ბედისწერის 25 მარტივი წესი - დაიცავით ისინი და..

ფიქრები ზღვასთან
ფიქრები ზღვასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა

იცით, რომ ბედნიერებას თავისი წესები აქვს? მათი რაოდენობა 25-ით განისაზღვრება. ვინ მოიგონა ისინი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ვინც კი მას გაეცნობა, ყველა ეთანხმება. ეს წესები რამდენადმე ფსიქოთერაპიული ტექნიკაა, მათი ამოცანაა ადამიანის გადარწმუნება, ეს კი ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ ეს წესები სერიოზულ მიდგომას ითხოვს. თუ ამ წესებს თვალსაჩინოდ კედელზე გაიკრავთ, ცოტა ხანში შეატყობთ, რომ ცხოვრება გაცილებით გაგიადვილდათ.

© FL/ y miyaრომ შეცვალო საკუთარი გზა, უნდა შეჩერდე და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო სხვა მიმართულებით მოძრაობა.
რომ შეცვალო საკუთარი გზა, უნდა შეჩერდე და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო სხვა მიმართულებით მოძრაობა. - Sputnik საქართველო
რომ შეცვალო საკუთარი გზა, უნდა შეჩერდე და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო სხვა მიმართულებით მოძრაობა.

მაშ ასე:
1 — ყველაფრის სათავე სიცარიელეა, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ამოივსოს.

2 — სასურველს რომ მიაღწიო, მარტო სურვილი არ კმარა, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩნდება შესაძლებლობა.

3 — რომ შეცვალო საკუთარი გზა, უნდა შეჩერდე და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო სხვა მიმართულებით მოძრაობა.

4 — ცხოვრებაში ყველაფრისთვის პასუხი მოგეთხოვება. ყველაზე ცუდი კი უმოქმედობაა. ზოგჯერ ამას მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს ხვდები.

5 — თუ ადამიანს ყოველთვის ეშინია, შეცდომა არ ჩაიდინოს ისე, რომ ვერც ხვდება ამის შესახებ, ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას უკვე სჩადის.

6 — მსგავსი მხოლოდ მსგავსს იზიდავს, ცხოვრებაში შემთხვევითი არაფერია. ჩვენ მივიზიდავთ ხოლმე არა იმ ადამიანებს, ვისი ნახვაც ჩვენ გვერდით გვსურს, არამედ მათ, ვინც ზუსტად ჩვენი მსგავსია.

7 — თუ ხედავ, რომ დასახულ მიზანს ვერ აღწევ, კონცენტრაცია სხვა მიზანზე მოახდინე და როცა მას მიაღწევ, შემდეგ კვლავ მიუღწეველ მიზანს დაუბრუნდი.

© FL/ J. Triepkeცვლილებებისკენ მიილტვი? — მაშინ დაივიწყე პასიურობა
ცვლილებებისკენ მიილტვი? — მაშინ დაივიწყე პასიურობა - Sputnik საქართველო
ცვლილებებისკენ მიილტვი? — მაშინ დაივიწყე პასიურობა

8 — თუ ცხოვრებისგან არაფერს ითხოვ, ვერც ვერაფერს მიიღებ. ყოველთვის ნათლად განსაზღვრე საკუთარი სურვილები.

9 — ცხოვრებაში არ არსებობს აბსოლუტური სიამოვნება, ის ყოველთვის შემოიფარგლება სამყაროს ჩვენეული აღქმით. 

10 — ცვლილებებისკენ მიილტვი?— მაშინ დაივიწყე პასიურობა.

11 — ცხოვრება ყოველთვის გაიძულებს სწორედ ის ამოცანები ამოხსნა, რომლებსაც გაურბიხარ.

12 — არჩევანი ყოველთვისაა, ზოგჯერ ის არჩევანის არარსებობაშიც გამოიხატება. როცა ერთს იძენ, მეორეს კარგავ, ამიტომ დანაკარგი გარდაუვალია. მაგრამ ისინი ყოველთვის შეგიძლია განვიხილოთ როგორც ახალი შენაძენი.

13 — ახალი ყოველთვის გულისხმობს ძველის განადგურებას, მაგრამ არა მხოლოდ განადგურებაა საჭირო, არამედ ახლისთვის ადგილის გასუფთავებაც, და უნდა იცოდე რას აშენებ და როგორ, თუ ეს არ იცი, მაშინ ძველის განადგურებასაც არა აქვს აზრი.

14 — ადამიანს სურს ცხოვრება შეცვალოს, მაგრამ მას ძველი სტერეოტიპები უშლის ხელს, ამიტომ ცვლილებები ყოველთვის მოითხოვს დიდ დროს და სულიერ დანახარჯებს.

CC BY-SA 2.0 / Kalyan Kanuri / thorny sunსამყაროში ყველანი არსაიდან მოვდივართ და არსაით მივდივართ.
სამყაროში ყველანი არსაიდან მოვდივართ და არსაით მივდივართ.   - Sputnik საქართველო
სამყაროში ყველანი არსაიდან მოვდივართ და არსაით მივდივართ.

15 — ყოველი ჩვენგანი იზიდავს იმას, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს, ბედისწერა არასოდეს გაძლევს ზედმეტს, ის, მართალია, გულუხვია, მაგრამ სასურველის ფარგლებში. გააფართოვე ეს საზღვრები და მიიღე მეტი.

16 — ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე. ვიღაც გიყვარს – ვიღაც გძულს. ადამიანი სტაბილურობისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ამავე დროს მოზომილი ცხოვრების გამო უკმაყოფილების გრძნობას გამოხატავს. შეუძლებელია რაღაცის გაგება, თუ მისი საწინააღმდეგო მხარე არ იცი…

17 — ადამიანები ჰარმონიისკენ მიისწრაფვიან, მაგრამ მას რომ მიაღწიო, შენ შიგნით უნდა გქონდეს ჰარმონია: ესაა შენი დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერება და მიღება. აუცილებელია, რომ გონება, ქცევა და გრძნობები შეთანხმებულად მოქმედებდეს.

18 — უნდა ხვდებოდე, რომ სამყარო მხოლოდ სიამოვნებისთვის არაა შექმნილი. ხშირად ის არ შეესაბამება შენს წარმოდგენას მასზე, მაგრამ ყოველთვის უნდა ისწრაფოდე სიკეთე აკეთო, ის, ვინც ამას ვერ ხვდება, სხვის სიკეთესაც ვერ დააფასებს.

19 — ადამიანს სხვებში ყოველთვის აღიზიანებს ის, რაც თავად მასში დევს. სხვები, შესაძლოა, სარკედ იქცნენ. საჭიროა, რომ მათში ხშირად ჩაიხედოთ და მაშინ საკუთარ თავსაც უკეთ შეიცნობთ.

© Pixabay / SimonaR„ადამიან-სარკესთან“ ურთიერთობისას გაცემული ენერგია უკან ბრუნდება
„ადამიან-სარკესთან“ ურთიერთობისას გაცემული ენერგია უკან ბრუნდება - Sputnik საქართველო
„ადამიან-სარკესთან“ ურთიერთობისას გაცემული ენერგია უკან ბრუნდება

20 — თუ შეპყრობილი ხარ სურვილით რაღაცას ფლობდე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ აღიარებ საკუთარ შესაძლებლობებსა და ღირსებებს. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, იქნებ, იმაზე მეტს ფლობ, ვიდრე გსურს?

21 — ძალიან რთულია ნეგატიურ აზრებს წინააღმდეგობა გაუწიო, ისინი გაიძულებს იტანჯო და მუდმივად იღელვო. მათგან ერთი აზრი გამოყავი და გაანადგურე. მაშინ გაარღვევ ბოროტების ჯაჭვს და იგი ასე ძალიან უკვე აღარ მოგაბეზრებს თავს.

22 — მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და მაშინ შენი ყოველგვარი მღელვარება და კომპლექსი გაქრება. შენ კი სრულფასოვანი ცხოვრების დაწყებას შეძლებ.

23 — სამყარო ჩვენ გარშემო ნეიტრალურია, ეს ჩვენ ვქმნით მისგან ცუდს ან კარგს. ეცადე, რეალობა პოზიტიურად აღიქვა, მაშინ ის ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანს.

24 — არასოდეს მიიღო ირგვლივ მყოფთა აზრი როგორც ჭეშმარიტება. ყველასთვის კარგი ვერ იქნები. არაკეთილმოსურნეები ყოველთვის გამოჩნდებიან. არ მისცე მათ უფლება, რომ შენზე იბატონონ.

25 — სამყაროში ყველანი არსაიდან მოვდივართ და არსაით მივდივართ. იქნებ ჩვენი არსებობის აზრი ცხოვრების ყველანაირ გამოვლინებაშია?

P.s. დაიცავით ეს მარტივი წესები და ისინი თქვენ ბედნიერებას მოგანიჭებენ…

ყველა ახალი ამბავი
0