საქართველოს პარლამენტი

ოპოზიცია მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

79
(განახლებულია 19:59 12.07.2021)
ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობების დროს, მიიჩნევენ ოპოზიციონერები.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის პროცედურის დაწყებას აპირებს, განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„მორიგი წარუმატებელი შეთქმულება" - პრემიერი საპროტესტო აქციებზე>>

ორშაბათს მასმედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ და დეპუტატებისგან პასუხები მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამის მიზეზი „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელიც 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკი ცემის შემდეგ მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობის დროს.

„ჩვენი ამოცანაა – არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის; შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.

ოპოზიციას ამჟამად 66 დეპუტატი ჰყავს. ეს საკმარისია უნდობლობის პროცედურის დასაწყებად, მაგრამ არასაკმარისი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად.

არეულობები თბილისში

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, სცემდნენ მათ და უნადგურებდნენ აპარატურას. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.

ამ დროისათვის დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათ საქართველოს სსკ-ის სამი მუხლის მიხედვით ედებათ ბრალი: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მათი დევნა და ჯგუფური ძალადობა.

79
თემები:
საქართველოს პარლამენტი (339)
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: სამი პროცენტიც რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება

34
(განახლებულია 23:49 30.07.2021)
შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებდა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული, აცხადებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ყველასთვის მოულოდნელად გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება, რითიც უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ აიღებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დააყენეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3%, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, — განაცხადა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მხოლოდ მათი კეთილი ნება იქნება.

  • „ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება იქნება მომწიფებული იმისათვის, რომ საქართველოში ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველმა პარტიამ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა: ქვეყნდება სია>>

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. სავარაუდოდ, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს და, ადრინდელი ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში დიდ დელეგაციას გამოგზავნის.

34
წინასაარჩევნო სიმბოლიკა

მმართველმა პარტიამ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა: გამოქვეყნდა სია

91
(განახლებულია 23:04 30.07.2021)
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე, 2 ოქტომბერსაა დანიშნული. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატები და მერები უნდა აირჩიოს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატები რეგიონების მიხედვით უკვე ცნობილია.

გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

რეგიონებში მერობის კანდიდატები არიან: 

რუსთავი - ნინო ლაცაბიძე, გარდაბანი - დავით კარგარეთელი, მარნეული - კენან ომაროვი, ბოლნისი - დავით შერაზადიშვილი, დმანისი - კობა მურადაშვილი, წალკა - ილია საბაძე, თეთრიწყარო - გიორგი წიკლაური, თელავი - ლევან ანდრიაშვილი, ახმეტა - ალექსი ფიცხელაური, ყვარელი - გივი ზაუტაშვილი, ლაგოდეხი - ჯონდო მდივნიშვილი, გურჯაანი - ზურაბ უტიაშვილი, საგარეჯო - ავთანდილ გულიკაშვილი, სიღნაღი - მალხაზ ბეგიაშვილი, დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი, გორი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კასპი - ვახტანგ მაისურაძე, ქარელი - ზაზა გულიაშვილი, ხაშური - თენგიზ ჩიტიაშვილი, ახალციხე - ირაკლი ლაზარაშვილი, ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომი - ოთარ არბოლიშვილი, ადიგენი - გოჩა ქიმაძე, ახალქალაქი - მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი, მცხეთა - დიმიტრი ზურაბიშვილი, დუშეთი - მანანა ნარიმანიძე, თიანეთი - ლევან წიკლაური, ყაზბეგი - შალვა ელოშვილი, ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათი - კახა ენუქიძე, ჭიათურა - გივი მოდებაძე, წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე, საჩხერე - ლევან ივანაშვილი, სამტრედია - დავით ბახტაძე, თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი, ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი, ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი, ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი, ხონი - ლადო ჯურხაძე, ზესტაფონი - ვასილ გველესიანი, ამბროლაური - ლაშა ჭიჭინაძე, ონი - სერგო ხიდაშელი, ცაგერი - გიორგი ნემსაძე, ლენტეხი - გიორგი ონიანი, ზუგდიდი - მამუკა წოწერია, წალენჯიხა - გოგა გულორდავა, ჩხოროწყუ - დათო გოგუა, ხობი - დავით ბუკია, სენაკი - ვახტანგ გადელია, მარტვილი - თორნიკე ჯანაშია, ფოთი - ბექა ვაჭარაძე, აბაშა - გიგა გაბელაია, მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი, ოზურგეთი - ავთანდილ თალაკვაძე, ლანჩხუთი - ალექსანდრე სარიშვილი, ჩოხატაური - დავით შარაშენიძე, ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი, ქობულეთი - ლევან ზოიძე, ხელვაჩაური - ზაზა დიასამიძე, ქედა - როლანდ ბერიძე, შუახევი - ომარ ტაკიძე, ხულო - ვახტანგ ბერიძე.

რაც შეეხება დედაქალაქს, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს თავად უხელმძღვანელებს. თბილისში კამპანიის ლიდერი იქნება კახი კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით – ირაკლი ღარიბაშვილი.

თვითმმართველი ორგანოების არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.

ამ დროისათვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკვე 21 პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა.

91
თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0