ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველომ ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში ახალი ელჩი დანიშნა

34
(განახლებულია 22:28 09.06.2021)
ელჩად დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელსაც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და დიპლომატიურ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველომ ახალ ელჩად ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ასევე საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი დანიშნა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მახარობლიშვილს დილომატიურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა 2000 წლიდან უკავია. 2016 წლიდან ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის 8 ივნისიდან პირველი მოადგილე იყო.

უფრო ადრე, 2012–2016 წლებში მახარობლიშვილი გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო, 2005–2009 წლებში – ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მრჩეველი.

მახარობლიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი 2011 წელს მიენიჭა.

ახალ თანამდებობაზე მახარობლიშვილი ნატალი საბანაძეს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში გადადგა.

34
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (305)
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტი არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

26
(განახლებულია 10:00 21.06.2021)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 1.281.174–მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა, იუწყება Sputnik–სომხეთი

ცესკოს მონაცემებით, 2.008 საარჩევნო უბანზე 1 მილიონ 281.911 ბიულეტენის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% (687 251) მიიღო, სომხეთის ექს–პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ კი ხმების 21,04% (268 165). სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკმა „პატივი მაქვს“ მიიღო ხმების 5,23% 66 633),  პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ - 3,96% (50416), ხოლო პარტიამ „რესპუბლიკა" -3,04% .

 

20 ივნისს სომხეთში არჩევნები 2008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქე იყო რეგისტრირებული – საკუთარი არჩევანი 1.281.174–მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.

 

26
ცესკო

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რეფერენდუმი არ ჩატარდება ცესკოს განმარტება

26
(განახლებულია 09:01 21.06.2021)
განკარგულების თანახმად, რეფერენდუმის საკითხის დარეგისტრირებაზე უარის მიზეზი არასათანადო ფორმულირება გახდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე სარეფერენდუმო საკითხის დარეგისტრირებაზე, ნათქვამია ცესკოს განკარგულებაში. 

საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედის პოლიტიკური მოძრაობა  „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები სოსო მანჯავიძე და ზაზა გოგალაძე, ცესკოს სარეფერენდუმო საკითხის „თანახმა ხართ თუ არა, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად?“ დარეგისტრირების განცხადებით მიმართეს.

განკარგულების თანახმად, რეგისტრაციაზე უარის მიზეზი საკითხის გაურკვეველი ფორმულირება გახდა.

გარდა ამისა, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკითხი, რომელიც ზღუდავს ქონების განკარგვის თავისუფლებას, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ცესკომ ასევე მიიჩნია, რომ რეფერენდუმის საკითხზე დადებითი პასუხი ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას გააუქმონ ხელშეკრულება ან შეცვალონ მისი პირობები, რაც მხარეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობამ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რომელიც დაახლოებით შვიდი თვეა გრძელდება.

26
თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
იუსტიციის სახლი

სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გაცემა დაიწყო

10
(განახლებულია 11:44 21.06.2021)
აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის გაცემა დღეიდან,  21 ივნისიდან დაიწყო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სააგენტოს ინფორმაციით, აბიტურიენტებმა სასკოლო ატესტატის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მეათე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი მათ  შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ ( მე-5 სამუშაო დღეს - 20 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 30 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს - 40 ლარი, 1 სამუშაო დღეში - 50 ლარი).

„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე  ელექტრონული ასლის ფორმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე, ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე. 

რაც შეეხება ელექტრონულ ატესტატს, ის  არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, სკოლადამთავრებული შეძლებს ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ.

ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.

იმ შემთხვევაში კი, თუ  პირი ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.

10
თემები:
განათლება საქართველოში