ვინ აფინანსებს სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნოდ კახა კალაძის რეკლამას

© photo : press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება მისი პირადი სახსრებით ხდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ კალაძისთვის სარეკლამო ხარჯების გაღების შესახებ, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე წარადგინა. ნონიაშვილის თქმით, დედაქალაქის მერია პიარ-კამპანიისთვის წელიწადში 5 მლნ ლარს ხარჯავს, საიდანაც 400 ათასი კალაძის პირადი გვერდის რეკლამას ხმარდება.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“: კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა
„პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მერიაში განმარტავენ იმასაც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს – 137.139,41 ლარი; 2019 წელს – 143.590,42 ლარი; 2020 წელს – 58.117 ლარი; 2021 წელს – 15.028 ლარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0