ვენიზელოს-კუკური, ანუ უცნაური, იშვიათი სახელები და სახალისო ისტორიები

© FL/ Mart R Porter @MartRP_Photosბიჭები იცინიან
ბიჭები იცინიან - Sputnik საქართველო
გამოწერა

დაზმირებზე, ლენსტალბერებზე, ჭაჭუებსა და იური, დიული, ფაკულისა და ტეტზე (ეს უკანასკნელი ოთხი ერთი ოჯახის ოთხი ვაჟის სახელებია) დროს არ დაგაკარგვინებთ, უფრო უცნაურ და საინტერესო სახელებსა და მათთან დაკავშირებულ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ.

მნათობი — ქალის სახელი. როგორც ჩანს, ოჯახში შუქის, სიხარულისა და სილამაზის შემოტანის სიმბოლოდ არქმევენ. პირადად ვიცნობ პედაგოგ ქალბატონს, რომელსაც მნათობი ჰქვია, და რომლის სახელიც ვერაფრით დაიმახსოვრა მისმა სომეხმა მეზობელმა, ძია სურენამ — გამუდმებით „ცისკარას“ ეძახდა.

მოსამართლე ჩაქუჩით - შარჟი - Sputnik საქართველო
იყო თუ არა გვამი მკვდარი, ანუ ენამოსწრებული მოწმეები სასამართლო პროცესებზე

კაპლო — ქალის სახელი. წარმოშობილია რუსული капля–დან. ქობულეთში ერთ ქალბატონს ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ოჯახში სამი ვაჟის შემდეგ დაიბადა და მამამ, ეს ჩემი გულის „კაპლი“ გოგოაო, განაცხადა.

მერე, როდესაც ქალბატონი კაპლო მოიზარდა და საკუთარი სახელი გააპროტესტა, მამამ კატეგორიულად აუკრძალა — ჩემ სიცოცხლეში მაგ სახელს ვერ გამოიცვლი და რომ მოვკვდები, მერე რაც გინდა, ის ქენიო… მამა 94 წლისა გარდაიცვალა, როდესაც დეიდა კაპლოს უკვე შვილიშვილები ჰყავდა და მთელი ქობულეთი იცნობდა…

ისე კი, ძალიან, ძალიან ამართლებს სახელის დარქმევის მიზეზს — გულის მალამო ქალბატონია.

ელიშუქი — კაცის სახელი. ნაწარმოებია „ელექტროობისა“ და „შუქის“ შერწყმით. ასეთი ნაწარმოები სახელები განსაკუთრებით გავრცელებული იყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ და შემდგომ წლებში. თუმცა ამ სახელის მატარებელ კაცს დღესაც ბევრი იცნობს თბილისში — ორთოპედ–ტრავმატოლოგია და მის ხელში უამრავ პაციენტს გამოუვლია.

ერთ ნაცნობ გოგონას მკურნალობდა ავარიის შემდეგ, რომლის დედაც დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით სულ „ბატონო ელდენის“ ეძახდა.

რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი? - Sputnik საქართველო
„მაინც ენატრება სხვისა“ – ანუ რატომ არის სხვისი ცოლი უფრო „ტკბილი?“

ვენიზელოსი — კაცის სახელი. როგორც ჩანს, მშობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელეფთერიოს ვენიზელოსმა, ბერძენმა პოლიტიკოსმა, რომელსაც რვაჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, და ახალშობილ ვაჟსაც მის საპატივსაცემოდ უწოდეს ასე.

ერთ ჩემს ნაცნობს ერქვა ვენიზელოსი, ოღონდ ასე არავინ ეძახდა, ყველა კუკურით იცნობდა. ერთხელ ბატონ კუკური–ვენიზელოსს ოპერაცია გაუკეთეს, თუ არ ვცდები, ე.წ. ბრმა ნაწლავისა. ჩვეულებრივი, უპრობლემო ოპერაცია უნდა ყოფილიყო და მეუღლეც მშვიდად ელოდებოდა საავადმყოფოს მოსაცდელში მის დასრულებას… მაგრამ ექიმი არა და არ ჩანდა და მეუღლეც აფორიაქდა. ბოლოს, როგორც იქნა, საოპერაციოდან ექთანი გამოვიდა, ცოტა არ იყოს, დამფრთხალი მიუახლოვდა ქალს და უთხრა:

— არ შეგეშინდეთ, მაგრამ, ეტყობა, ბატონ კუკურიზე ნარკოზმა იმოქმედა, ვერ ვაფხიზლებთ, სახელი არ ახსოვს, ბოდავს…

— რას ამბობს?— შეაწყვეტინა მეუღლემ.

— რას და, ამბობს, ვენიზელოსი მქვიაო.

უცნაური სუნამოები - Sputnik საქართველო
სუნამოები, რომლებიც შემქმნელების ჭკუათმყოფელობაზე დაგაფიქრებთ

— მასე ჰქვია, დავაყარე მაგას მიწა ასი წლის მერე, მასე ჰქვია და გამოათრიეთ გარეთ, არ გამიხეთქეს გული?! — აყვირდა კუკური–ვენიზელოსის მეუღლე.

რასმელი და შენგელი — და–ძმას დაარქვეს მშობლებმა. პირველი გოგონა რასმელი დაიბადა, რომელსაც ვაჟი შენგელი მიაყოლა დედ-მამამ. აბა, კითხვაზე პასუხი ხომ უნდა გაეცათ?

ქალია — ქალის სახელი. თავად არ აწუხებდა, შვილიშვილი კი ბავშვობაში საშინლად განიცდიდა – რუსულად რომ მკითხონ, რა ვუპასუხო, რომ ბებიაჩემს კალია ჰქვიაო?

არდალიონი — კაცის სახელი. არქმევდნენ მე–4 საუკუნეში მოღვაწე წმიდა მოწამის არდალიონის საპატივსაცემოდ. ამაში, თითქოს, დიდად უცნაური არაფერია, მაგრამ ცნობილია, რომ 50–იან წლებში ასე ერქვა ბაღდათის… ღვინის ქარხნის დარაჯს, რაც ფრიად ახალისებდა იქაურებს.

არანაკლებ საინტერესოდ და სახალისოდ გვეჩვენება ერთი ინგლისელი თერაპევტის მიერ გაკეთებული დასკვნა: მეცნიერი მიიჩნევს, რომ რომ გულ–სისხლძარღვთა დაავადება უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომელთა სახელები… ანბანის ბოლო მესამედის ასოებით იწყება. შესაბამისად, ქართველების შემთხვევაში, მშობლები უნდა მოერიდონ შვილებისთვის ისეთი სახელების დარქმევას, რომლებიც „ღან–იდან“ „ჰაე–მდე“ ასოებზე იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0