რომ ხშირად მისი განვითარება ფარულად მიმდინარეობს, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი და მხოლოდ შემდეგ ვლინდება. დიაბეტი უნდა განვიხილოთ, როგორც სხვა დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორი. 

აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ დიაბეტის დაავადების ნიშნები. დიაბეტის დროს ადამიანს ახასიათებს: პოლიდიფსია – მუდმივად წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე; პოლიურია – შარდის გამოყოფის გაძლიერებული ფუნქცია; პოლიფაგია – მუდმივი შიმშილის გრძნობა, ე.წ. მგლის მადა. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, რამდენს და როგორ კალორიულ საკვებს იღებს ადამიანი, მას მაინც შიმშილის გრძნობა აწუხებს. ამავდროულად, როგორც წესი, ადამიანი წონაში იკლებს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა დაიცვან კვების სწორი რეჟიმი, იაქტიურონ ფიზიკურად, მიიღონ პრეპარატები და ასევე შაქრის დონის შესამცირებლად მიმართონ სხვადასხვა მცენარეულ საშუალებას.

შაქრიანი დიაბეტის დროს ეფექტურია მცენარეები: ნეგო, კრაზანა, დაფნის ფოთოლი, მრავალძარღვა, წითელი მოცვის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, მინდვრის შვიტა, ასკილის, ანწლისა და კუნელის ნაყოფი, ოროვანდისა და ბურბუშელას ფესვები, ტოპინამბური, კაკლის ხიდები და ნორჩი ფოთლები, ვარდკაჭაჭა, არყის კვირტები და სხვა.

ჭინჭარი
ჭინჭარი

გთავაზობთ სისხლში შაქრის შემცირებისთვის რამდენიმე რეცეპტს.

კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. 40 გრამ კაკლის უღელს დაასხით 1/2 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. მიიღეთ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი. ძალზე სასარგებლოა ასევე მაისში დაკრეფილი ფოთლების ნაყენიც: 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ კაკლის გამომშრალ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააციეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. შეგიძლიათ მიიღოთ ხანგრძლივად, ერთი წლის განმავლობაში.

დაფქვით წიწიბურა, საღამოს ერთი სუფრის კოვზი ჩაყარეთ მაწონში. დატოვეთ ღამით. მიიღეთ დილით უზმოზე, საუზმის ნაცვლად.

10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2–3 საათი. მიიღეთ ½ ჭიქა დღეში სამჯერ. ეს საშუალება ამცირებს როგორც შაქრის დონეს სისხლში, ისე არტერიულ წნევასაც.

ჭინჭრის ახალი, ქორფა ფოთლებისგან მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად: 50 გრამ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ორი საათით, მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ერთი ჩაის ჭიქა. 

დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა კუნელის ნაყოფი, განსაკუთრებით უმი სახით. აუცილებლად მიიღეთ ჭამის შემდეგ, რადგან მშიერზე მიღებამ შესაძლოა ნაწლავური სპაზმი გამოიწვიოს.

დიაბეტის დროს ძალიან ეფექტურია ლობიოს ქერქი. 3 კოვზ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ერთი საათი. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

ასევე კარგია ვარდკაჭკაჭას ფესვების ნაყენი. მისი ფესვები დაფქვით, ყავის მსგავსად მოადუღეთ და დღეში ერთი ჭიქა მიირთვით.

მოცვის ფოთლების ნაყენი შემდეგნაირად დაამზადეთ: გამხმარი, გამომშრალი ფოთლები დანაყეთ და 3 ს/კ ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ კარგად თავდახურული 15 წუთი ორთქლზე გააჩერეთ. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში. 

არსებობს კიდევ უამრავი რეცეპტი სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. თუ გადაწყვეტთ ხალხური მეთოდებით დაავადებასთან ბრძოლას, აუცილებლად მიიღეთ ექიმის რჩევა და დააკვირდით თქვენს ორგანიზმს, ხშირად გაისინჯეთ შაქრის დონე სისხლში, რადგან ზოგიერთმა საშუალებამ, შესაძლოა, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის ვარდნა) გამოიწვიოს. თითოეული მცენარის მოქმედება სხვადასხვა ადამიანზე ინდივიდუალურია. გაითვალისწინეთ მცენარის მოქმედება ორგანიზმზე ზოგადად – ზოგიერთ მცენარეს უკუჩვენებები აქვს და შეიძლება სისხლში შაქრის დონეზე ძალიან კარგად იმოქმედოს, მაგრამ ამავე დროს გამოიწვიოს სხვა პროცესები, მაგალითად, ალერგია, არტერიული წნევის ზრდა და სხვა.

17969
თემები:
სასარგებლო რჩევები -2018 (202)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 26 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

7
(განახლებულია 09:13 25.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 26 ნოემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ენერგიული დღეა. ნებისმიერი საქმის შესრულებისას დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო. რა საქმესაც დაიწყებთ, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.
როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ>>

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, დახმარების თხოვნა, ნებისყოფის, ამტანობის, სიმტკიცისა და პატიოსნების გამოვლენა სამუშაოზე, სადავო საკითხების გადაწყვეტის, კონფლიქტების მოგვარების უნარის გამოვლენა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, მაგრამ შემოსავლის ნაწილი, სჯობს, ქველმოქმედებას მოახმაროთ.

არარეკომენდებულია გადაჭარბებით სერიოზული საქმიანობა, ახალი წამოწყებები, აჩქარება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

7
მთების პეიზაჟი

26 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

3
(განახლებულია 11:05 24.11.2020)
გაეცანით 26 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

26 ნოემბერს დაბადებულები

26 ნოემბერს დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან. ისინი ყველაფერს თავისებურად აკეთებენ და ეს თვისება ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობა იჩენს ხოლმე თავს. თუ ბავშვის დამოუკიდებლობა მშობლების მხრიდან წახალისებულია, ისინი მოტივირებული, წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნებები იზრდებიან. მათთვის, პრაქტიკულად, უცხოა „ჯოგური“ ინსტინქტი და რაიმეს იძულება - სრულიად წარმოუდგენელი.

რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში>>

ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობიდან პრაქტიკული შედეგის მიღება. აქვთ ყველაზე უცნაური, წარმოუდგენელი პროექტების რეალიზების უნარი. აინტერესებთ ყველაფერი არაორდინარული.

26 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები დაუოკებელი ნატურები არიან. დაბადებით ენთუზიასტები, მკვლევარები, ნოვატორები. უყვართ თავგადასავლები, მოგზაურობა. დიდ ძალას ხარჯავენ კარიერული მიზნების მიღწევისთვის.

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ სწავლა, რაც შესანიშნავ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორც საქმის სპეციალისტები, საზოგადოებრივ აღიარებას იღებენ. მათთვის სტატუსი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ თავდადებითა და უზომოდ შრომა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინ კონკრეტულ მიზანს ხედავენ. ამ დღეს დაბადებულთაგან კარიერას ბევრი 35 წლამდე იკეთებს, მაგრამ შრომის ნაყოფის მომკას არ ჩქარობენ, ყოველთვის აქვთ სამოძრაო მიზანი. თუ პროფესიულად და პიროვნულად არ განვითარდნენ. მათთვის ცხოვრების აზრი იკარგება.

ჯანმრთელობა

26 ნოემბერს დაბადებულები დიდი ენერგიით გამოირჩევიან, მაგრამ ამ ენერგიის სწორად განკარგვა ბევრმა არ იცის. თუ ზედმეტი ენერგია დაუგროვდათ, ეს მათზე შხამივით მოქმედებს - ხდებიან გაღიზიანებული, ნერვული, ხშირად იცვლიან სურვილებს, განწყობას, რაც კარიერასა და ოჯახში ურთიერთობებს უშლის ხელს. ჰარმონიის მისაღწევად მათთვის რეკომენდებულია გონებრივად და ფიზიკურად მაქსიმალურად დაკავდნენ. მხოლოდ მუშაობა ასეთი აქტიური ადამიანებისთვის დიდი ვერაფერი შვებაა, ხოლო მუშაობას + ჰობი - პრაქტიკულად, იდეალური შერწყმაა.

რჩევა:

არ გიყვართ მარტოობა? ეცადეთ, საზოგადოებისგან დიდხანს იზოლაციას მოერიდოთ. საჭირო არაა საკუთარი ნერვების გამძლეობა შეამოწმოთ. პროდუქტიული, სასიამოვნო ურთიერთობები ნამდვილად ჯობია მარტოობის ნაღველს.

3
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში