პარლამენტის სხდომა

საქართველოს ჩრდილოვანი მთავრობა „ლელოს“ ინიციატივის პერსპექტივა და მასზე რეაქცია

49
(განახლებულია 22:53 20.07.2021)
კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ინიციატივა არაერთგვაროვნად აღიქმება ოპოზიციაში, ხოლო სკეპტიკურად – მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდებიან.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ჩამოყალიბდება თუ არა საქართველოში ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა? ამ საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ყოფილი ბანკირი, ამჟამად კი პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების დაწყების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობაზე საუბრისას ხაზარაძემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრების თანამდებობები არ უნდა აღმოჩნდეს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელში.

ხაზარაძის ინიციატივის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ჩრდილოვან მთავრობასა და მინისტრების ადგილების გადანაწილებაზე საუბარი. თუმცა სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოალიციას პარტიაში არ გამორიცხავენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საერთოდ არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს. იცით რატომ? – ზოგადად რომ გამოვრიცხოთ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომ რაღაცნაირად ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებული არიან. ამიტომ ამ უწყებებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები, ან არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი ადამიანები. ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური პროკურატურა და ა.შ.“ – აღნიშნა უდუმაშვილმა.

ხაზარაძის ინიციატივას საინტერესოდ მიიჩნევს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.

„თუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლა გვინდა, მთავრობის შემადგენლობა უნდა დავასახელოთ. ალბათ, ხაზარაძის განცხადება აქედან არის ნაკარნახევი. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდეს ძალოვანი მინისტრები, ვემხრობი იმას, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ყველა ძალოვანი პორტფელი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ლელოს“ ინიციატივა ოპოზიციაში კონფლიქტს გააღვივებს.

„არ მიგვაჩნია, რომ ახლა ეს გადამწყვეტი საკითხია, ზოგადად, ოპოზიციაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე მგონია, რომ ეს პრობლემურიც იქნება და კიდევ უფრო გააღვივებს ოპოზიციაში კონფლიქტებს... პერსპექტივას ვხედავთ თუ არა ზოგადად ამ მიმართულების – ამ წუთში ამ პერსპექტივის დანახვა გვიჭირს. თუმცა დავაკვირდებით, ცხადია, და ჩვენს კოლეგებს ყურადღებით მოვუსმენთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი.

„თვითმმართველობის არჩევნებისთვის რა სახის მთავრობის ფორმირებაზეა საუბარი, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პარლამენტში უნდობლობის პროცედურის საკითხის დაწყება სურს „ლელოს“, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან სერიოზულად არ მიმაჩნია, დღეს ვიდგე და მინისტრების პორტფელების განაწილებაში მონაწილეობა მივიღო იმ პირობებში, როცა უნდობლობის პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა არ არსებობს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

„პოლიტიკური თამაშები“

რამდენიც უნდათ, იმდენი მთავრობა შექმნან, ჩვენ კი ქვეყნის მართვას გავაგრძელებთ – ასეთი კომენტარი გაუკეთა ხაზარაძის ინიციატივას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

„თამაში თუ უნდათ, შეუძლიათ გააგრძელონ, გინდა პარლამენტში, გინდა პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობენ, არის თამაში და არასერიოზულობა. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ვერ იქნება ვერც ძალოვანი მინისტრი, ვერც მისი მოადგილე და ვერც რომელიმე სხვა მინისტრი. რასაც ვხედავ, მათ გაერთიანების შანსი რომ არ აქვთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა სუბარმა.

არასერიოზულად მიიჩნევს ხაზარაძის ინიციატივას უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეც.

„ოპოზიციის მხრიდან ეს ინიციატივა რაღაცნაირად სახლობანას თამაშს ჰგავს. დამოკიდებულება და ღირებულებების სისტემაში ნიშანწყალი იმის, რომ ოპოზიციას რაღაც რეალობის აღქმა მაინც აქვს, ეს ნამდვილად არის, ვინაიდან ისინიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნა საერთოდ დაუშვებელი და არანორმალურია. ეს არ ეხება მხოლოდ ძალოვან სამინისტროებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან დასძინა, რომ სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გაერთიანების შანსს ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირების საკითხშიც კი.

„მე ამ შანსებს სკეპტიკურად შევხედავდი. ამაზე თეორიულად მსჯელობას აზრი არ აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით მე ეს დიდად პერსპექტიული ამბავი არ მგონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მომხრეები და მოწინააღმდეგეები

„ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტის ფონზე მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

თუმცა ეს ინიციატივა იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – უთანხმოება ოპოზიციურ ბანაკში გაჩნდა.

მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან". პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.

მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.

ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, თუმცა იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება, მათ შორის „გირჩის" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.

მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარას. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მიაღწევს.

49
ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას

46
(განახლებულია 21:02 01.08.2021)
სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიმისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, ერდოღანმა კი ღარიბაშვილი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.

უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანაში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი. ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი.

ბოლო ცნობებით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

46
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სუს–ის უფროსი და სპეცრაზმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაბადების დღე აღნიშნა

50
(განახლებულია 19:52 01.08.2021)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ექვსი წლის გახდა – ის 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

სუს–ი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.

სუს–ი შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.

პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის სპეცრაზმმა ჩაატარა საჩვენებელი წვრთნები, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის>>

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.

50
ნაკადული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

0
(განახლებულია 11:44 01.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

მტკიცე მოქმედებებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში უარი უნდა თქვათ ავანტიურებზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და წამიერ სურვილებზე აყოლაზე. ნაშუადღევს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა, რაც გაააქტიურებს საინფორმაციო ფონს, მოვლენებს დინამიკას შემატებს, მოაგვარებს კონსტრუქციულ და საინტერესო ურთიერთობებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნის წინაპირობებს ქაოსის, არათანამიმდევრულობისა და კონფლიქტურობისა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო>>

ვერძი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. ნაშუადღევს სიახლეებისა და ერთგვარი ქაოსის დრო დადგება, როდესაც შესაძლოა სასწრაფო მივლინება გახდეს საჭირო. პრობლემები შეიძლება შეიქმნას თეორიიდან პრაქტიკაზე ან სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დროს. ყურადღებით უნდა მოემზადოთ მგზავრობისთვის: დააზუსტოთ მარშრუტი, შეამოწმოთ ტექნიკური ნაწილი, არ დაგავიწყდეთ საჭირო დოკუმენტები და სხვ.

კურო: დღე თქვენთვის, შესაძლოა, ემოციური ეიფორიით ან თავისუფლების ილუზიით დაიწყოს. მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ თვითნებობას, რომლებსაც თქვენი კარიერის გაფუჭება ან დაზარალება შეუძლია. არ ღირს დიეტის დარღვევა. მიმდინარე საქმეებს ნაშუადღევს შეუდექით და ამასთან, გააორმაგეთ ყურადღება, დააზუსტეთ მცირე დეტალებიც კი. თუ ამ ყველაფერს არასერიოზულა შეხედავთ, მოსალოდნელია დასანანი პრობლემები.

ტყუპი: გააქტიურება ნაშუადღევს სჯობს. გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტიული, მაგრამ არეული დროა და ყველა გზა უპრობლემო არ იქნება. განსაკუთრებით რთული იქნება ხელით შესასრულებელი სამუშაო, ყოფითი საკითხების მოგვარება, სარემონტო, სამკურნალო პროცედურები. უნდა მოერიდოთ გაღიზიანებას. ურთიერთობებში, სწავლასა და ინტელექტუალურ სამუშაოზე სასურველია უჩინარი ზონების შემჩნევა და ასევე მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს.

კირჩხიბი: მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა და სათანადოდ ვეღარ გააკონტროლებთ გარემოებებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ მნიშვნელოვანი წამოწყებები და არ მიიღოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. დილით მოსალოდნელია ფინანსური სიურპრიზები ან იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური მომავალი გაურკვეველია. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გარემოცვის, ვითარების ან საინფორმაციო ფონის ტყვე შეიქმნათ.

ლომი: დილის საათებში, სჯობს, არაფერი გააკეთოთ. ვარსკვლავების ამბობენ, რომ ეს არახელსაყრელი დროა პირად ინტერესებში შემავალი წამოწყებებისთვის, განსაკუთრებით ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა თატბირებისა და არაფორმალური საუბრებისთვის, მაგრა, გართულკდება პრაქტიკული ამოცანების, პირველ რიგში, საქმიანი და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აახელსაყრელია საყიდლებზე წასვლა.

ქალწული: იმისთვის, რომ რაც გაქვთ, ის შეინარჩუნოთ, ზედმეტობასა და ჭარბ მოთხოვნებს უნდა მოერიდოთ. საპასუხისმგებლო მომენტი შუადღის შემდეგ დადგება. გაიზრდება შეცდომების, კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი, მათ შორის პროფესიული და ბიუროკრატიული კუთხით. ზოგჯერ სიტუაციას თავად დაძაბავთ და გაამწვავებთ (განსაკუთრებით აგვისტოში დაბადებული ქალწულები). დაგაზიანებთ არათანამიმდევრულობა, არაორგანიზებულობა.

სასწორი: თქვენთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება დღის დასაწყისი – ესაა საბედისწერო შეცდომების დრო, რომლებსაც არაერთი ზედმეტი პრობლემის მოტანა შეუძლია. მნიშვნელოვანი კონტაქტები, სწავლა და მუშაობა, სჯობს, დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ – ამ დროს სერიოზული დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ მაინც აჯობებს, მოერიდოთ კონკრეტულ, თუნდაც მცირე ქმედებებს. ეს განსაკუთრებით მგზავრობას ეხება.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები არ წყალობენ თქვენს მთავარ სურვილებს. მოგიწევთ მცირე წარმატებებით დაკმაყოფილება. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროთ (სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში). ამაში დღის მეორე ნახევარი დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული იქნება, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ დეტალებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

მშვილდოსანი: დილით უნდა მოერიდოთ სამეურნეო, ფინანსურ და სამედიცინო ექსპრომტებს. პატარა ხარვეზსაც კი მთელი დღით თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ნაშუადღევს გამორიცხეთ წამოწყებები საკუთარი ინიციატივით და ყურადღებით იყავით – არ აჰყვეთ სხვა ადამიანების წაქეზებას აქტიურობაზე. ეს კარგი დროა დიალოგებისა და ვიზიტებისთვის, მაგრამა არა მოქმედებების (თანამშრომლობა, მკურნალობა და ა.შ.) დაწყებისთვის.

თხის რქა: დილით გონივრულად ზომიერი უნდა იყოთ. თუ იმპულსს აჰყვებით, დაიმატებთ ზედმეტ საზრუნავს, შეიძლება დღესვე იგრძნოთ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პირველი ნიშნები, მაგალითად, შეუძლოდ გახდეთ ან ტექნიკური პრობლემები წარმოიშვას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რასაც ყველაზე იღბლიან მიმართულებებშიც კი დაბრკოლებების შექმნა შეუძლია.

მერწყული: ზედმეტობას ყველაფერში მოერიდეთ – მისი შედეგი ახლავე ან ახლო მომავლში აისახება. ყოველგვარი წამოწყება დილით ავანტიურის ელფერს შეიძენს და პრობლემებს უფრო მოგიტანთ, ვიდრე კომფორტს. უფრო ჰარმონიული იქნება დღის მეორე ნახევარი. ამ დროს დაგიბრუნდებათ თვითკონტროლი და გამძაფრდება ანალიტიკური უნარები. ესაა ლოგიკური სისტემური აზროვნებისა და კონსტრუქციული საუბრების დრო.

თევზები: გადადეთ მნიშვნელოვანი წამოწყებები. დაუმთავრებელი საქმეები დილით დაასრულეთ და არ აჰყვეთ ცდუნებას იმისა, რომ ჩანაფიქრზე მეტი გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შემოიფარგლეთ მხოლოდ ლაპარაკით და მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ. არ იჩქაროთ რემონტის დაწყება, სახლში სამუშაოების შესრულება, პრაქტიკული დახმარების, სამედიცინო ან სხვა სასარგებლო მომსახურების მიღება.

0