სიყვარული ქართულად, ანუ Love Story-ს ტოპ-ხუთეული საქართველოდან

© photo: Sputnik / Michae Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიშეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეყვარებულების დღისთვის Sputnik-მა 5 ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი ლეგენდა და რეალური ისტორია შეკრიბა. მაშ ასე, 5 ყველაზე საინტერესო Love Story, ანუ სიყვარული ქართულად.

შესვა სიყვარულის სადღეგრძელო, შექმნა ამ სიყვარულის სახელით შედევრები, ჩაიდინო გიჟური საქციელი და შეძლო შეუძლებელი — ახირება კი არა, არამედ ქართული ეროვნული მახასიათებელია. 

სოფიკო და კოტე

სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძის სიყვარულის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ისტორიაა. ეს წყვილი ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური წყვილი იყო მთელს საბჭოთა კავშირში. ერთი — ცნობილი მსახიობი და მეორე — მსოფლიოში აღიარებული სპორტული კომენტატორი და თეატრალური მსახიობი. 

კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ორივე დაიჯახებული იყო. მაგრამ ამას ძლიერი გრძნობის გაჩენისთვის ხელი არ შეუშლია. ერთ-ერთ სპექტაკლში სოფიკომ და კოტემ შეყვარებულები ითამაშეს, და მათი შესრულებული როლები ყალბი არ ყოფილა. ორივემ მეუღლეების მიტოვება გადაწყვიტა, შემდეგ ერთად 30 გრძელი და ბედნიერი წელი გაატარეს.

© SPUTNIK/ იური სიმონოვიკოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი
კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი - Sputnik საქართველო
კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

შეფარულ გზავნილებში, თავის რეპორტაჟებში მახარაძე მსოფლიოს გასაგონად სოფიკოს პაემანზე ეპატიჟებოდა, ხოლო ჭიაურელი აღიარებდა, რომ კოტესა და სამი შვილის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ეს იყო ერთმანეთისადმი არამიწიერი, ღრმა და მგრძნობიარე მიჯაჭვულობის წლები. 

სოფიკომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხუთი წელი იცოცხლა. კოტეს გარდაცვალების შემდეგ სოფიკო ჭიაურელს ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ ბედნიერი ცხოვრება განვლო. მან თავისი მონოსპექტაკლიდან „სიყვარულის სულთათანა“ ციტატით უპასუხა:„ბედნიერება მაშინ გაქვს, როცა გიყვარს. და სანამ გიყვარს, ბედნიერი ხარ. როგორც კი სიყვარული მიდის, მასთან ერთად მიდის ბედნიერებაც“.

სიყვარულის ქანდაკება „ალი და ნინო“ 

ქანდაკება „ალი და ნინო“ არა მარტო ბათუმის სავიზიტო ბარათია, არამედ სიყვარულის ნამდვილ სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც საოცარ ისტორიას განასახიერებს.

ცოტამ თუ იცის, რომ ამ ორი შეყვარებული გიგანტის შექმნა ქართველ მოქანდაკე თამარ კვესიტაძეს ამავე სახელწოდების რომანმა შთააგონა, რომლის ავტორიც, სავარაუდოდ, ყურბან საიდია. რომანის მთავარი გმირები არისტოკრატიული გვარის შთამომავალი ალი ხან შირვანშირი და ქართველი თავადის ქალი ნინო ყიფიანია.

მათ ერთმანეთის სიყვარული ეწერათ, მიუხედავად ბედის მრავალი უკუღმართობისა — სხვადასხვა სარწმუნოების, მშობლების წინააღმდეგობისა და სასტიკი გამოცდისა — სიყვარული ბოლომდე გაიტანო და დაიცვა.

ნინოსადმი სიყვარულით ალი ქრისტიანობასა და ევროპულ სამყაროს უახლოვდება, ხოლო ქართველი ქალი — პირიქით, ისლამს. ისტორია, გარდა უზარმაზარი სიყვარულისა, ასევე ხალხებს შორის ურთიერთგაგების სიმბოლოც არის. ახალგაზრდების სიყვარულს ხომ ნაყოფიც მოსდევს — ქალიშვილი თამარი.

ალი და ნინო
ალი და ნინო - Sputnik საქართველო
ალი და ნინო

„ალისა და ნინოს“ ქანდაკება ბათუმის ბულვარის ცენტრში — ეს საოცარი სილამაზის მოძრავი ინსტალაციაა. ყოველ საღამოს ზღვის სანაპიროზე ფოლადის შეყვარებულები ერთმანეთისკენ ნელა მოძრაობენ, მდგომარეობას ყოველ ათ წუთში ერთხელ იცვლიან, სანამ ერთმანეთს არ შეხვდებიან და ერთ მთლიანობად არ შეერწყმიან. ამის შემდეგ უკუპროცესი იწყება, შემდეგ — ყველაფერი ახლებურად. 

ეს სასიყვარულო შერწყმა ილუმინაციით ეფექტურად არის განათებული. ნამდვილად სულისშემძვრელი სანახაობაა!

შეყვარებული ფიროსმანი

არიან ადამიანები, რომელთაც ფიროსმანის ნახატები არ უნახავთ, მაგრამ აუცილებლად სმენიათ ფრანგ მსახიობ მარგარიტასადმი ღარიბი მხატვრის სიყვარულის შესახებ. 

ამ ქალმა გენიალური ქართველი პრიმიტივისტის სიმშვიდე და მასთან ერთად მთელი მისი „ავლადიდება“ „მიიტაცა“. მარგარიტა დე სევრი მოცეკვავე, მომღერალი და მსახიობი იყო. ის თბილისში XX საუკუნის დასაწყისში მოხვდა. ნიკო ფიროსმანმა პირველად ის აფიშაზე ნახა, შეუყვარდა და მისი პორტრეტი დახატა. ამის შემდეგ კი ისეთი რამ გააკეთა, რითიც მთელს მსოფლიოს თავის შემოქმედებაზე არანაკლებ დაამახსოვრებინა თავი.

ნიკო ფიროსმანის ჟირაფი - Sputnik საქართველო
ფიროსმანის "გაცოცხლებული" ტილოები

ლეგენდის თანახმად, ნიკო ფიროსმანმა თავის დაბადების დღეზე მთელი ქონება გაყიდა და აღებული ფულით ქალაქში ყველა ყვავილი შეიძინა. „მილიონი ალისფერი ვარდი“ ("Миллион алых роз") — რაზეც ანდრეი ვოზნესენსკის ცნობილ სიმღერაში მღერიან, რა თქმა უნდა, ლამაზი ლეგენდის ნაწილია. ყვავილების რაოდენობა არავის დაუთვლია. თანაც, ვარდების გარდა იქ მრავალი იასამანი, აკაცია, შროშანი, პიონი და მიხაკი იყო. გადმოცემის მიხედვით, როდესაც ფრანგმა მსახობმა ყვავილების ზღვა დაინახა, გამოვიდა მხატვართან და აკოცა მას.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მარგარიტა და ფიროსმანი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. თუმცა, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მხატვარი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის გარდაცვლილი იყო, ლუვრში ფიროსმანის ნახატები გამოიფინა. ამბობენ, რომ „მარგარიტას“ ტილოსთან დიდხანს იდგა ხანშიშესული ქალი… წერდნენ, რომ ეს სწორედ ის მარგარიტა იყო.

თამარი და რუსთაველი

საქართველოს სასიყვარულო ლეგენდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის ქართველთა მეფე თამარისადმი უდიდესი სიყვარულის ისტორიაა. ისტორია გვამცნობს, რომ შოთა რუსთაველი თამარ მეფის ხაზინადარი იყო. ლეგენდის თანახმად, სასახლის კარის პოეტი დედოფალზე უგოგნოდ იყო შეყვარებული.

როგორც ზოგიერთი მემატიანე ირწმუნება, სწორედ ამ სიყვარულმა დააწერინა რუსთაველს პოემა-შედევრი. თამარ მეფეს, ბუნებრივია, რუსთაველის გრძნობისთვის არ უპასუხია. ის სულ ახალგაზრდა გახდა საქართველოს მეფე (20 წლის) და შეუდგა ქვეყნის ბრწყინვალე მართვას. მისი მეფობის ხანას „საქართველოს ოქროს ხანას“ უწოდებენ.

© SPUTNIK/ სვერდლოვინიკო ფიროსმანის სურათის რეპროდუქცია
ნიკო ფიროსმანის სურათის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანის სურათის რეპროდუქცია

გადმოცემით, თამარი ძლიერი, მამაკაცური ხასიათისა გახლდათ. მას არა დედოფალს, არამედ მეფეს უწოდებდნენ. მისმა სიბრძნემ და ძალამ ქვეყნის აყვავებას შეუწყო ხელი. ხალხის სიყვარული და პატივისცემა თამარისადმი დღითიდღე იზრდებოდა. ამასთან, თამარი მიმზიდველი გარეგნობისაც ყოფილა — მაღალი, მოხდენილი, გრაციოზული. თამარის გულისა და ხელის მოპოვებას ეზობელი სახელმწიფოების მმართველები ცდილობდნენ.

პოლიტიკური შეხედულებების გამო თამარი თავდაპირველად რუსი თავადის იური ბოგოლუბსკის მეუღლე, ხოლო შემდეგ — ოსი მეფისწულის დავით სოსლანის ცოლი გახდა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.

ასე რომ, როგორც ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რუსთაველმა თავისი მთავარი გმირის — ნესტან-დარეჯანის სახე ქართველი დედოფლის მიხედვით აღწერა. ხოლო იმისთვის, რომ მკითხველისთვის თავისი გულისნადები დაემალა, „რომლის წამალიც არ არსებობს“, პოეტმა თხრობის ადგილი არაბეთში გადაიტანა.

თვითონ რუსთაველმა, „ვეფხისტყაოსნის“ დაწერიდან მალევე, სამშობლო სამუდამოდ დატოვა, პალესტინაში გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. მისი გარდაცვალების დეტალები უცნობია. თამარ მეფე მძიმე სენისგან გარდაიცვალა. ის წმინდანად შერაცხეს. თამარ მეფეს ხალხი დღემდე სცემს თაყვანს. ქვეყანაში ლამაზი ტრადიციაა — ქორწილში პატარძალს „ვეფხისტყაოსანს“ ჩუქნიან. დიდი რუსთაველის მგზნებარე სიყვარულს — თამარს ქართველი ქალის იდეალად მიიჩნევენ.

თანამედროვე სიყვარული 

საქციელი, რომლითაც ვასრულებთ სასიყვარულო ისტორიების ტოპ-ხუთეულს, აჩვენებს, რომ ქართულ მიწაზე ნამდვილი სიყვარული და მასთან ერთად — ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი-ინტელქტუალები, არ გადაშენებულან!

თანამედროვე საქართველო, 2015 წელი. „რა? სად? როდის?“ გუნდის ახალგაზარდა და სიმპათიური კაპიტანი სანდრო ლორთქიფანიძე გადაწყვეტს, ორიგინალურად სთხოვოს ხელი თავის შეყვარებულს — გუნდის წევრს ანა მარდალეიშვილს.

ისე უბრალოდ კი არა, არამედ პირდაპირ ეთერში! და რომ ყველაფერი მაქსიმალურად დამაჯერებელი იყო, ის მხარდაჭერისთვის „რა? სად? როდის?“ კლუბის წამყვანსა და პრეზიდენტს გიორგი მოსიძეს მიმართავს.

მომავალი საქმროს ჩანაფიქრით, თამაშის ფინალში მოსიძე კაპიტნების რაუნდს სთავაზობს. წამყვანი სვამს კითხვას, გამოაქვს შავი ყუთი. ლორთქიფანიძის გუნდი, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არაა.

კითხვა ლაკმუსის ქაღალდზეა. ანი, კაპიტნის ბრძანებით, სწორ პასუხს ამბობს. მაგრამ… ბოლო მომენტში სანდრო ლორთქიფანიძე, თითქოს ნერვიულობითა და სწორ პასუხზე ფიქრით, წამყვანს პასუხის გამოცვლის ნებართვას სთხოვს. და წამყანის გამეორებულ კითხვაზე, რა არის შავ ყუთში, სანდრო იდუმლი ხმით ამბობს: „შეიძლება, იქ ბეჭედი დევს“…

ყველა შოკშია. ირგვლივ შეძახილები, გაკვირვება, კითხვებია: „რა ბეჭედი, სანდრო?“. ამ დროს წამყვანი კაპიტანს შავი ყუთის გახსნასა და იქ არსებული ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას სთავაზობს.

და რაოდენ გაკვირვებული დარჩა ყველა, როდესაც შავ ყუთში მართლა ბეჭდიანი კოლოფი აღმოჩნდა. სანდრო ლორთქიფანიძე მუხლზე დაეშვა ანი მარდალეიშვილის წინ და დაქორწინება შესთავაზა. გოგონა, რა თქმა უნდა, დათანხმდა, კაპიტანმა თავის საცოლეს ოვაციების თანხლებით აკოცა.

ხელის თხოვნის ვიდეო-რგოლმა ინტერნეტ-სივრცე მოიარა და სოციალურ ქსელებსა და მსოფლიოს გასართობ ინტერნეტ-პორტალებზე აღფრთოვანებული კომენტარები მოაგროვა. მილიონობით ადამიანი გულწრფელად აღფრთოვანდა ქართველი მამაკაცის საქციელით და იმით, რომ სიყვარულს უწინდებურად ძალუძს, შეყვარებელ ადამიანს მტკიცე ნაბიჯი გადაადგმევინოს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0