შალვა პაპუაშვილი

No comment „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციურ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა

83
(განახლებულია 20:31 15.07.2021)
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებს მოუწოდებს, არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით, არამედ პროფესიული საქმიანობით დაკავდნენ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები უარს აცხადებენ იმ ოთხი ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაზე, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს.

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე – ასეთი მოთხოვნით 14 ივლისს ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტა ოთხმა ქართულმა ტელეარხმა – „TV პირველმა", „მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ". მათი ეკრანების შავ ფონზე გადიოდა იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის სია, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ტელეკომპანიებმა მაუწყებლობა ხუთშაბათს, დილით განაახლეს.

„ჩვენ თქვენ კომენტარს არ მოგცემთ იმ დრომდე, ვიდრე ამ ტელეკომპანიების სახეები და ხელმძღვანელები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილის ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებით", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მასმედიის წარმომადგენლებმა და ტელეარხების ხელმძღვანელებმა პოლიტიკური აქტივობა უნდა შეწყვიტონ.

ქართულმა მედიასაშუალებებმა საპროტესტო აქციები განსაკუთრებით ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გააძლიერეს. ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.

როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.

ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.

მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტი გრძელდება – შაბათს, 17 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქციაა დაგეგმილი.

83
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (468)
სუს–ის უფროსი და სპეცრაზმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაბადების დღე აღნიშნა

21
(განახლებულია 19:52 01.08.2021)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ექვსი წლის გახდა – ის 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

სუს–ი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.

სუს–ი შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.

პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის სპეცრაზმმა ჩაატარა საჩვენებელი წვრთნები, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის>>

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.

21
საქართველოს პარლამენტი

დაკარგულის დაბრუნება: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგათ

32
(განახლებულია 15:56 01.08.2021)
პარტიებს აუნაზღაურდებათ ის თანხაც, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის პირველი აგვისტოდან აღუდგათ. 

ეს პარტიებია „გირჩი“ და „ “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. მათ პროტესტის ნიშნად არ მიმართეს ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების თაობაზე, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და გაყალბებულად მიიჩნევდნენ. 

ამასთან, აღნიშნულ  პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. 

საქართველოს პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგული ჰქონდა, ეს უფლება 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა აღდგომოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ შეცვალა ვადა და ის 2021 წლის პირველი აგვისტომდე გადმოსწია.  

აღსანიშნავია, რომ „გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო „მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარია.

32
თემები:
საქართველოს პარლამენტი