დღეს ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე წარდგება

© photo: Sputnikვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
რატომ ვერ მოხერხდა 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ვახტანგ გომელაური გასცემს.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კანონმდებლების წინაშე დღეს წარდგება.
შესაბამისი გადაწყვეტილება ხუთშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე მიიღეს. 
რიგგარეშე სესიაზე მინისტრს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
აღსანიშნაბია, რომ მინისტრს დეპუტატების წინაშე გამოსვლა მოუწევს საპროტესტო აქციის ფონზე - შაბათს გამართულ აქციაზე გადაწყდა, რომ დღეს 12:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან მედიის წარმომადგენლები. მათ მოუწოდეს ოპოზიციონერ დეპუტატებს „გახდნენ ჟურნალისტების ხმა“.
კონტრაქცია 5 ივლისს - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
5 ივლისს ნაცემ ფოტოკორესპონდენტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
ორშაბათს, 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და იმ ზომებზე, რომლებიც უწყებამ განახორციელა შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო, ადგილზე 3,2 ათასი სამართალდამცველი იყო მობილიზებული. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ტელეოპერატორს ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან 2021 წლის 17 ივლისს - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტთან კვირას გაგრძელდება
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.
„თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. მათი დიდი უმრავლესობა სასამართლოს განაჩენს საპატიმროში ელოდება.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 42 პირი, მათ შორის, 36 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ყველა ახალი ამბავი
0