„გირჩი – მეტი თავისუფლება“ არჩევნებისთვის ოფისებს ხსნის

© Sputnik / STRINGERზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი პირველია, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ პარტიული ოფისი გახსნა.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ყველაზე ორიგინალური პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონებში გაფართოება გადაწყვიტა და ბათუმში ოფისი გახსნა. 
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
კვლავ ორიგინალური იდეა: ზურაბ ჯაფარიძემ 2021 წლის არჩევნებისთვის კონკურსი გამოაცხადა
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება – საქართველოს მოქალაქეები რაიონებში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტიამ ოფისი თბილისის საზღვრებს გარეთ გახსნა. ყველაფერი ჩვენმა ადგილობრივმა მომხრეებმა გააკეთეს და ჩვენ გვსურს, რომ არჩევნებისთვის მსგავსი ოფისების ფორმირება მოხდეს სხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.
ადრე ჯაფარიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების უჩვეულო შერჩევის ფორმაზე განაცხადა – მან მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის ყველა მსურველს შესთავაზა შეავსოს განაცხადი და ოფიციალური კანდიდატი გახდეს.
ყველა ახალი ამბავი
0