ჰოროსკოპი

იდეალური მამაკაცის ძიებაში - სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალისთვის

15895
(განახლებულია 18:02 15.12.2016)
თითოეული ქალი იდეალურ მამაკაცს ეძებს. იდეალურის ცნება კი ყოველი ქალისთვის განსხვავებულია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქ დიდ როლს ასრულებს ზოდიაქოს ნიშანი. ქალებს რას გაუგებ, მაგრამ მაინც...

მაშ ასე, გაითვალისწინეთ:

ვერძი — ინტელექტუალი

ვერძი
ვერძი

ვერძი ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელთანაც ინტელექტუალურ თემებზე საუბარს შეძლებს. ის მამაკაცში ასევე პატიოსნებასა და თავდაჯერებულობას ეძებს.

კურო — ნებისყოფიანი მამაკაცი

კურო
კურო

კურო ძალზე ერთგული პარტნიორია. მას სჭირდება მამაკაცი, რომელმაც ყველაფერი იცის რომანტიკასა და ვნებაზე და ვისაც ნამდვილი ნებისყოფა აქვს.

ტყუპები — პატიოსანი მამაკაცი

ტყუპები
ტყუპები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება თავშესაქცევი, თამაშის მოყვარული მამაკაცი, რომელიც ყოველთვის პატიოსანი დარჩება.

კირჩხიბი — გულკეთილი მამაკაცი

კირჩხიბი
კირჩხიბი

კირჩხიბი თავის მსგავს მამაკაცს ეძებს. ის უნდა იყოს პატიოსანი, გულწრფელი და თვითკმარი.

ლომი — კეკლუცი მამაკაცი

ლომი
ლომი

რამდენადაც ზოდიაქოს ამ წარმომადგენელს სიმსუბუქე და კეკლუცობა მოსწონს, ის სწორედ ასეთ მამაკაცს ეძებს.

ქალწული — მომთმენი მამაკაცი

ქალწული
ქალწული

მას ისეთი მამაკაცი სჭირდება, რომელიც ყოველთვის საიმედო იქნება და საჭირო დროს ყოველთვის მხარში ამოუდგება.

სასწორი — ლოიალური მამაკაცი

სასწორი
სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც მის განწყობაზე ადაპტირებას შეძლებს, მაგრამ, ამავე დროს, თავისი თვალსაზრისის დაცვასაც შეძლებს.

მორიელი — ვნებიანი მამაკაცი

მორიელი
მორიელი

მორიელი ქალები მძლავრი სექსუალური ენერგიის მატარებელნი არიან, ამიტომ მათ მათი ტემპერამენტის შესაფერისი მამაკაცი სჭირდებათ.

მშვილდოსანი — მგრძნობიარე მამაკაცი

მშვილდოსანი
მშვილდოსანი

მშვილდოსან ქალს სჭირდება მამაკაცი, რომელიც იუმორის გრძნობით შეძლებს დაძაბულობის მოხსნას, რომელიც იგრძნობს, როდის და რა უნდა გააკეთოს თავისი ქალის განწყობისთვის.

თხის რქა — შრომისმოყვარე მამაკაცი

თხის რქა
თხის რქა

ამ ნიშნით დაბადებულ ქალს შრომისმოყვარე, გამჭრიახი და ენამოსწრებული მამაკაცი სჭირდება.

მერწყული — საყვარელი

მერწყული
მერწყული

მერწყულს მომხიბლავი, კონტაქტური და ვნებიანი პარტნიორის პოვნა სურს. მის გვერდით ის მოდუნებულად და საკუთარ თავში დარწმუნებულად იგრძნობს თავს.

თევზები — რომანტიკოსი

თევზები
თევზები

მას გულმოწყალე და წინდახედული პარტნიორი სჭირდება, რომელსაც ძლიერი წარმოსახვა ექნება. პარტნიორს თავისი მგრძნობიარე მხარის წარმოჩენა უნდა შეეძლოს.

15895
მაყვალი

მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები

51
(განახლებულია 16:38 26.07.2021)
ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს.

ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები: როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა>>

მაყვალი (Rubus fruticosus) — ვარდისებრთა ოჯახის კენკროვანი მცენარეა. იზრდება ბუჩქებად. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. მაყვლის 200-მდე სახეობაა გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.

ნაყოფს იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემსა და სხვა ნაწარმს.

სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთოლი და ბუჩქის ფესვები.

მაყვლის შემადგენლობა

მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით – ეთერზეთს; ფესვები – ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.

ჟოლო და მისი სასარგებლო თვისებები>>

მაყვლის სასარგებლო თვისებები

ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნერვული სისტემის დარღვევებისას, ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

ნედლი ნაყოფისგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.

მშრალი კენკრის ნაყოფს იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. არის სიცხის დამწევი, აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, ხოლო მკვახე – შემკვრელ მოქმედებას.

მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლდენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.

ფოთლის ნახარში გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების დროს, ფოთლების ნახარშის საფენებს იდებენ კანის სხვადასხვა დაავადების დროს – სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი>>

მაყვლის ფესვების ნახარში კარგი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

51
თემები:
სასარგებლო რჩევები
Пандемия коронавируса - вакцинация и термоскрининг

როდის იტყუება თერმომეტრი: ექიმი მცდარი ჩვენების მიზეზებს განმარტავს

61
(განახლებულია 14:05 26.07.2021)
უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი გასწავლით, როგორ უნდა გაიზომოთ სიცხე უკონტაქტო თერმომტრით ისე, რომ რეალური მაჩვენებელი მიიღოთ

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბევრს მიაჩნია, რომ უკონტაქტო (ინფრაწითელი) თერმომეტრები იტყუება და შეცდომით აჩვენებს სხეულის ტემპერატურას, სინამდვილეში კი დამნაშავეა არა თავად თერმომეტრი, არამედ მისი არასწორი გამოყენება, განუცხადა რადიო Sputnik-ს უმაღლესი კატეგორიის ექიმმა-თერაპევტმა ალექსეი ვოდოვოზოვმა.

მისი თქმით, ინფრაწითელ თერმომეტრებს უმეტესობა არასწორად იყენებს, უმიზნებს რა მას შუბლს ან მაჯას. ასეთ შემთხვევაში კი მზომი ხელსაწყო სხვა არაფერია, თუ არა „შემთხვევითი ციფრების გენერატორი“.

„ასე რეალური ტემპერატურის „დაჭერა“ საკმაოდ ძნელია. თერმომეტრის ინსტრუქცია ითვალისწინებს შემდეგს: ჯერ უნდა ჩართოთ ხელსაწყო, დააჭიროთ თითი ღილაკს, შემდეგ შუბლიდან გარკვეულ მანძილზე გაატაროთ და აუშვათ თითი ღილაკს“, — განმარტავს ექიმი.

ვოდოვოზოვის თქმით, სანამ რომელიმე სახის თერმომეტრს გამოიყენებთ, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ინსტრუქცია, სადაც დეტალურადაა ახსნილი, სხეულის რა ნაწილებზე, რა დაშორებითა და რა დროის განმავლობაში უნდა გაიზომოთ სიცხე.

ამასთან ექიმი გირჩევთ, არ გაიზომოთ ტემპერატურა ქუჩიდან შენობაში შესვლისთანავე. ასეთ დროს თერმომეტრი რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ მონაცემს გაჩვენებთ.

61
თემები:
ექიმი გირჩევთ
ექიმები

კომპენსაცია გმირ ექიმებს - პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

0
პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს ასზე მეტი ექიმი შეეწირა, პაციენტების გადარჩენისას მედპერსონალის 33%-მა გადაიტანა COVID-19 - მათი თავდადებული შრომა უნდა დაფასდეს

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების და გაცემის პირობების განმსაზღვრელ კანონპროექტზე პარლამენტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის მოძრაობას „სამართლიანი მედიცინა“.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის დროს მედპერსონალს საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში უწევს მუშაობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ნამდვილად სამართლიანი იქნება.

„ამდაგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ მივიღეთ მაშველებთან, მეხანძრეებთან, პოლიციელებთან მიმართებაში. როგორც ინფორმაცია მაქვს, საგანგებო სამსახურის მიერ ასეთი ფაქტების დროს კომპენსაციები გაიცა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე, ასეთი ჩარჩო არ არსებობს, როგოც სხვა შემთხვევებში და ლოგიკა არის იმაში, რომ მედპერსონალთან დაკავშირებითაც მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება კარგია, მაგრამ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მის საკანონმდებლო გაფორმებაზე იმუშავებს. ხუნდაძის თქმით, ამ პროცესში ჩაერთვება ყველა კომპეტენტური უწყება - ჯანდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები.

დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტზე მუშაობაში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.

„ეს არის ზეპარტიული და აპოლიტიკური თემა, ამიტომ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ სწორი, სამართლიანი და, მე ფიქრობ, აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსის გამო ასზე მეტი ექიმი გარდაიცვალა, ხოლო 33% დაინფიცირდა.

0