არჩევნები 2021 საქართველოში: როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების “ ოფისი
„ქართული ოცნების “ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
დღეისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული “ საქართველო  მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ეს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - დეპუტატების ნაწილი კენჭს იყრის პარტიული სიებით, ნაწილი - მაჟორიტარულ ოლქებში. დღეისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე წარადგინა.
„მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში. სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიულ სიებზე მუშაობა.
საარჩევნო ბიულეტენები - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
2020 წლის არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა: რა წერია დასკვნაში
„ჩვენ გვექნება დრო სიების წარსადგენად 2 სექტემბრამდე. მანამდე მუშა პროცესი გვექნება. სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნებისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამასთან, ოპოზიცია ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენას არ ჩქარობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა წარადგინა კალაძის კონკურენტი - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. დანარჩენი კანდიდატების თაობაზე ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკვე 21 პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა.
.
ყველა ახალი ამბავი
0