ძალიან მარტივი, ეფექტური და იოლად დასამახსოვრებელი ხერხები კოღოებისგან თავდასაცავად

© FL/ S. Raeკოღო
კოღო - Sputnik საქართველო
გამოწერა

იმისთვის, რომ აბეზარმა და სისხლისმწოველმა კოღოებმა ზაფხული არ ჩაგაშხამოთ, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, ძალიან ეფექტურ და გამოცდილ მეთოდს მათ დასაფრთხობად.

•    ლიმონი მიხაკით

გაჭერით ლიმონი და ჩაარჭეთ მათში მიხაკის მარცვლები. დაილაგეთ ისინი საწოლთან და ფანჯარა თამამად გამოაღეთ. სასიამოვნო სურნელი და კოღოების სრული კაპიტულაცია–გაქცევა გარანტირებულია.

მიხაკის მარცვლები გაუჭრელ ლიმონშიც შეგიძლიათ ჩაარჭოთ და ლამაზი ბაფთით ჭაღზე ჩამოჰკიდოთ. ამბობენ, რომ ეს ხერხიც ეფექტურია.

ვფიქრობთ, იმის განმარტება, რომ მიხაკის მარცვლები ლამის ყველა ნაბიჯზე იყიდება, არ გჭირდებათ.

© FL/ Niklas Morbergლიმონი და მიხაკის მარცვლები კოღოებს ეფექტურად ებრძვის
ლიმონი და მიხაკის მარცვლები კოღოებს ეფექტურად ებრძვის - Sputnik საქართველო
ლიმონი და მიხაკის მარცვლები კოღოებს ეფექტურად ებრძვის


•    არომატული ზეთები

კოღოების წინააღმდეგ ბრძოლაში უებარი ეფექტი აქვს ლავანდის, კატაბალახას, ევკალიპტის, ნემსიწვერას (герань), ანისულის, პიტნის, ქონდრის, ჩაის ხის, ქაფურის დაფნის, კედრის არომატულ ზეთებს. ნუ შეგაშინებთ ჩამონათვალი. ეს არომატული ზეთები ყველა ჰიპერმარკეტში იყიდება.

გამოყენების ხერხები:
1.    დაასველეთ ბამბის ქულა რომელიმე ამ ზეთით და მოათავსეთ ის ან ფანჯრის რაფაზე ან სასთუმალთან, ბალიშის სიახლოვეს.

2.    შეურიეთ აქედან რომელიმე ზეთი ტანის კრემს და წაისვით სამოსით დაუფარავ ადგილებზე.

•    ოთახის ყვავილები

პიტნა, მირტი, როზმარინი და ნემსიწვერა — ეს მცენარეები ძლიერი არომატის წყალობით ეფექტურად აფრთხობს კოღოებს. კიდევ უფრო ძლიერმოქმედი საშუალება მათ წინააღმდეგ – ეს პომიდვრის (ტომატის) ფოთლებია.

CC BY-SA 2.0 / Till Westermayer / Tiger tomatoპომიდვრის (ტომატის) ფოთლები ძლიერი საშუალებაა კოღოების დასაფრთხობად
პომიდვრის (ტომატის) ფოთლები ძლიერი საშუალებაა კოღოების დასაფრთხობად - Sputnik საქართველო
პომიდვრის (ტომატის) ფოთლები ძლიერი საშუალებაა კოღოების დასაფრთხობად

    გირჩები და ღვია

თუ ბუნებაში გახვედით დასასვენებლად და კოღოები შემოგესივნენ, მოძებნეთ გირჩები და ღვია, ჩაყარეთ ისინი კოცონში და მშვიდად განაგრძეთ დასვენება. კოღოები ვერ იტანენ დამწვარი გირჩებისა და ღვიის სუნს.

CC BY 2.0 / Pussreboots / juniperღვია ნაძვის გირჩებთან ერთად არაჩვეულებრივად ებრძვის კოღოებს
ღვია ნაძვის გირჩებთან ერთად არაჩვეულებრივად ებრძვის კოღოებს  - Sputnik საქართველო
ღვია ნაძვის გირჩებთან ერთად არაჩვეულებრივად ებრძვის კოღოებს


თუ ჩვენმა რჩევებმა თქვენამდე გვიან მოაღწია და კოღოებმა უკვე მოასწრეს თქვენი დაკბენა:

•    აიღეთ ხახვი, გაჭერით შუაზე და სველი მხრით დაიდეთ ნაკბენზე.

•    დაჭყლიტეთ ნივრის კბილი და გააზავეთ ცოტაოდენ წყალში. დაასველეთ მასში რამე ნაჭერი და დაიდეთ ნაკბენზე.

•    გაჭერით ლიმონი, გამოწურეთ წვენი, დაასველეთ ბამბა და წაისვით ნაკბენზე.

ყველა ახალი ამბავი
0