ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ვიცე-პრემიერი დანიშნა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
მინისტრთა კაბინეტში ამ დრომდე ერთი ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი ვიცე-პრემიერი დანიშნა.
ვიცე-პრემიერის პორტფელები ჩაიბარეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თეა წულუკიანის ბიოგრაფია
წულუკიანი ყველაზე გამოცდილი მინისტრია საქართველოს მთავრობაში. იგი მინისტრთა კაბინეტის წევრი 2012 წელს იუსტიციის მინისტრის რანგში გახდა და სხვა მინისტრებთან შედარებით ყველაზე დიდი დროით შეინარჩუნა სავარძელი.
„სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“ - აქცია პარლამენტთან 11,07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
მედიის ულტიმატუმი მთავრობას: რით დასრულდა კვირის აქცია თბილისში
წულუკიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ასევე დაამთავრა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიის აკადემია. დაცული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში.
კარიერა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.
2000 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გახდა. ხუთი წლის შემდეგ უფროსი იურისტის საკლასო ჩინი მიიღო.
2006 წელს იყო სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი.
2010 წელს წულუკიანი დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა "თავისუფალ დემოკრატებს", როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში.
2012 წლის 1 ოქტომბერს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, 25 დღის შემდეგ გადავიდა მინისტრთა კაბინეტში და იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა.
მეათე მოწვევის პარლამენტში მან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, მიმდინარე წლის მარტში კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.
ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.
ლევან დავითაშვილი 1978 წლის 10 დეკემბერს დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2001 წელს - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, 2002 წელს - მილანის მართვის სწავლებისა და გამოცდილების ცენტრი (CESMA).
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
პარლამენტიდან მთავრობაში – მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაზღვევისა და ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსად.
1999 წელს იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი.
1999-2001 წლებში დავითაშვილი რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის (CERMA) მთავარი კონსულტანტი იყო.
2002-2007 წლებში იყო შპს "წინანდლის ძველი მარნის" გენერალური მენეჯერი.
2007-2009 წლებში იყო USAID-ს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.
2007-2009 წლებში იყო აგრეთვე შპს Schuchmann-Wines-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.
2012-2014 წლებში დავითაშვილი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
2014-2017 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ დაინიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც ორი უწყების შერწყმის შედეგად შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0