საგაზაფხულო სესია დასრულდა: პრემიერის სიტყვით გამოსვლა ორშაბათს გაგრძელდება

© Sputnik / STRINGERდეპუტატები
დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
ორშაბათს რიგგარეშე სესიაზე დაინიშნება პლენარული სხდომა, რომელიც მთავრობის მეთაურის გამოსვლის შეფასებით დაიწყება

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა პარლამენტის წინაშე დაასრულა, თუმცა დეპუტატების მოსაზრებების მოსმენა ვერ მოასწრო, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა.

სესიის დახურვის გადაწყვეტილება დეპუტატების სავალდებულო შეფასებების გარეშე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მიიღო.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ის ზრდას 10 წელიწადში 10 ათას დოლარამდე გეგმავს

„სხდომა 12 საათზე უნდა შევწვიტოთ, რადგან საგაზაფხულო სესია იხურება და რეგლამენტის თანახმად, დღევანდელი ბოლო სხდომა საქართველოს ჰიმნით უნდა დასრულდეს. თუ მოსმენა დღეს ვერ დასრულდა, შემდეგ უკვე დავგეგმავთ რიგგარეშე სესიას“,– განაცხადა კუჭავამ და დასძინა, რომ მან პრეზიდენტს უკვე მიმართა 28 ივნისს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე და თანხმობა მიიღო.

მან აღნიშნა, რომ ორშაბათს რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაინიშნება პლენარული სხდომა, რომელიც პრემიერ–მინისტრის გამოსვლის შეფასებით დაიწყება.

რეგლამენტის თანახმად, თითოეული დეპუტატი პრემიერის გამოსვლის შესაფასებლად 3 წუთს მიირებს. შემდეგ მთავრობის მუშაობას აფასებს პარლამენტის ყველა კომიტეტი – მათ ამისთვის 10 წუთი აქვთ. შემდეგ გამოდიან ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები (15 ეუთი). შემდეგ 15 წუთი ექნებათ გამოსვლისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას.

ყველა ახალი ამბავი
0