ბუდაპეშტის პანორამა

უნგრეთში აღმოჩენილი რუსი ტურისტი, რომელსაც ხელზე საქართველო აქვს ამოტვიფრული

2740
(განახლებულია 20:52 26.08.2016)
ამბობენ, ცხოვრება იმითაა მშვენიერი, რომ შეგიძლია იმოგზაურო. ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი ევროპაში მოგზაურობის ცოცხალ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. უნგრეთი - ნაწილი პირველი.

შევეცდები პირად მოსაზრებებზე აგებული ცოცხალი შთაბეჭდილებები გაგანდოთ. დავაკვირდი, რომ უცხო ქვეყანაში ქვეცნობიერად ყველგან საქართველოსა და ქართულთან პარალელებს ვეძებ ხოლმე… 

მოგზაურობა უნგრეთიდან, კერძოდ ბუდაპეშტიდან დაიწყო. ქალაქის არქიტექტურულ-კულტურულ ღირსებებზე არ შევჩერდები, ამას უჩემოდ, წიგნებსა და გუგლის საძიებო სისტემიდანაც შეიტყობთ. პირადად ჩემთვის უცხო ქვეყანასთან ურთიერთობა და გაცნობა პირველ რიგში ადამიანებით იწყება. ისტორიულად ჰუნების შთამომავლები, უნგრელები, სამხრეთელების მსგავსად თბილი და ყურადღებიანი ხალხია, იმდენად თბილები, რომ ქუჩაში გაჩერებული ნებისმიერი ადამიანი სანამ არ დარწმუნდება, რომ დაგაკვალიანა და მითითებული ადგილი მიგასწავლა, მართლა არ შეგეშვება. ასე რომ, აქ ჩასულს სადმე დაკარგვის შიში მალევე გიქარწყლდება. ბუდაპეშტის ქუჩაში ხალხის მასის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმისთვის, რომ შეამჩნიო, უნგრელი ქალები ულამაზესები არიან, ფერიებივით ლამაზები და ჩამოსხმულები.

ცნობილი ფაქტია, რომ ტრანსპორტი ამ ქალაქში ძვირი არ არის და ძირითადად მეტროთი სარგებლობენ. გულახდილად გეტყვით, თბილისური მეტროს შემხედვარე ყოველთვის შინაგან უხერხულობას ვგრძნობდი ტურისტების წინაშე, მაგრამ მერწმუნეთ, ბუდაპეშტის მეტროსთან შედარებით ჩვენი მეტროპოლიტენი ბევრად მიმზიდველად და კომფორტულად  გამოიყურება. (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წყალი და სარეცხი საშუალება მას კარგა ხანია არ შეხებია). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბუდაპეშტის მეტროსადგურის ყვითელი ხაზი ყველაზე ძველია ევროპაში, ის 1896 წელს აშენდა და მას პირვანდელი იერი დღემდე აქვს შენარჩუნებული. იქ მყოფს თავი მუშტაიდის მსგავს საბავშვო გასართობი ქალაქის სათამაშო მატარებელში გეგონებათ. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში მეტროში ჩასვლას აქაც არავინ აკონტროლებს. თუმცა ამბობენ, რომ კონტროლიორს სადღაც, ოდესღაც მაინც გადაეყრებიო…

ბუდაპეშტის მეტრო
თ. გოგნიაშვილი
ბუდაპეშტის მეტრო

ბუდაპეშტის სასტუმროში შესვლისთანავე „რესეფშენში“ დაგვხვდა ჩვენი თანამემამულების მიერ დატოვებული „მემკვიდრეობის“ შედეგი — არაკეთილგონაწყობილი გარემო… სასტუმროს პერსონალის გამოხედვითაც კი ვიგრძენი, რომ „აქ ქართველს უკვე გაუვლია“… მინდოდა დამეწერა ცუდ ქართველს თქო, მაგრამ უცხოელებისთვის ხომ ეგ სულ ერთია, მათ თვალში ყველანი მაინც ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ… ასეთი „საერთაშორისო დანაშაულის“ გამო მე თუ მკითხავთ, (თავისებურად ჯარიმის სახით მაინც) პასუხიც უნდა ვაგებინოთ „ევროპის მასშტაბით“ ჩვენი თავის მომჭრელებს, გარწმუნებთ, ასეთები ცოტანი არ არინ…

აი როგორ ზრუნავენ ჩიტებზე ბუდაპეშტში
თ. გოგნიაშვილი
აი როგორ ზრუნავენ ჩიტებზე ბუდაპეშტში

ბუნებას ბუდაპეშტში პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული და სიმწვანე აქ თვალშისაცემია… თითქმის ყველგან ნახავთ ჩიტებისთვის საგანგებოდ გაკეთებულ ხეებზე მიმაგრებულ ფერად ბუდეებს და ძაღლის პატრონებს, რომლებიც ცელოფანის პარკში გახვეულ მათი ოთხფეხა მეგობრების ფეკალიებს უახლოეს ნაგვის ურნებამდე მოთმინებით რომ ატარებენ. ოდესმე მივალთ კი ამგვარ შეგნებამდე?…

უნგრეთის პარლამენტი
თ. გოგნიაშვილი
უნგრეთის პარლამენტი

მოგეხსენებათ, შთამბეჭდავია უნგრეთის პარლამენტის ისტორიული შენობა, (რომელზეც ამ ქვეყნის 88 მმართველის ქანდაკებაა) და საპატიო ყარაულის შეცვლის ტრადიციული სცენა, რასაც სამხედრო პირის ტურისტებისადმი მიმართული არაოფიციალური და ძალიან ადამიანური ტექსტი მოჰყვა:

— ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებათ უნგრეთის პარლამენტის საპატიო ყარაული, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ბედნიერ დღეს გისურვებთ… ახლა კი შეგიძლიათ ჩვენთან ერთად ფოტოების გადაღება.. — ეს გულწრფელი შემოთავაზება იქ მყოფთა ასევე გულწრფელ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ქართველებს პიარი არავისგან გვესწავლება, მაგრამ მსგავსი ბუნებრივი პასაჟი ჩვენთან რაღაც არსად მახსენდება… არადა, ეს ტურისტების თვალში საბოლოო ჯამში ქვეყნისადმი და ოფიციოზისადმი  დამოკიდებულებასაც გარკვეულად აყალიბებს. უცებ ჩვენი პირქუში, მრავლის მნახველი მთავრობის სახლის შენობა გამახსენდა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო სასიამოვნო ასოციაციებს ალბათ არასოდეს გამოიწვევს და ამდენად იქ ვერც ასეთ მიმართვას წარმოვთქვამთ…

პარლამენტთან წყლის იმგვარად დამონტაჟებული შადრევანი და აუზია, რომ აქ ფოტოს გადაღების დროს წყალში ყოფნის ეფექტი იქმნება… დამეთანხმებით, წვრილმანია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ფოტოს გადაღების გარეშე ტურისტი შინ არ ბრუნდება… 

სამახსოვრო ფოტო პარლამენტის შადრევანთან
თ. გოგნიაშვილი
სამახსოვრო ფოტო პარლამენტის შადრევანთან

უნგრელების სამზარეულო უპირატესობას ანიჭებს ღორის ხორცისგან დამზადებულ კერძებს და წითელ წიწაკას, რომელიც ამავე დროს ქალაქ ბუდაპეშტის სიმბოლოსაც წარმოადგენს. სერვისი გასაოცრად სწრაფი აქვთ, თბილისურ ზანტ სერვისს მიჩვეულებმა ავტომატურად ნახევარი საათი მარტო ყავის მოდუღებაზე გავთვალეთ, არადა, ბუდაპეშტის კაფეში სკამზე დაჯდომაც ვერ მოვასწარით, რომ ჩვენს მიერ ჰაერში ნასროლი „თუ კოფი“ ეგრევე „საქმედ“ აქციეს…

კარგად იცით, მოგზაურობა სასიამოვნო მოულოდნელობებსაც ითვალისწინებს, ამიტომ მას საბედნიეროდ ჩვენც ვერ ავცდით. ბუდაპეშტში, მარგარიტას კუნძულზე, მინი-ზოოპარკში, სადაც ფრინველები ჩვენს შორის დააბიჯებდნენ, დღეისთვის მოულოდნელ, ადამიანურ სცენას წავაწყდით. ეს გახლდათ მოსკოველი რუსი, რომელსაც ხელზე ქართული ასოებით „საქართველო“ ჰქონდა ამოსვირიგნებული…

მოულოდნელი შეხვედრა ბუდაპეშტში
თ. გოგნიაშვილი
მოულოდნელი შეხვედრა ბუდაპეშტში

ამ დროს უფრო აშკარად გრძნობ შენში მოჭარბებულ (თუმცა ან ეტაპზე ცოტა ნაადრევ) ნოსტალგიას და სიამაყეს შორს დარჩენილ ქვეყანაზე, რომლის სიყვარულმაც უცხო ქვეყნის ადამიანს ასეთი რამ ჩაადენინა… მე მაპატიეთ და, განა, რა მოგონებები უნდა გამყვეს რომელიმე ევროპული ქვეყნიდან, რომ ხელზე „უნგრეთი“ ან „ავსტრია“ ამოვისვირიგო?!… 

უცნობმა გახარებულმა შესძახა: ქართველები ხართ, არა?— შორიდანვე გიცანით, აი, ხედავთ ამას?..- და ხელზე ამოსვირინგებული ნაცნობი სიტყვა გვიჩვენა. ორწუთიანი შეხვედრის დროს, მან არც ვინაობა და არც ამ ფაქტის რეალური მიზეზი არ გამიმხილა. მხოლოდ ორი რამ გამანდო: რომ იყო ილიკო სუხიშვილის ახლო მეგობარი და საქართველოს თითქმის ყოველ წელს სტუმრობს… ახლა რომ ვუფიქრდები, იქნებ, სწორედ მოიქცა, რომ ვინაობა არ გამიმხილა. ამით ის სიყვარული, რამაც ეს ჩაადენინა, ჩემს თვალში უფრო ნაღდი და ნამდვილი გამოჩნდა. ამიტომ მადლობა მას შორიდანაც, ასეთი სიყვარულისთვის… 

(გაგრძელება იქნება)


2740
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

26
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

26
მზის ჩასვლა

15 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

5
(განახლებულია 13:41 13.08.2020)
გაეცანით 15 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

Знаки Зодиака - Лев
© Sputnik / Maria Tsimintia
ლომი

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

15 აგვისტოს დაბადებულები

15 აგვისტოს კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ასეთებზე ამბობენ ხოლმე, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. არიან სამართლიანი და ერთგული მეგობრები. არიან შესანიშნავი ლიდერები. თითოეულ საქმეს ნამდვილად დიდი მონდომებით უდგებიან.

ამ დღეს დაბადებულები საქმეში ძირითად ყურადღებას აქცევენ მთავარს და არა დეტალებს. ხშირად საზოგადოებრივი ან საქმიანი ჯგუფის, ან ოჯახური კლანის ლიდერად გვევლინებიან, რადგან თავს შესანიშნავად გრძნობენ, როდესაც საპასუხისმგებლო ამოცანებს წყვეტენ. თვითონ შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, მაგრამ თავს ნამდვილ სამეფო ტახტის წარმომადგენლად აჩვენებენ.

ამ დღეს დაბადებული ქალები თავიანთ გარშემო მზრუნველ ადამიანებს იკრებენ. მათი სახლი სასახლეა, ქმარი - მეფე, ხოლო შვილები - პრინცები და პრინცესები. მამაკაცებს მართვის არაჩვეულებრივი უნარები გააჩნიათ. მიუხედავად აშკარად გამოხატული ძალაუფლების ენერგეტიკისა, მათ პატივისცემისა და ტაქტის საკმარისი მარაგი გააჩნიათ იმისთვის, რომ მოუსმინონ თანამოსაუბრეს და შესაძლოა, მიიღონ კიდეც მათი თვალსაზრისი, თუ ეს ამად ნამდვილად ღირს.

ამ ადამიანების ტიპური თვისებები სითბო და სიკეთე არ არის, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ სასტიკ ადამიანთა რიგს მივაკუთვნოთ. 15 აგვისტოს დაბადებულები თავს ძნელად აკონტროლებენ, რის გამოც ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, რომელსაც შემდეგ დიდხანს ნანობენ. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ მოთმინება და ადამიანების გაგება, რის შედეგად ამ ადამიანების პრობლემების დიდი ნაწილი თავისთავად მოგვარდება.

ჯანმრთელობა

15 აგვისტოს დაბადებულებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები, ამან კი მათ ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია - უნდა გააკონტროლონ რაციონი, მოერიდონ ცხიმიანისა და ტკბილის უზომოდ მიღებას; უნდა იაქტიურონ ფიზიკურად.

რჩევა:

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში პირველი ვერ იქნებით. მოერიდეთ უკონტროლო კონტროლისა და თქვენით აღფრთოვანების სურვილებს.

5