ვლადიმირ მაიაკოვსკი

კაცი კი არა... ღრუბელი შარვალში...

2252
(განახლებულია 13:14 19.07.2016)
ძალიან დილა მშვიდობისა!

ო, დღეს ვაპირებ ისეთ ფორმაში დაგხვდეთ, რომ უცებ შეიძლება დაიბნეთ კიდეც… აუცილებლად კოპლებიან, წელში გამოყვანილ და მერე თავისუფლად ჩამოვარდნილ ჰაეროვან კაბაში, ოღონდ წვრილკოპლებიანში და არავითარ შემთხვევაში არა შავ-თეთრში,  მაგალითად, „ქემელის“ ფერზე ჩალისფერით, ან ზეთისხილისფერზე ნაცრისფერი მარცვლებით. ფეხზე მსუბუქი ტილოს ფეხსაცმლით, ორად გაყოფილი, მკაცრად გასწორებული და ყურებზე გადაწეული თმებით, ბოლოში „ბუნებრივად“ დაკულულებულით და ყელზე მარგალიტის ვიწრო და გრძელი ასხმით დამშვენებული.

ახლა არ მითხრათ, რომ კარგად არ გამოვიყურები და, მაგალითად, კოპლები მასუქებს, ან გადაწეული თმებით ნადეჟდა კრუპსკაიას ვგავარ… რადგან დღეს ჩვენი სტუმარია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი პოეტი და გამორჩეული შემოქმედი, საოცარი პიროვნება და, ბოლოს და ბოლოს, ორმეტრიანი მომხიბვლელი მამაკაცი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომლის პოეზიასაც კრუპსკაიას ქმარმა და ამავდროულად ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მამამ — ლენინმა თავის დროზე „გაუგებარი ტარარაბუმბია“ უწოდა, და რომელიც დაბადებულია ზუსტად ამ დღეს, 1893 წლის 19 ივლისს საქართველოში, ბაღდათში.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბავშვობიდან ვარ მასზე შეყვარებული. სხვათა შორის, ის „საბჭოთა“ ლექსიც პასპორტზე, რომელიც სასკოლო პროგრამაში შედიოდა, ძალიან მომწონდა რითმითა და რიტმით, საოცარი თავისუფლების შეგრძნებით. რაც შეეხება შინაარსს, კაცი ვერ გაიგებს, ხუმრობდა პოეტი თუ არა. მას შემდეგ, რაც დიდი ხნით ჩავუჯექი მაიაკოვსკის პოეზიასა და წერილებს, ამ ლექსში უფრო მეტი ირონია და ფარსი აღმოვაჩინე, ვიდრე აღფრთოვანება პირადობის დამადასტურებელი საბუთით. ასევე ვერავის დავეთანხმები მისი შემოქმედებისა და პიროვნების რაიმე ჩარჩოებში ჩასმის მცდელობაში.

ადრე გვასწავლიდნენ, რომ მაიაკოვსკი პროლეტარიატის „რუპორი“ იყო. ჩემთვის კი ასეთი გახლდათ, მაგალითად, მაქსიმ გორკი (თუმცა მის ბოლომდე გულწრფელობაშიც ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი). მაიაკოვსკი იმდენად დიდი იყო თავისი აზროვნებით, მასშტაბებით, სიტყვის ძალითა და არტისტიზმით, რომ ის არ ეკუთვნოდა არც ერთ მიმართულებას. მისი ხშირად ლოზუნგებივით მჭრელი ლექსები იმდენად ღრმა ლირიკასა და სენტიმენტალიზმსაც კი შეიცავს, რომ საბოლოოდ იბნევი, ვინ არის ეს კაცი — ფანატიკოსი თუ ფუტურისტი, უფაქიზესი სულის ადამიანი თუ ირონიით სავსე, „უგულო“ რითმების საოცარი შემრჩევი. მე მგონი, მაიაკოვსკი ყველანაირი იყო და ამიტომაც იყო მაიაკოვსკი ყველასგან გამორჩეული და ბოლომდე შეუცნობადი, ალბათ, ყველაზე დიდი ხულიგანი პოეზიაში… მართლაც, „ღრუბელი შარვალში“.

 

რად ღირს მისი:

„თქვენ თუ შეძლებდით ნოქტურნის დაკვრას

წყლის მილებისგან აწყობილ ფლეიტით?“

ან 

„მიმაბით ყველა კომეტის კუდზე…

ვარსკვლავის ეშვზე დავტოვებ ნაფლეთს…“

ძალიან მომწონს პოეტის საკუთარი თავისადმი ირონიული დამოკიდებულება, რაც, როგორც წესი, მხოლოდ დიდი პიროვნებების ხვედრია. ერთ-ერთი ლექსის შექმნის პროცესზე მან დაწერა: „ჩემს კიდევ ერთ, ბეჰემოთივით მოუქნელ ლექსს, აი, ასეთი სამოთხის პატარა კუდი მივაბი“.

მაიაკოვსკის მიაჩნდა, რომ მისი ათი ლექსიდან ხუთი იყო კარგი, სამი — საშუალო, ორი კი — უვარგისი. იქვე ამატებდა ხოლმე, რომ ალექსანდრე ბლოკის ათი ლექსიდან, რვა იყო ცუდი და მხოლოდ ორი კარგი, მაგრამ იმდენად კარგი, როგორსაც თავად მაიაკოვსკი ვერასდროს დაწერდა.

ვლადიმერ მაიაკოვსკი ახალგაზრდებთან ერთად.
ვლადიმერ მაიაკოვსკი ახალგაზრდებთან ერთად.

მაიაკოვსკი ცხოვრებაშიც, ისევე, როგორც შემოქმედებაში, არაერთგვაროვანი იყო. საოცარი სიკეთით გამოირჩეოდა. პოულობდა უპატრონო მოხუცებს, რომლებსაც ანონიმურად უგზავნიდა ფულს, სათუთად ექცეოდა ცხოველებს, განსაკუთრებით უყვარდა ცხენები და ძაღლები. მაგრამ ამავე დროს იცოდა სერიოზული გაბრაზება და წყენაც.

ერთხელ მაიაკოვსკიმ, რომელმაც, სხვათა შორის, მშვენივრად იცოდა ქართული ენა, განაცხადა, რომ ის ქართველებს შორის თავს ქართველად გრძნობდა, ხოლო რუსებს შორის — რუსად. დარბაზიდან ვიღაცამ უტაქტო რეპლიკა ესროლა, და სულელებს შორისო? მაიაკოვსკი არ დაიბნა და უპასუხა: „აი, სულელებს შორის კი პირველად ვიმყოფები“.

მაიაკოვსკი ყოველთვის სარგებლობდა მანდილოსნების განსაკუთრებული ყურადღებით. უამრავი რომანი ჰქონდა, მაგრამ ერთი მათგანი მისთვის მართლაც საბედისწერო აღმოჩნდა. მას ძლიერ (როგორც მხოლოდ მას შეეძლო) შეუყვარდა უკვე გათხოვილი ლილია ბრიკი, მეტად საინტერესო და არაორდინალური ქალი, რომელსაც ვერ იტანდა ანა ახმატოვა და თანაც ისე დაუფარავად, რომ თავად ეს ფაქტიც ბრიკის არაორდინალურობაზე მეტყველებდა.

მათ ძალიან რთული ურთერთობები ჰქონდათ. მაიაკოვსკიმ გადააბიჯა მორალის ყველა ნორმას – დასახლდა ლილიასა და მის მეუღლესთან ერთად. სწერდა ბრიკს საოცარ წერილებს და მიუძღვნა ის ლექსებიც კი, რომელიც მის გაცნობამდე შექმნა. ლილია კი არც მალავდა, რომ აბსოლუტურად აკონტროლებდა მაიაკოვსკის და რომ „მისი მათრახის“ შემდეგ პოეტს უკეთესი ლექსები გამოსდიოდა.

ძალიან გასაკვირია და გაუგებარი, როგორ შეძლო ამ ქალმა, რომელიც არ გამოირჩეოდა არც განსაკუთრებული მომხიბვლელობით, არც სათნოებითა და მიმტევებლობით, ამ დევივით კაცის დამონება.

შეიძლება პასუხი ძალიან მარტივიც იყოს. მაიაკოვსკის შეუყვარდა, სხვანაირი სიყვარული კი მას არ შეეძლო. ვიღაც სხვა რომ შეჰყვარებოდა, ალბათ, მასზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, მაგრამ…

ის არასდროს არაფერში არ ადანაშაულებდა ბრიკს, პირიქით, ყოველთვის და ყველასთან იცავდა, რისთვისაც კიდევ უფრო მიყვარს და ვაფასებ. როგორ შეიძლება, ქალზე, რომელიც გიყვარს, ვინმეს რამე ალაპარაკო?!

ერთხელ ისიც კი გამოაცხადა, ნუ ეკამათებით ლილიას, ის ყოველთვის მართალიაო.

ვიღაცამ ჰკითხა, მაშინაც კი, მაგალითად, რომ თქვას, კარადა ჭერზე დგასო? 

მაიაკოვსკიმ, კიო.

შეეკამათნენ.

კი, მაგრამ, კარადა ხომ სინამდვილეში იატაკზე დგას?

მაიაკოვსკი არ დაიბნა:

— ეს თქვენთვის დგას იატაკზე და, აბა, ქვედა მეზობელს ჰკითხეთ!

აი, ასეთი იყო, ყველაფერში სხვანაირი და გამორჩეული, კოსმიური და მიუწვდომელი… და ამავე დროს, როგორც აღმოჩნდა, სრულიად დაუცველი.

ის სულ 37 წლისა იყო, როდესაც საკუთარი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან.

საოცარი სიტყვები აქვს ნათქვამი: „თუ კი ვარსკვლავებს ანთებენ, ესე იგი, ეს ვიღაცას სჭირდება“.

შესაბამისად, თუ ვარსკვლავი ქრება, ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მას მოეჩვენა, რომ არავის არ სჭირდება, ან იმდენად კაშკაშად ანათებდა, რომ ვერ გაუძლო და… გადაიწვა.

გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

2252
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 11 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

455
(განახლებულია 10:41 11.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

11 ივლისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ესაა გულწრფელობის, სულიერი გარდასახვის, ეჭვების გადალახვის დღე. შესაძლებელია შინაგანი გარდასახვა. სასურველია თანამოაზრეების გვერდში ყოლა.

ამ დღეს ადამიანები კომუნიკაბელური და გულგახსნილი არიან. ნაყოფიერი მუშაობის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ახალი ნაცნობობა, ახალი საქმეების დაწყება, ლიდერის თვისებების გამოვლენა.

არასასურველია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, ვინმეზე ან რამე ვითარებაზე აყოლა, პასიურობა.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის ნიშნის დროს სჯობს, თავი შეიკავოთ თმის შეჭრის ან შეღებვისგან. ნებისმიერ ქიმიურ პრეპარატს ამ დღეს უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს იმუნიტეტზე.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

სახის ნიღბების სახით გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

  • მებაღეობა: ამ დღეს სასურველია ბაღში მცენარის მიწისზედა ნაწილებთან მუშაობა, რადგან ქვედა ნაწილზე იზრდება ზეწოლა, მცენარის წვენი ფესვებისკენ მიდის. მცენარეები ამ დროს ისვენებენ და ცუდად იზრდებიან.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

455
პალმა ცისა და ღრუბლების ფონზე

11 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

64
(განახლებულია 10:39 11.07.2020)
გაეცანით 11 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

11 ივლისს დაბადებულები

11 ივლისს საკმაოდ გულდახურული ადამიანები იბადებიან, რომელთაც ყველაფერში სიფრთხილე სჩვევიათ. მათ მთავარ თვისებებს შორისაა მოთმინების უნარი, შრომისმოყვარეობა და რაციონალიზმი. როგორი იქნება ადამიანის ცხოვრება, თვითონ მასზეა დამოკიდებული - თუ გააცნობიერებს თავის შეცდომებს, იქნება მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე, კეთილდღეობას მიაღწევს.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

11 ივლისს დაბადებულები სოციალურად აქტიური ადამიანები არიან, მათი ინტერესები ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება. თავს ყველაფრის მცოდნედ მიიჩნევენ, მზად არიან, ყველაფერზე საკუთარი აზრი გამოთქვან და ამით ამაყობენ კიდეც. როგორც წესი, ჰყავთ მეგობრების ვიწრო წრე და ყველაზე გულდახურულებიც კი მზად არიან, მათ თავიანთი აზრები გაუზიარონ. ვისაც არ ენდობიან, მათ არავითარ შემთხვევაში არ გაუხსნიან გულს. უყვართ საიდუმლოს გაზიარება თავიანთი რჩეულებისთვის.

ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის ცდილობენ, რომ მათი სიტყვა და საქმე ერთი იყოს, სურვილი აქვთ, რომ ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, თან, მნიშვნელობა არა აქვს, ეს მოვლენა ნამდვილია თუ ჭორი. მიღებულ ინფორმაციას თავის სასარგებლოდ იყენებენ. აუცილებლობის შემთხვევაში, მეტოქის „გასანადგურებლად", დეზინფორმაციის გამოყენებაც შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ, თავი „უიარაღოდ" მოაჩვენონ და შემდეგ „ხმალი მოულოდნელად იშიშვლონ". თავიანთი არტისტული მიგნებებით ამ დღეს დაბადებულები ამაყობენ.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

ამ დღეს დაბადებულებს არ ახასიათებთ ლიდერობა, რადგან თავის თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება არ უყვართ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრება და თავიანთი ძალების სამუშაოზე დახარჯვა არ უყვართ. მუდამ ელოდებიან მომენტს, როდესაც საბედისწერო ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მიეცემათ, ფანტაზიებში ვარდებიან და გეგმებს აწყობენ. ახასიათებთ ნარცისიზმი, ამიტომ მათ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს საკუთარი გარეგნობის გამო განცდები.

ჯანმრთელობა

11 ივლისს დაბადებულები უფრო მეტად სხვისი ჯანმრთელობით არიან შეშფოთებული, ვიდრე საკუთარი. მათი სისუსტეა სხვადასხვა დელიკატესი, ნუგბარი, რასაც მოგვიანებით პრობლემების შექმნა შეუძლია. ამიტომ უნდა იკვებონ დაბალანსებულად. ძალზე წაადგებათ ფიზიკური აქტივობა.

რჩევა:

ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ ეშმაკური ხერხების გამოყენება, ეს შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ გარშემომყოფები აღარაფერში გენდონ და თქვენი ნათქვამი სერიოზულად აღარ აღიქვან. დააოკეთ თქვენი ნარცისიზმი. დააბალანსეთ რეალობა და ოცნებები.

64
ნიკა გვარამია

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

0
ტელეკომპანიის განკარგულებაში აღმოჩნდა ვიდეოკადრები, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება მისცა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს არაგვში 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

„მთავარი არხი“ და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან აქტიურად აშუქებდნენ ამ თემას და აჩვენებდნენ ახალ-ახალ კადრებს, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა. სწორედ ეს გახდა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის მიზეზი.

„წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, ვინაიდან საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მას უსვამდნენ კითხვებს იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან ეთერში დაასახელა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის, მისი ორგანიზებისა და ძალადობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის არ წაუყენებიათ.

ამჟამად გამოძიებამ დანიშნა დამატებითი ექსპერტიზები, რათა გაირკვეს ექსპერტიზის მიერ უკვე დადგენილი დაზიანებების წარმომავლობა და საქმის სხვა გარემოებები. ექსპერტებმა უნდა უპასუხონ მთავარ კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში და რა მოხდა მანამდე.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე