ღარიბაშვილი კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია

© press service of the Prime Minister of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები არჩევნებზე უალტერნატივო იქნებიან.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“: კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა
მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა.
გაერთიანებული ოპოზიცია კალაძის მთავარ კონკურენტად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას კანდიდატურას განიხილავს.
„თბილისში, არც ერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ჩვენს კანდიდატს არ ეყოლება ალტერნატივა. დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნია, გარდა ერთისა - რომ ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0